მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა წერია რეზოლუციაში, რომელიც გაერო-მ აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ მიიღო
რა წერია რეზოლუციაში, რომელიც გაერო-მ აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ მიიღო

4 ივ­ნისს, ნიუ-იორკში, გა­ე­რო-ს გე­ნე­რა­ლურ­მა ასამ­ბლე­ამ, 78-ე სე­სი­ის ფარ­გლებ­ში, მი­ი­ღო სა­ქარ­თვე­ლო­სა და მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა რე­გი­ო­ნის 63 ქვეყ­ნის მიერ ინი­ცი­რე­ბუ­ლი რე­ზო­ლუ­ცია - „აფხა­ზე­თი­დან, სა­ქარ­თვე­ლო და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნი­დან/სამ­ხრეთ ოსე­თი, სა­ქარ­თვე­ლო იძუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბულ პირ­თა და ლტოლ­ვილ­თა სტა­ტუ­სის შე­სა­ხებ“ - რე­ზო­ლუ­ცი­ას 103-მა ქვე­ყა­ნამ და­უ­ჭი­რა მხა­რი.

  • ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

"სა­ქარ­თვე­ლო აღ­ნიშ­ნულ რე­ზო­ლუ­ცი­ას გა­ე­რო-ს გე­ნე­რა­ლურ ასამ­ბლე­ა­ზე 2008 წლი­დან წა­რად­გენს. რე­ზო­ლუ­ცია გმობს რუ­სე­თის მიერ ოკუ­პი­რე­ბულ სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ო­ნებ­ში ძა­ლის­მი­ე­რი გზით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ დე­მოგ­რა­ფი­ულ ცვლი­ლე­ბებს, ადას­ტუ­რებს დევ­ნილ­თა უფ­ლე­ბას, ეთ­ნი­კუ­რი კუთ­ვნი­ლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, დაბ­რუნ­დნენ სა­კუ­თარ სახ­ლებ­ში ღირ­სე­უ­ლად და უსაფრ­თხოდ და ხაზს უს­ვამს მათი სა­კუთ­რე­ბის უფ­ლე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მი­სა და დაც­ვის აუ­ცი­ლებ­ლო­ბას.

რე­ზო­ლუ­ცია ასე­ვე მო­უ­წო­დებს ჟე­ნე­ვის მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის მო­ნა­წი­ლე­ებს, გა­ა­აქ­ტი­უ­რონ ძა­ლის­ხმე­ვა რუ­სე­თის მიერ ოკუ­პი­რე­ბულ სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ო­ნებ­ში უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის კუ­თხით არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად, რაც, თა­ვის მხრივ, ხელს შე­უ­წყობს იძუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბულ პირ­თა და ლტოლ­ვილ­თა სა­კუ­თარ სახ­ლებ­ში დაბ­რუ­ნე­ბის პრო­ცესს.

ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი კონ­ტექ­სტის გარ­და, რე­ზო­ლუ­ცი­ას აქვს პრაქ­ტი­კუ­ლი დატ­ვირ­თვაც, ვი­ნა­ი­დან ის გა­ე­რო-ს გე­ნე­რა­ლურ მდი­ვანს სა­ქარ­თვე­ლო­ში მცხოვ­რე­ბი დევ­ნი­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბი­სა და რე­ზო­ლუ­ცი­ის შეს­რუ­ლე­ბის თა­ო­ბა­ზე ყო­ველ­წლი­უ­რი ან­გა­რი­შის მომ­ზა­დე­ბას ავა­ლებს. აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­სა­კუთ­რე­ბულ მნიშ­ვნე­ლო­ბას იძენს რუ­სე­თის მიერ ოკუ­პი­რე­ბულ სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ო­ნებ­ში ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა კუ­თხით არ­სე­ბუ­ლი მძი­მე ვი­თა­რე­ბი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო მო­ნი­ტო­რინ­გის მე­ქა­ნიზ­მე­ბის არარ­სე­ბო­ბის ფონ­ზე, რაც კი­დევ ერთ დაბ­რკო­ლე­ბას წარ­მო­ად­გენს იძუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბულ პირ­თა და ლტოლ­ვილ­თა უსაფრ­თხო და ღირ­სე­უ­ლი დაბ­რუ­ნე­ბის გზა­ზე და რაც გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ახლა, რო­დე­საც, მათ შო­რის, რუ­სე­თის მიერ უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი აგ­რე­სი­ის შე­დე­გად, ლტოლ­ვილ­თა და იძუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბულ პირ­თა რი­ცხვის რე­კორ­დუ­ლად ზრდის გამო, მსოფ­ლი­ო­ში არ­სე­ბუ­ლი მძი­მე ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი ვი­თა­რე­ბა უფრო კი­დევ უფრო გა­უ­ა­რეს­და.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ხსე­ნე­ბუ­ლი რე­ზო­ლუ­ცია ბოლო წლებ­ში უკვე გლო­ბა­ლურ ინი­ცი­ა­ტი­ვად იქცა, ვი­ნა­ი­დან მის თა­ნა­ავ­ტორ­თა რი­გებს, მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა რე­გი­ო­ნი­დან, ათე­უ­ლო­ბით ქვე­ყა­ნა უერ­თდე­ბა. რე­ზო­ლუ­ცი­ის თა­ნა­ავ­ტო­რო­ბა მათ შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს კი­დევ უფრო აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თონ რუ­სე­თის აგ­რე­სი­ი­სა და ოკუ­პა­ცი­ის შე­დე­გად შექ­მნი­ლი მძი­მე ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი ვი­თა­რე­ბის დაძ­ლე­ვის კუ­თხით სა­ერ­თა­შო­რი­სო ძა­ლის­ხმე­ვა­ში. 2024 წელს რე­ზო­ლუ­ცი­ის თა­ნა­ავ­ტო­რი 64 ქვე­ყა­ნა გახ­და.

რე­ზო­ლუ­ცი­ის გან­ხილ­ვი­სას, 4 ივ­ნისს, მხარ­დამ­ჭე­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი გა­ა­კე­თეს ევ­რო­კავ­შირ­მა, გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ­მა სა­მე­ფომ, ლი­ე­ტუ­ვამ (ბალ­ტი­ი­სა და ნორ­დი­კუ­ლი ქვეყ­ნე­ბის სა­ხე­ლით), უკ­რა­ი­ნამ, ია­პო­ნი­ამ და ავ­სტრა­ლი­ამ (კა­ნა­დი­სა და ახა­ლი ზე­ლან­დი­ის სა­ხე­ლით).

ქარ­თუ­ლი დიპ­ლო­მა­ტი­ის დიდ წარ­მა­ტე­ბად უნდა ჩა­ით­ვა­ლოს ის ფაქ­ტი, რომ სა­ქარ­თვე­ლომ ამ­ჯე­რად შეძ­ლო და არა მარ­ტო შე­ი­ნარ­ჩუ­ნა, არა­მედ გა­ზარ­და რე­ზო­ლუ­ცი­ის მხარ­და­ჭე­რის ყო­ველ­წლი­უ­რი დი­ნა­მი­კა.

გარ­და ამი­სა აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ წელს პირ­ვე­ლად, რე­ზო­ლუ­ცი­ის გან­ხილ­ვა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო გა­ე­როს გე­ნე­რა­ლუ­რი ასამ­ბლე­ის 78-ე სე­სი­ის პრე­ზი­დენ­ტმა დე­ნის ფრან­ცის­მა, რო­მე­ლიც სე­სი­ა­ზე სი­ტყვით გა­მო­ვი­და.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო მად­ლო­ბას უხ­დის ყვე­ლა იმ სა­ხელ­მწი­ფოს, რო­მელ­მაც მხა­რი და­უ­ჭი­რა რე­ზო­ლუ­ცი­ას და გახ­და ინი­ცი­ა­ტი­ვის თა­ნა­ავ­ტო­რი. აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით თი­თო­ე­ულ­მა ქვე­ყა­ნამ კი­დევ ერთხელ და­უ­ჭი­რა მხა­რი იძუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბულ პირ­თა და ლტოლ­ვილ­თა დაბ­რუ­ნე­ბის უფ­ლე­ბას და თა­ნად­გო­მა გა­მო­უ­ცხა­და თი­თო­ე­ულ დევ­ნილს“,- ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

