პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თვალს ვადევნებდი კონგრესში მოსმენას და ყურში ჩამესმოდა: "ჰა, შენ კიკუ, თუმანი და გაიხადე“ - გაიხადეს სულგაყიდულმა ადამიანებმა" - ბექა ოდიშარია
"თვალს ვადევნებდი კონგრესში მოსმენას და ყურში ჩამესმოდა: "ჰა, შენ კიკუ, თუმანი და გაიხადე“ - გაიხადეს სულგაყიდულმა ადამიანებმა" - ბექა ოდიშარია

მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში თვალს ვა­დევ­ნებ­დი ამ მოს­მე­ნას [კონ­გრეს­ში] და შემ­დეგ დი­ლამ­დე ყურ­ში ჩა­მეს­მო­და: „ჰა, შენ კიკუ, თუ­მა­ნი და გა­ი­ხა­დე“ და გა­ი­ხა­დეს ამ სულ­გა­ყი­დულ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა, რომ­ლე­ბიც კვლავ ითხო­ვენ სა­ქარ­თვე­ლოს, სა­კუ­თა­რი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ე­ბის და­სან­ქცი­რე­ბას, - ამის შე­სა­ხებ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დე­პუ­ტატ­მა ბექა ოდი­შა­რი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, რი­თაც აშშ-ის კონ­გრეს­ში სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ გა­მარ­თულ მოს­მე­ნას გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

მისი თქმით, სა­ზო­გა­დო­ე­ბა ჯერ უნდა და­ე­ლო­დოს, „უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნო­ნის ძა­ლა­ში შეს­ვლას და თუ ის ქვე­ყა­ნას და­აქ­ცევს, მა­შინ „და­ა­სან­ქცი­რონ ან დახ­ვრი­ტონ“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

„კონ­გრეს­მე­ნებს მინ­და ვაც­ნო­ბო, რომ მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო ფრუსტრი­რე­ბუ­ლია, რად­გან გუ­შინ­დე­ლი სხდო­მის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას ვერ იქნა შეს­მე­ნი­ლი ვერ­ცერ­თი მე­გობ­რუ­ლი რჩე­ვა. სა­მა­გი­ე­როდ, მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო ქარ­თვე­ლი ხალ­ხის და ჩვე­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი გუნ­დის სა­ხე­ლით, რად­გან აჩ­ვე­ნა, რო­გორ ყი­დი­ან სულს „ენ­ჯე­ო­ე­ბი“, რის შე­სა­ხე­ბაც ყო­ველ­დღი­უ­რად ვამ­ცნობთ სა­ზო­გა­დო­ე­ბას. ეს იყო პირ­და­პი­რი ტრანსლა­ცია. მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში თვალს ვა­დევ­ნებ­დი ამ მოს­მე­ნას და შემ­დეგ დი­ლამ­დე ყურ­ში ჩა­მეს­მო­და „ჰა, შენ კიკუ, თუ­მა­ნი და გა­ი­ხა­დე“ და გა­ი­ხა­დეს ამ სულ­გა­ყი­დულ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა, რომ­ლე­ბიც კვლავ ითხო­ვენ სა­ქარ­თვე­ლოს, სა­კუ­თა­რი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ე­ბის და­სან­ქცი­რე­ბას. სად არის სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის პრინ­ცი­პე­ბი და მო­რა­ლი, რო­დე­საც ითხოვ, რომ ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც სა­კუ­თარ მო­ვა­ლე­ო­ბას ას­რუ­ლებს, პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი კა­ნონს იღებს, და­ა­სან­ქცი­რო? შემ­დეგ - სად გა­გო­ნი­ლა ავან­სად და­სან­ქცი­რე­ბა? თქვე კაი ხალ­ხო, თუ გა­ვარ­დნი­ლი თო­ფი­ვით არ გე­ში­ნი­ათ ამ კა­ნო­ნის, აცა­დეთ ძა­ლა­ში შეს­ვლა, იქ­ნებ და აშე­ნებს ქვე­ყა­ნას? თუ აქ­ცევს სა­ქარ­თვე­ლოს და დე­მოკ­რა­ტი­ას და მარ­თლაც უკუს­ვლას იწ­ვევს, მა­შინ გნე­ბავთ დაგ­ვა­სან­ქცი­რეთ, გნე­ბავთ დაგ­ვხვრი­ტეთ“, - გა­ნა­ცხა­და ოდი­შა­რი­ამ.

ამას­თან, ოდი­შა­რი­ას მი­მარ­თავს კონ­გრეს­მე­ნებს და ამ­ბობს, რომ მათი პირ­და­პი­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა, პირ­ველ რიგ­ში, აშშ-ის რი­გი­თი მო­ქა­ლა­ქის დაც­ვაა.

