საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა სიახლეებს სთავაზობს "თბილისის სატრანსპორტო კომპანია" მგზავრებს? - დედაქალაქის მერის განცხადება
რა სიახლეებს სთავაზობს "თბილისის სატრანსპორტო კომპანია" მგზავრებს? - დედაქალაქის მერის განცხადება

მგზავ­რთა მომ­სა­ხუ­რე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის მიზ­ნით, "თბი­ლი­სის სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნი­ის“ ვებგ­ვერ­დი - ttc.com.ge გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბულ მომ­სა­ხუ­რე­ბას­თან ერ­თად, ახა­ლი ფუნ­ქცი­ო­ნა­ლი­თა და დი­ზა­ი­ნი­თაა წარ­მოდ­გე­ნი­ლი, - ამის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის მერ­მა კახა კა­ლა­ძემ გა­ნა­ცხა­და.

  • რო­გორც მან დე­და­ქა­ლა­ქის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე აღ­ნიშ­ნა, გა­ნახ­ლე­ბუ­ლია მო­ბი­ლუ­რი აპ­ლი­კა­ცი­აც და მომ­სა­ხუ­რე­ბის მი­ღე­ბა Android-ისა და IOS პლატ­ფორ­მა­ზე მო­მუ­შა­ვე სმარ­ტფო­ნე­ბის­თვის არის შე­საძ­ლე­ბე­ლი.

"მგზავ­რთა ინ­ფორ­მი­რე­ბის­თვის შე­იქ­მნა რუ­კე­ბი, სა­ინ­ფორ­მა­ციო ვებგ­ვერ­დი და ავ­ტო­ბუ­სის გა­ჩე­რე­ბე­ბის სტან­დარ­ტუ­ლი დი­ზა­ი­ნი, გა­ნახ­ლდა მო­ბი­ლუ­რი აპ­ლი­კა­ცი­აც. 31 მა­ი­სი­დან ძვე­ლი სერ­ვე­რე­ბი გა­ი­თი­შა და მგზავ­რე­ბი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბას მხო­ლოდ გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ვებგ­ვერ­დი­დან შეძ­ლე­ბენ. მგზავ­რთა მომ­სა­ხუ­რე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის მიზ­ნით, ახა­ლი სერ­ვი­სე­ბი­სა და უკვე არ­სე­ბუ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში, კომ­პა­ნია მომ­ხმა­რე­ბელს ასე­ვე, სთა­ვა­ზობს მო­ბი­ლურ აპ­ლი­კა­ცი­ას Android-ისა და IOS პლატ­ფორ­მა­ზე მო­მუ­შა­ვე სმარ­ტფო­ნე­ბის­თვის. აღ­ნიშ­ნუ­ლი აპ­ლი­კა­ცია მომ­ხმა­რე­ბელს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი­დან გა­მო­ი­ყე­ნოს ყვე­ლა ის სერ­ვი­სი, რო­მელ­საც კომ­პა­ნია სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის მგზავ­რებს სთა­ვა­ზობს. კერ­ძოდ, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი მგზავ­რო­ბის და­გეგ­მვა­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის რე­ა­ლურ დრო­ში გა­და­ად­გი­ლე­ბის გა­და­მოწ­მე­ბას შეძ­ლე­ბენ“, - აღ­ნიშ­ნა დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა.

  • კახა კა­ლა­ძის თქმით, იმ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც არ სარ­გებ­ლო­ბენ ინ­ტერ­ნე­ტით, თბი­ლი­სის სხვა­დას­ხვა რა­ი­ო­ნის მი­ხედ­ვით იქ­მნე­ბა მგზავ­რთა სა­ინ­ფორ­მა­ციო ბუკ­ლე­ტე­ბი.

"ადა­მი­ა­ნე­ბის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი მო­ბი­ლურ აპ­ლი­კა­ცი­ას ნაკ­ლე­ბად მო­იხ­მარს. სწო­რედ მათ­თვის იქ­მნე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი ბუკ­ლე­ტე­ბი, სა­დაც ასა­ხუ­ლია სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის მარ­შრუ­ტე­ბი და მათი ნომ­რე­ბი, ასე­ვე, ტრან­სპორ­ტის მოც­დის ინ­ტერ­ვა­ლე­ბი. სა­ინ­ფორ­მა­ციო ბუკ­ლე­ტე­ბის ნა­წი­ლი უკვე მზა­დაა. ბუკ­ლე­ტე­ბი შე­სა­ბა­მი­სი გამ­გე­ო­ბე­ბის სერ­ვის­ცენ­ტრებ­ში, ასე­ვე თბი­ლი­სის მე­რი­ის მო­ქა­ლა­ქე­თა მომ­სა­ხუ­რე­ბის ცენ­ტრში მი­სულ მგზავ­რებს და­უ­რიგ­დე­ბათ. გარ­და ამი­სა, გა­ჩე­რე­ბებ­ზე რუ­კე­ბი გან­თავ­სდე­ბა, რა­ზეც ვმუ­შა­ობთ და უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში და­ვას­რუ­ლებთ“, - გა­ნა­ცხა­და თბი­ლი­სის მერ­მა.

მი­სი­ვე თქმით, დე­და­ქა­ლა­ქის მე­რია, სატ­რან­სპორ­ტო პო­ლი­ტი­კის ფარ­გლებ­ში, მუ­შა­ო­ბას აქ­ტი­უ­რად გა­ნაგ­რძობს იმის­თვის, რომ მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტით გა­და­ად­გი­ლე­ბა თა­ვი­სუფ­ლად იყოს შე­საძ­ლე­ბე­ლი.