რა წერია რეზოლუციაში, რომელიც გაერო-მ აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ მიიღო

რა წერია რეზოლუციაში, რომელიც გაერო-მ აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ მიიღო

4 ივნისს, ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ, 78-ე სესიის ფარგლებში, მიიღო საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის 63 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია - „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ - რეზოლუციას 103-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი.

  • ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"საქართველო აღნიშნულ რეზოლუციას გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე 2008 წლიდან წარადგენს. რეზოლუცია გმობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს, ადასტურებს დევნილთა უფლებას, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ და ხაზს უსვამს მათი საკუთრების უფლების პატივისცემისა და დაცვის აუცილებლობას.

რეზოლუცია ასევე მოუწოდებს ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებს, გაააქტიურონ ძალისხმევა რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნების პროცესს.

ჰუმანიტარული კონტექსტის გარდა, რეზოლუციას აქვს პრაქტიკული დატვირთვაც, ვინაიდან ის გაერო-ს გენერალურ მდივანს საქართველოში მცხოვრები დევნილი მოსახლეობის მდგომარეობისა და რეზოლუციის შესრულების თაობაზე ყოველწლიური ანგარიშის მომზადებას ავალებს. აღნიშნული განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მძიმე ვითარებისა და საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების არარსებობის ფონზე, რაც კიდევ ერთ დაბრკოლებას წარმოადგენს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების გზაზე და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახლა, როდესაც, მათ შორის, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის შედეგად, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა რიცხვის რეკორდულად ზრდის გამო, მსოფლიოში არსებული მძიმე ჰუმანიტარული ვითარება უფრო კიდევ უფრო გაუარესდა.

აღსანიშნავია, რომ ხსენებული რეზოლუცია ბოლო წლებში უკვე გლობალურ ინიციატივად იქცა, ვინაიდან მის თანაავტორთა რიგებს, მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან, ათეულობით ქვეყანა უერთდება. რეზოლუციის თანაავტორობა მათ შესაძლებლობას აძლევს კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთონ რუსეთის აგრესიისა და ოკუპაციის შედეგად შექმნილი მძიმე ჰუმანიტარული ვითარების დაძლევის კუთხით საერთაშორისო ძალისხმევაში. 2024 წელს რეზოლუციის თანაავტორი 64 ქვეყანა გახდა.

რეზოლუციის განხილვისას, 4 ივნისს, მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს ევროკავშირმა, გაერთიანებულმა სამეფომ, ლიეტუვამ (ბალტიისა და ნორდიკული ქვეყნების სახელით), უკრაინამ, იაპონიამ და ავსტრალიამ (კანადისა და ახალი ზელანდიის სახელით).

ქართული დიპლომატიის დიდ წარმატებად უნდა ჩაითვალოს ის ფაქტი, რომ საქართველომ ამჯერად შეძლო და არა მარტო შეინარჩუნა, არამედ გაზარდა რეზოლუციის მხარდაჭერის ყოველწლიური დინამიკა.

გარდა ამისა აღსანიშნავია, რომ წელს პირველად, რეზოლუციის განხილვაში მონაწილეობა მიიღო გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის პრეზიდენტმა დენის ფრანცისმა, რომელიც სესიაზე სიტყვით გამოვიდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მადლობას უხდის ყველა იმ სახელმწიფოს, რომელმაც მხარი დაუჭირა რეზოლუციას და გახდა ინიციატივის თანაავტორი. აღნიშნული გადაწყვეტილებით თითოეულმა ქვეყანამ კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების უფლებას და თანადგომა გამოუცხადა თითოეულ დევნილს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.