„მინ­და მივ­მარ­თო ჩვენს ამე­რი­კელ მე­გობ­რებს, ძვირ­ფას კონ­გრეს­მე­ნებს - თქვე­ნი პირ­და­პი­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა, და­იც­ვათ პირ­ველ რიგ­ში აშშ-ის რი­გი­თი მო­ქა­ლა­ქე, თქვენ კი ცდი­ლობთ ჩვენ­თან დე­მოკ­რა­ტია და­იც­ვათ. მა­შინ მივ­მარ­თავ ამე­რი­კის გა­და­სა­ხა­დე­ბის გა­დამ­ხდე­ლებს - ძვირ­ფა­სო მე­გობ­რე­ბო, ჩვენ ვცდი­ლობთ და­ვიც­ვათ თქვე­ნი შრო­მით და ოფ­ლით მო­პო­ვე­ბუ­ლი ფული, რო­მე­ლიც სხვა­დას­ხვა დო­ნო­რის მხრი­დან „გამჭვირ­ვა­ლედ“ მი­ე­დი­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში მოღ­ვა­წე „ენ­ჯე­ო­ებ­ში“, სა­დაც იხვრე­ბა ისე, რო­გორც ბე­ღელ­ში ხრა­ვენ ხორ­ბალს ვირ­თხე­ბი. ამი­ტომ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ და დღე­ვან­დე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა დგას თქვე­ნი გა­და­სა­ხა­დით შექ­მნი­ლი დოვ­ლა­თის დაც­ვა­ზე, მაგ­რამ ადა­მი­ა­ნე­ბი რა­ტომ­ღაც ახერ­ხე­ბენ და ერე­ვი­ან სა­ქარ­თვე­ლოს შიდა საქ­მე­ებ­ში.

მთე­ლი ღამე მეს­მო­და უკ­ვდა­ვი ჭა­ბუა ამი­რე­ჯი­ბის დიდი რო­მა­ნის, დათა თუ­თაშ­ხი­ას მძი­მე მო­მენ­ტი, სა­დაც გმი­რი მე­ო­რე პერ­სო­ნაჟს ეუბ­ნე­ბა, „კიკუ - გა­ი­ხა­დე“, სა­ბო­ლოო ჯამ­ში ის იხ­დის. კი­კუმ გა­ცი­ლე­ბით დიდი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­უ­წია იმ ვაჟ­ბა­ტო­ნებს, ვიდ­რე ამ ვაჟ­ბა­ტო­ნებ­მა და ქალ­ბა­ტო­ნებ­მა სამ­შობ­ლოს ღა­ლატს“, - გა­ნა­ცხა­და ოდი­შა­რი­ამ და დას­ძი­ნა:

"ვე­უბ­ნე­ბი სა­ბა­ნა­ძეს - ჩვენ რომ გვექ­ლე­სე­ბო­და, მა­ნამ­დე სა­ა­კაშ­ვილს ექ­ლე­სე­ბო­და, ახლა კი გა­ხა­რი­ას ექ­ლე­სე­ბა, ასე­თი ნა­ძი­რა­ლე­ბის ხელ­ში მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი შე­მე­ცო­და და ჰი­პო­თე­ტუ­რად მო­ვი­თხოვ­დი, რომ ერთი დღით მა­ინც გა­მო­უშ­ვან, ნა­ტა­ლია სა­ბა­ნა­ძეს ჩა­ა­ხე­დონ თვა­ლებ­ში".

ოდი­შა­რი­ამ ასე­ვე ახ­სე­ნა კონ­გრეს­ში ფონდ „ღია სა­ზო­გა­დო­ე­ბის” ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის პროგ­რა­მის მე­ნე­ჯე­რის, ვანო ჩხიკ­ვა­ძის გა­მოს­ვლაც.

მისი თქმით, თუ „უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნო­ნის ამოქ­მე­დე­ბის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლო­ში იქ­ნე­ბა უკუს­ვლა, ქარ­თვე­ლი ხალ­ხი აგე­ბი­ნებს პა­სუხს “ქარ­თულ ოც­ნე­ბას“, სხვა შემ­თხვე­ვა­ში პა­სუ­ხი მათ უნდა აგონ, ვინც ხე­ლი­სუფ­ლე­ბას წა­მებს ცილს.

