საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მკვეთრად მომატებულია ყივანახველის შემთხვევები" - როგორია ბავშვებში ვირუსული ინფექციების გავრცელების მაჩვენებელი - რას ამბობს ივანე ჩხაიძე
"მკვეთრად მომატებულია ყივანახველის შემთხვევები" - როგორია ბავშვებში ვირუსული ინფექციების გავრცელების მაჩვენებელი - რას ამბობს ივანე ჩხაიძე

ყვე­ლა სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრი, რო­მე­ლიც პე­დი­ატ­რი­ულ პა­ცი­ენ­ტებს მარ­თავს, აღ­ნიშ­ნავს, რომ კვლავ მკვეთ­რად მო­მა­ტე­ბუ­ლია ყი­ვა­ნახ­ვე­ლის შემ­თხვე­ვე­ბი - არას­რუ­ლი 5 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, ყი­ვა­ნახ­ვე­ლის გა­ცი­ლე­ბით უფრო მეტი შემ­თხვე­ვა გვაქვს, ვიდ­რე 2023 წელს გვქონ­და,- ამის შე­სა­ხებ იმუ­ნი­ზა­ცი­ის ტექ­ნი­კურ მრჩე­ველ­თა ეროვ­ნუ­ლი ჯგუ­ფის ხელ­მძღვა­ნელ­მა, "იაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ბავ­შვთა ცენ­ტრა­ლუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს“ სა­მე­დი­ცი­ნო დი­რექ­ტორ­მა, ივა­ნე ჩხა­ი­ძემ "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, ქვე­ყა­ნა­ში ბავ­შვე­ბის ვაქ­ცი­ნა­ცი­ის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი შემ­ცი­რე­ბუ­ლია და ჯერ კი­დევ ვერ და­უბ­რუნ­და სა­ქარ­თვე­ლო პან­დე­მი­ამ­დე პე­რი­ოდს, სა­დაც ვაქ­ცი­ნე­ბით მოც­ვის მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი გვქონ­და.

"ამ არას­რუ­ლი 5 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, ყი­ვა­ნახ­ვე­ლის გა­ცი­ლე­ბით უფრო მეტი შემ­თხვე­ვა გვაქვს, ვიდ­რე 2023 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გვქონ­და. გა­ცი­ლე­ბით უფრო მე­ტია… შემ­თხვე­ვე­ბის მა­ტე­ბა სა­ხე­ზე გვაქვს და სამ­წუ­ხა­როდ, ეს ტენ­დენ­ცია რომც არ გაგ­რძელ­დეს შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ ყი­ვა­ნახ­ვე­ლის შემ­თხვე­ვე­ბი ბევ­რად მეტი იქ­ნე­ბა, ვიდ­რე ეს გა­სულ წელს იყო.

სამ­წუ­ხა­როდ, ბავ­შვე­ბის ვაქ­ცი­ნა­ცი­ის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი შემ­ცი­რე­ბუ­ლია. ძა­ლი­ან ბევ­რმა ადა­მი­ან­მა გა­და­ხე­და პან­დე­მი­ის შემ­დეგ ვაქ­ცი­ნე­ბი­სად­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას. 2022 წელს მძი­მე ვი­თა­რე­ბა იყო. ეს ეხე­ბო­და არა მხო­ლოდ ყი­ვა­ნახ­ვე­ლის, ასე­ვე წი­თე­ლას, წი­თუ­რას, ყბა­ყუ­რას სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნებ­საც. 2023 წელს შე­და­რე­ბით გა­მოს­წორ­და, მაგ­რამ ჯერ კი­დევ ვერ და­უბ­რუნ­და სა­ქარ­თვე­ლო პან­დე­მი­ამ­დე პე­რი­ოდს, სა­დაც ვაქ­ცი­ნე­ბით მოც­ვის მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი გვქონ­და.

გა­მო­ტო­ვე­ბულ­მა ვაქ­ცი­ნებ­მა გა­ნა­პი­რო­ბა ყი­ვა­ნახ­ვე­ლის შემ­თხვე­ვე­ბის მა­ტე­ბა ბავ­შვებ­ში. ეს ტენ­დენ­ცია გაგ­რძელ­დე­ბა, თუ არ მი­ვაწ­ვდენთ ყვე­ლას ხმას, რომ არ არ­სე­ბობს არ­ცერ­თი ინ­ფექ­ცი­ის მი­მართ ისე­თი ეფექ­ტუ­რი მე­დი­კა­მენ­ტი, რა­საც ვაქ­ცი­ნე­ბით ვი­ცი­ლებთ თა­ვი­დან.

