პარტნიორები:
    ავტორი:

    ლიბანში აშშ-ის საელჩოს შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გაუხსნა - რა არის ცნობილი თავდამსხმელის შესახებ

    ლიბანში აშშ-ის საელჩოს შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გაუხსნა - რა არის ცნობილი თავდამსხმელის შესახებ

    "ლიბანში აშშ-ის საელჩოს შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გაუხსნა", - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ლიბანის შეიარაღებულ ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

    ლიბანის არმიის ცნობით, სამხედროებმა თავდამსხმელს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც იგი დაშავდა.

    თავდამსხმელი, სირიის მოქალაქე, დააკავეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

    სააგენტო Reuters-ს უსაფრთხოების სამსახურის წყარომ განუცხადა, რომ ინციდენტის შედეგად, საელჩოს უსაფრთხოების სამსახურის ერთი თანამშრომელი დაშავდა.