„ეს ნა­ძი­რა­ლა, მე­ო­რე ფი­ნია [ვანო ჩხიკ­ვა­ძე], სო­რო­სის ხე­ლის გუ­ლი­დან ნა­საზ­რდო­ე­ბი, გო­ჭუ­ნია, რო­მე­ლიც ცდი­ლობ­და თა­ვის გა­მო­ჩე­ნას, სამ­შობ­ლოს და თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ე­ბის და­ბე­ზღე­ბას, რათა არ შე­უ­წყდეს ეს ბე­ჩა­ვი, მწა­რე საზ­რდო, რო­მე­ლიც მას და მის ოჯახს ად­გას. ჩვენ კი ამ­დე­ნი თვეა ვირ­ჯე­ბით, შე­უ­რა­ცხყო­ფას ვი­ტანთ და ვი­თხოვთ მხო­ლოდ ერთს: გვა­ცა­დეთ, რომ ვნა­ხოთ კა­ნო­ნი მოქ­მე­დე­ბა­ში. რა არის ამა­ში გა­უ­გე­ბა­რი? თუ იქ­ნე­ბა უკუს­ვლა, თუ რა­ი­მე­თი და­ა­ზი­ა­ნებს ეს დე­მოკ­რა­ტი­ულ პრო­ცესს, ჩვენ თვი­თონ მო­ვი­თხოვთ, რომ ქარ­თველ­მა ხალ­ხმა პა­სუ­ხი გვა­გე­ბი­ნოს. სხვა შემ­თხვე­ვა­ში, ვინც ცილს გვწა­მებს, მათ უნდა აგონ უმ­კაც­რე­სი პა­სუ­ხი ქარ­თვე­ლი ხალ­ხის წი­ნა­შე, რად­გან ამ­დე­ნი ხანი უშ­ლი­ან ნერ­ვებს, თვი­თონ კი­დევ და­სი­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან. თვი­თონ მაქვს ნა­ნა­ხი, რო­გორ ცხოვ­რობ­დნენ ფუ­ფუ­ნე­ბა­ში ერთი ელ­ჩო­ბი­სას, მე­ო­რე სო­რო­სის ფონ­დის აგენ­ტო­ბი­სას“,- გა­ნა­ცხა­და ოდი­შა­რი­ამ.

ასე­ვე იხი­ლეთ:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

"თვალს ვადევნებდი კონგრესში მოსმენას და ყურში ჩამესმოდა: "ჰა, შენ კიკუ, თუმანი და გაიხადე“ - გაიხადეს სულგაყიდულმა ადამიანებმა" - ბექა ოდიშარია

"თვალს ვადევნებდი კონგრესში მოსმენას და ყურში ჩამესმოდა: "ჰა, შენ კიკუ, თუმანი და გაიხადე“ - გაიხადეს სულგაყიდულმა ადამიანებმა" - ბექა ოდიშარია

მთელი ღამის განმავლობაში თვალს ვადევნებდი ამ მოსმენას [კონგრესში] და შემდეგ დილამდე ყურში ჩამესმოდა: „ჰა, შენ კიკუ, თუმანი და გაიხადე“ და გაიხადეს ამ სულგაყიდულმა ადამიანებმა, რომლებიც კვლავ ითხოვენ საქართველოს, საკუთარი თანამემამულეების დასანქცირებას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც აშშ-ის კონგრესში საქართველოს შესახებ გამართულ მოსმენას გამოეხმაურა.

მისი თქმით, საზოგადოება ჯერ უნდა დაელოდოს, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ძალაში შესვლას და თუ ის ქვეყანას დააქცევს, მაშინ „დაასანქცირონ ან დახვრიტონ“ ხელისუფლების წარმომადგენლები.

„კონგრესმენებს მინდა ვაცნობო, რომ მთელი საქართველო ფრუსტრირებულია, რადგან გუშინდელი სხდომის მიმდინარეობისას ვერ იქნა შესმენილი ვერცერთი მეგობრული რჩევა. სამაგიეროდ, მადლობა მინდა გადავუხადო ქართველი ხალხის და ჩვენი პოლიტიკური გუნდის სახელით, რადგან აჩვენა, როგორ ყიდიან სულს „ენჯეოები“, რის შესახებაც ყოველდღიურად ვამცნობთ საზოგადოებას. ეს იყო პირდაპირი ტრანსლაცია. მთელი ღამის განმავლობაში თვალს ვადევნებდი ამ მოსმენას და შემდეგ დილამდე ყურში ჩამესმოდა „ჰა, შენ კიკუ, თუმანი და გაიხადე“ და გაიხადეს ამ სულგაყიდულმა ადამიანებმა, რომლებიც კვლავ ითხოვენ საქართველოს, საკუთარი თანამემამულეების დასანქცირებას. სად არის სამართლიანობის პრინციპები და მორალი, როდესაც ითხოვ, რომ ადამიანი, რომელიც საკუთარ მოვალეობას ასრულებს, პარლამენტის წევრი კანონს იღებს, დაასანქცირო? შემდეგ - სად გაგონილა ავანსად დასანქცირება? თქვე კაი ხალხო, თუ გავარდნილი თოფივით არ გეშინიათ ამ კანონის, აცადეთ ძალაში შესვლა, იქნებ და აშენებს ქვეყანას? თუ აქცევს საქართველოს და დემოკრატიას და მართლაც უკუსვლას იწვევს, მაშინ გნებავთ დაგვასანქცირეთ, გნებავთ დაგვხვრიტეთ“, - განაცხადა ოდიშარიამ.