თუ ვინ­მე გა­მო­ტო­ვა წი­თე­ლას, წი­თუ­რას, ყბა­ყუ­რას სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა 1 წლის ასაკ­ში, შე­უძ­ლია გა­ი­კე­თოს. არ უნდა ჩათ­ვა­ლოთ, რომ თუ ვაქ­ცი­ნა არ გა­კე­თე თა­ვის დრო­ზე, ახლა დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლია და აზრი არ აქვს. ძა­ლი­ან ხში­რად გვი­წევს ყი­ვა­ნახ­ვე­ლის შემ­თხვე­ვე­ბის დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბა, რო­გორც ამ­ბუ­ლა­ტო­რი­ულ პრაქ­ტი­კა­ში, ისე სტა­ცი­ო­ნა­რუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის მი­ღე­ბი­სას. ყი­ვა­ნახ­ვე­ლის შემ­თხვე­ვე­ბის მა­ტე­ბა მხო­ლოდ ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლად არ ხდე­ბა, ასე­ვე კლი­ნი­კუ­რა­დაც. ყვე­ლა სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრი, რო­მე­ლიც პე­დი­ატ­რი­ულ პა­ცი­ენ­ტებს მარ­თავს, აღ­ნიშ­ნავს, რომ კვლავ მკვეთ­რად მო­მა­ტე­ბუ­ლია ყი­ვა­ნახ­ვე­ლის შემ­თხვე­ვე­ბი“,-აღ­ნიშ­ნა ჩხა­ი­ძემ.

ავტორი:

"მკვეთრად მომატებულია ყივანახველის შემთხვევები" - როგორია ბავშვებში ვირუსული ინფექციების გავრცელების მაჩვენებელი - რას ამბობს ივანე ჩხაიძე

"მკვეთრად მომატებულია ყივანახველის შემთხვევები" - როგორია ბავშვებში ვირუსული ინფექციების გავრცელების მაჩვენებელი - რას ამბობს ივანე ჩხაიძე

ყველა სამედიცინო ცენტრი, რომელიც პედიატრიულ პაციენტებს მართავს, აღნიშნავს, რომ კვლავ მკვეთრად მომატებულია ყივანახველის შემთხვევები - არასრული 5 თვის განმავლობაში, ყივანახველის გაცილებით უფრო მეტი შემთხვევა გვაქვს, ვიდრე 2023 წელს გვქონდა,- ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, "იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ "ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანაში ბავშვების ვაქცინაციის მაჩვენებელი შემცირებულია და ჯერ კიდევ ვერ დაუბრუნდა საქართველო პანდემიამდე პერიოდს, სადაც ვაქცინებით მოცვის მაღალი მაჩვენებელი გვქონდა.

"ამ არასრული 5 თვის განმავლობაში, ყივანახველის გაცილებით უფრო მეტი შემთხვევა გვაქვს, ვიდრე 2023 წლის განმავლობაში გვქონდა. გაცილებით უფრო მეტია… შემთხვევების მატება სახეზე გვაქვს და სამწუხაროდ, ეს ტენდენცია რომც არ გაგრძელდეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყივანახველის შემთხვევები ბევრად მეტი იქნება, ვიდრე ეს გასულ წელს იყო.

სამწუხაროდ, ბავშვების ვაქცინაციის მაჩვენებელი შემცირებულია. ძალიან ბევრმა ადამიანმა გადახედა პანდემიის შემდეგ ვაქცინებისადმი დამოკიდებულებას. 2022 წელს მძიმე ვითარება იყო. ეს ეხებოდა არა მხოლოდ ყივანახველის, ასევე წითელას, წითურას, ყბაყურას საწინააღმდეგო ვაქცინებსაც. 2023 წელს შედარებით გამოსწორდა, მაგრამ ჯერ კიდევ ვერ დაუბრუნდა საქართველო პანდემიამდე პერიოდს, სადაც ვაქცინებით მოცვის მაღალი მაჩვენებელი გვქონდა.

გამოტოვებულმა ვაქცინებმა განაპირობა ყივანახველის შემთხვევების მატება ბავშვებში. ეს ტენდენცია გაგრძელდება, თუ არ მივაწვდენთ ყველას ხმას, რომ არ არსებობს არცერთი ინფექციის მიმართ ისეთი ეფექტური მედიკამენტი, რასაც ვაქცინებით ვიცილებთ თავიდან.

თუ ვინმე გამოტოვა წითელას, წითურას, ყბაყურას საწინააღმდეგო ვაქცინა 1 წლის ასაკში, შეუძლია გაიკეთოს. არ უნდა ჩათვალოთ, რომ თუ ვაქცინა არ გაკეთე თავის დროზე, ახლა დაგვიანებულია და აზრი არ აქვს. ძალიან ხშირად გვიწევს ყივანახველის შემთხვევების დიაგნოსტირება, როგორც ამბულატორიულ პრაქტიკაში, ისე სტაციონარული პაციენტების მიღებისას. ყივანახველის შემთხვევების მატება მხოლოდ ლაბორატორიულად არ ხდება, ასევე კლინიკურადაც. ყველა სამედიცინო ცენტრი, რომელიც პედიატრიულ პაციენტებს მართავს, აღნიშნავს, რომ კვლავ მკვეთრად მომატებულია ყივანახველის შემთხვევები“,-აღნიშნა ჩხაიძემ.