"დე­და­ქა­ლაქ­ში სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის ქსე­ლის გა­ნახ­ლე­ბა და­ვი­წყეთ, ძვე­ლი ავ­ტო­ბუ­სე­ბი სრუ­ლად ჩა­ვა­ნაც­ვლეთ ახა­ლი ავ­ტო­ბუ­სე­ბით. ბო­ლოს 200 ერ­თე­უ­ლი 18-მეტ­რი­ა­ნი ავ­ტო­ბუ­სი შე­ვი­ძი­ნეთ, რო­მე­ლიც ეტა­პობ­რი­ვად მი­ე­წო­დე­ბა დე­და­ქა­ლაქს. მათ­გან 50 ერ­თე­უ­ლი უკვე ემ­სა­ხუ­რე­ბა მო­სახ­ლე­ო­ბას. სატ­რან­სპორ­ტო პო­ლი­ტი­კის ფარ­გლებ­ში, და­ვი­წყეთ საგ­ზაო ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მო­წეს­რი­გე­ბა-მო­წყო­ბა, რომ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორ­ტს ჰქონ­დეს თა­ვი­სუფ­ლად გა­და­ად­გი­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. ასე­ვე, დიდ ყუ­რა­დღე­ბას ვუთ­მობთ მეტ­როს. და­წყე­ბუ­ლი გვაქვს ვა­გო­ნე­ბის გა­ნახ­ლე­ბა-ჩა­ნაც­ვლე­ბის პრო­ცე­სი. ჩვენ დავ­ნერ­გეთ ზო­ნა­ლურ-სა­ა­თობ­რი­ვი პარ­კი­რე­ბის სის­ტე­მა და ზო­გა­დად, ვმუ­შა­ობთ პარ­კი­რე­ბის სა­კი­თხის მო­სა­წეს­რი­გებ­ლად“, - აღ­ნიშ­ნა კახა კა­ლა­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

რა სიახლეებს სთავაზობს "თბილისის სატრანსპორტო კომპანია" მგზავრებს? - დედაქალაქის მერის განცხადება

რა სიახლეებს სთავაზობს "თბილისის სატრანსპორტო კომპანია" მგზავრებს? - დედაქალაქის მერის განცხადება

მგზავრთა მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, "თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ვებგვერდი - ttc.com.ge გაუმჯობესებულ მომსახურებასთან ერთად, ახალი ფუნქციონალითა და დიზაინითაა წარმოდგენილი, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

  • როგორც მან დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, განახლებულია მობილური აპლიკაციაც და მომსახურების მიღება Android-ისა და IOS პლატფორმაზე მომუშავე სმარტფონებისთვის არის შესაძლებელი.

"მგზავრთა ინფორმირებისთვის შეიქმნა რუკები, საინფორმაციო ვებგვერდი და ავტობუსის გაჩერებების სტანდარტული დიზაინი, განახლდა მობილური აპლიკაციაც. 31 მაისიდან ძველი სერვერები გაითიშა და მგზავრები ინფორმაციის მიღებას მხოლოდ განახლებული ვებგვერდიდან შეძლებენ. მგზავრთა მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, ახალი სერვისებისა და უკვე არსებული მომსახურებების განვითარების პროექტის ფარგლებში, კომპანია მომხმარებელს ასევე, სთავაზობს მობილურ აპლიკაციას Android-ისა და IOS პლატფორმაზე მომუშავე სმარტფონებისთვის. აღნიშნული აპლიკაცია მომხმარებელს საშუალებას აძლევს, მობილური ტელეფონიდან გამოიყენოს ყველა ის სერვისი, რომელსაც კომპანია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრებს სთავაზობს. კერძოდ, მოქალაქეები მგზავრობის დაგეგმვასა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეალურ დროში გადაადგილების გადამოწმებას შეძლებენ“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

  • კახა კალაძის თქმით, იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც არ სარგებლობენ ინტერნეტით, თბილისის სხვადასხვა რაიონის მიხედვით იქმნება მგზავრთა საინფორმაციო ბუკლეტები.

"ადამიანების გარკვეული ნაწილი მობილურ აპლიკაციას ნაკლებად მოიხმარს. სწორედ მათთვის იქმნება სპეციალური ბუკლეტები, სადაც ასახულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები და მათი ნომრები, ასევე, ტრანსპორტის მოცდის ინტერვალები. საინფორმაციო ბუკლეტების ნაწილი უკვე მზადაა. ბუკლეტები შესაბამისი გამგეობების სერვისცენტრებში, ასევე თბილისის მერიის მოქალაქეთა მომსახურების ცენტრში მისულ მგზავრებს დაურიგდებათ. გარდა ამისა, გაჩერებებზე რუკები განთავსდება, რაზეც ვმუშაობთ და უახლოეს მომავალში დავასრულებთ“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, დედაქალაქის მერია, სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში, მუშაობას აქტიურად განაგრძობს იმისთვის, რომ მოსახლეობისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება თავისუფლად იყოს შესაძლებელი.

"დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელის განახლება დავიწყეთ, ძველი ავტობუსები სრულად ჩავანაცვლეთ ახალი ავტობუსებით. ბოლოს 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი შევიძინეთ, რომელიც ეტაპობრივად მიეწოდება დედაქალაქს. მათგან 50 ერთეული უკვე ემსახურება მოსახლეობას. სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში, დავიწყეთ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება-მოწყობა, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტს ჰქონდეს თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა. ასევე, დიდ ყურადღებას ვუთმობთ მეტროს. დაწყებული გვაქვს ვაგონების განახლება-ჩანაცვლების პროცესი. ჩვენ დავნერგეთ ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა და ზოგადად, ვმუშაობთ პარკირების საკითხის მოსაწესრიგებლად“, - აღნიშნა კახა კალაძემ.