ამასთან, ოდიშარიას მიმართავს კონგრესმენებს და ამბობს, რომ მათი პირდაპირი ვალდებულებაა, პირველ რიგში, აშშ-ის რიგითი მოქალაქის დაცვაა.

„მინდა მივმართო ჩვენს ამერიკელ მეგობრებს, ძვირფას კონგრესმენებს - თქვენი პირდაპირი ვალდებულებაა, დაიცვათ პირველ რიგში აშშ-ის რიგითი მოქალაქე, თქვენ კი ცდილობთ ჩვენთან დემოკრატია დაიცვათ. მაშინ მივმართავ ამერიკის გადასახადების გადამხდელებს - ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ ვცდილობთ დავიცვათ თქვენი შრომით და ოფლით მოპოვებული ფული, რომელიც სხვადასხვა დონორის მხრიდან „გამჭვირვალედ“ მიედინება საქართველოში მოღვაწე „ენჯეოებში“, სადაც იხვრება ისე, როგორც ბეღელში ხრავენ ხორბალს ვირთხები. ამიტომ „ქართული ოცნება“ და დღევანდელი პოლიტიკური ხელისუფლება დგას თქვენი გადასახადით შექმნილი დოვლათის დაცვაზე, მაგრამ ადამიანები რატომღაც ახერხებენ და ერევიან საქართველოს შიდა საქმეებში.

მთელი ღამე მესმოდა უკვდავი ჭაბუა ამირეჯიბის დიდი რომანის, დათა თუთაშხიას მძიმე მომენტი, სადაც გმირი მეორე პერსონაჟს ეუბნება, „კიკუ - გაიხადე“, საბოლოო ჯამში ის იხდის. კიკუმ გაცილებით დიდი წინააღმდეგობა გაუწია იმ ვაჟბატონებს, ვიდრე ამ ვაჟბატონებმა და ქალბატონებმა სამშობლოს ღალატს“, - განაცხადა ოდიშარიამ და დასძინა:

"ვეუბნები საბანაძეს - ჩვენ რომ გვექლესებოდა, მანამდე სააკაშვილს ექლესებოდა, ახლა კი გახარიას ექლესება, ასეთი ნაძირალების ხელში მიხეილ სააკაშვილი შემეცოდა და ჰიპოთეტურად მოვითხოვდი, რომ ერთი დღით მაინც გამოუშვან, ნატალია საბანაძეს ჩაახედონ თვალებში".

ოდიშარიამ ასევე ახსენა კონგრესში ფონდ „ღია საზოგადოების” ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერის, ვანო ჩხიკვაძის გამოსვლაც.

მისი თქმით, თუ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ამოქმედების შემდეგ საქართველოში იქნება უკუსვლა, ქართველი ხალხი აგებინებს პასუხს “ქართულ ოცნებას“, სხვა შემთხვევაში პასუხი მათ უნდა აგონ, ვინც ხელისუფლებას წამებს ცილს.

„ეს ნაძირალა, მეორე ფინია [ვანო ჩხიკვაძე], სოროსის ხელის გულიდან ნასაზრდოები, გოჭუნია, რომელიც ცდილობდა თავის გამოჩენას, სამშობლოს და თანამემამულეების დაბეზღებას, რათა არ შეუწყდეს ეს ბეჩავი, მწარე საზრდო, რომელიც მას და მის ოჯახს ადგას. ჩვენ კი ამდენი თვეა ვირჯებით, შეურაცხყოფას ვიტანთ და ვითხოვთ მხოლოდ ერთს: გვაცადეთ, რომ ვნახოთ კანონი მოქმედებაში. რა არის ამაში გაუგებარი? თუ იქნება უკუსვლა, თუ რაიმეთი დააზიანებს ეს დემოკრატიულ პროცესს, ჩვენ თვითონ მოვითხოვთ, რომ ქართველმა ხალხმა პასუხი გვაგებინოს. სხვა შემთხვევაში, ვინც ცილს გვწამებს, მათ უნდა აგონ უმკაცრესი პასუხი ქართველი ხალხის წინაშე, რადგან ამდენი ხანი უშლიან ნერვებს, თვითონ კიდევ დასივებულები არიან. თვითონ მაქვს ნანახი, როგორ ცხოვრობდნენ ფუფუნებაში ერთი ელჩობისას, მეორე სოროსის ფონდის აგენტობისას“,- განაცხადა ოდიშარიამ.

ასევე იხილეთ:

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"