მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მამაკაცი ამწის კიდეზე იდგა და დახმარებას ითხოვს... საშინელი სანახაობა იყო" - ძლიერი ხანძარი და დაკვამლიანება ლონდონში: კადრები ადგილიდან
"მამაკაცი ამწის კიდეზე იდგა და დახმარებას ითხოვს... საშინელი სანახაობა იყო" - ძლიერი ხანძარი და დაკვამლიანება ლონდონში: კადრები ადგილიდან

აღ­მო­სავ­ლეთ ლონ­დონ­ში, ერთ-ერთ სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუს­ში ძლი­ე­რი ხან­ძა­რი იყო. ად­გილ­ზე და­ახ­ლო­ე­ბით 70 მე­ხან­ძრე და ათი სა­ხან­ძრო მან­ქა­ნაა მო­ბი­ლიზ­და. შემ­თხვე­ვის შე­დე­გად და­შა­ვე­ბუ­ლი შვი­დი ადა­მი­ა­ნი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. შე­ნო­ბი­დან მო­სახ­ლე­ო­ბის ევა­კუ­ა­ცია გან­ხორ­ცი­ელ­და, ხოლო მა­ღა­ზი­ე­ბი და რეს­ტორ­ნე­ბი და­ი­ხუ­რა. ხან­ძა­რი ამ დრო­ის­თვის ლიკ­ვი­დი­რე­ბუ­ლია.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ხან­ძა­რი დი­ლის 8:30 სა­ათ­ზე, პირ­ველ სარ­თულ­ზე გაჩ­ნდა და მთელ შე­ნო­ბას მო­ე­დო.

„ხან­ძარ­მა წარ­მოქ­მნა კვამ­ლი, შე­დე­გად, ტე­რი­ტო­რი­ი­დან ხალ­ხის გაყ­ვა­ნა გახ­და სა­ჭი­რო. მო­ქა­ლა­ქე­ებს მო­ვუ­წო­დებთ, ფან­ჯრე­ბი და კა­რე­ბი და­ხუ­რონ. ხან­ძრის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზი ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია. საქ­მე­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა",- ნათ­ქვა­მია სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რის გან­ცხა­დე­ბა­ში.

მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლებ­მა 1 ადა­მი­ა­ნის გა­და­სარ­ჩე­ნად 13,5 მეტ­რი­ა­ნი კიბე გა­მო­ი­ყე­ნეს. ინ­ტერ­ნეტ­ში გავ­რცე­ლე­ბულ კად­რებ­ში ჩანს, რომ მა­მა­კა­ცი ამ­წის კი­დე­ზე დგას და დახ­მა­რე­ბას ითხოვს. ვი­დე­ომ უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი აღაშ­ფო­თა.

"სა­ში­ნე­ლი სა­ნა­ხა­ო­ბა იყო. ეს უბა­ნი საკ­მა­ოდ უსაფრ­თხოა. ასე­თი შემ­თხვე­ვა ნე­ბის­მი­ერ ად­გი­ლას შე­იძ­ლე­ბა მომ­ხდა­რი­ყო. თუნ­დაც, ცენ­ტრა­ლურ ლონ­დონ­ში ან პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბა­ში. და­ზღვე­უ­ლი არა­ვი­ნაა. პო­ლი­ცია და სა­ხან­ძრო მალე მო­ვი­და. ზოგ და­შა­ვე­ბულს სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა ად­გილ­ზე გა­უ­წი­ეს, (მათ შო­რის მა­მა­კაცს, რო­მე­ლიც ამ­წი­დან დახ­მა­რე­ბას ითხოვ­და) ზოგი კი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს" - გა­ნა­ცხა­და ად­გი­ლობ­რივ­მა მა­მა­კაც­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას.

წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

"მამაკაცი ამწის კიდეზე იდგა და დახმარებას ითხოვს... საშინელი სანახაობა იყო" - ძლიერი ხანძარი და დაკვამლიანება ლონდონში: კადრები ადგილიდან

"მამაკაცი ამწის კიდეზე იდგა და დახმარებას ითხოვს... საშინელი სანახაობა იყო" - ძლიერი ხანძარი და დაკვამლიანება ლონდონში: კადრები ადგილიდან

აღმოსავლეთ ლონდონში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ძლიერი ხანძარი იყო. ადგილზე დაახლოებით 70 მეხანძრე და ათი სახანძრო მანქანაა მობილიზდა. შემთხვევის შედეგად დაშავებული შვიდი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. შენობიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა, ხოლო მაღაზიები და რესტორნები დაიხურა. ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.

გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი დილის 8:30 საათზე, პირველ სართულზე გაჩნდა და მთელ შენობას მოედო.

„ხანძარმა წარმოქმნა კვამლი, შედეგად, ტერიტორიიდან ხალხის გაყვანა გახდა საჭირო. მოქალაქეებს მოვუწოდებთ, ფანჯრები და კარები დახურონ. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება",- ნათქვამია სამაშველო სამსახურის განცხადებაში.

მეხანძრე-მაშველებმა 1 ადამიანის გადასარჩენად 13,5 მეტრიანი კიბე გამოიყენეს. ინტერნეტში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ მამაკაცი ამწის კიდეზე დგას და დახმარებას ითხოვს. ვიდეომ უამრავი ადამიანი აღაშფოთა.

"საშინელი სანახაობა იყო. ეს უბანი საკმაოდ უსაფრთხოა. ასეთი შემთხვევა ნებისმიერ ადგილას შეიძლება მომხდარიყო. თუნდაც, ცენტრალურ ლონდონში ან პარლამენტის შენობაში. დაზღვეული არავინაა. პოლიცია და სახანძრო მალე მოვიდა. ზოგ დაშავებულს სამედიცინო დახმარება ადგილზე გაუწიეს, (მათ შორის მამაკაცს, რომელიც ამწიდან დახმარებას ითხოვდა) ზოგი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს" - განაცხადა ადგილობრივმა მამაკაცმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

წყარო