პოლიტიკა
სამხედრო

14

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მერწყულს ესტუმრება 14:57-ზე – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
მსოფლიო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მთავაზობდნენ, საკეისრო კვეთა გამეკეთებინა... 39 წლის ვარ და ჩემთვის ეს პირველი მშობიარობა იყო, შვილს ბრიტანული სახელი დავარქვი" - ნინო მუმლაძე ოჯახსა და ურთიერთობებზე
"მთავაზობდნენ, საკეისრო კვეთა გამეკეთებინა... 39 წლის ვარ და ჩემთვის ეს პირველი მშობიარობა იყო, შვილს ბრიტანული სახელი დავარქვი" - ნინო მუმლაძე ოჯახსა და ურთიერთობებზე

"რო­დე­საც 20 წლის ვი­ყა­ვი, ვფიქ­რობ­დი, რომ 40 წლის ასაკ­ში ყვე­ლა­ფე­რი სრულ­დე­ბა, მაგ­რამ მე ამ ასაკ­ში ახალ სი­ცო­ცხლეს ვი­წყებ. ეს ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ეტა­პია ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში" - გვი­თხრა მსა­ხი­ობ­მა ნინო მუმ­ლა­ძემ, რო­მე­ლიც სულ რამ­დე­ნი­მე დღის წინ, დედა გახ­და. ის ჩვენს მკი­თხველს ამ სა­სი­ა­მოვ­ნო სი­ახ­ლე­ზე ესა­უბ­რე­ბა:

- მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბავ­შვის მოვ­ლა ძა­ლი­ან დამ­ღლე­ლია, ეს მა­ინც შე­უ­და­რე­ბე­ლი გან­ცდაა! სხვა დე­დე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბულს ვე­რა­ფერს ვი­ტყვი: ბავ­შვის ერთი ჩა­ხუ­ტე­ბა გა­და­წო­ნის ყვე­ლა იმ სირ­თუ­ლეს, რო­მე­ლიც პა­ტა­რას მოვ­ლას ახ­ლავს თან. რაც მთა­ვა­რია, მშო­ბი­ა­რო­ბამ კარ­გად ჩა­ი­ა­რა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ 39 წლის ვარ და ჩემ­თვის ეს პირ­ვე­ლი მშო­ბი­ა­რო­ბა იყო, არა­ნა­ი­რი გარ­თუ­ლე­ბა არ მქო­ნია. მთა­ვა­ზობ­დნენ, სა­კე­ის­რო კვე­თა გა­მე­კე­თე­ბი­ნა, მაგ­რამ არა­ვის და­ვუ­ჯე­რე და ამის გამო ჩემი ექი­მი ძა­ლი­ან მა­ქებს - სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღეო.

- თქვენს პა­ტა­რას რა და­არ­ქვით?

- სა­ხე­ლად უცხო სა­ხე­ლი - რონი და­ვარ­ქვით. მე და ჩემი მე­უღ­ლე ძა­ლი­ან დიდ­ხანს ვფიქ­რობ­დით და ვერ ვთან­ხმდე­ბო­დით, ბევ­რი ვერ­სია გვქონ­და, მაგ­რამ ბო­ლოს, მა­მი­კომ ასე­თი უცხო სა­ხე­ლი აურ­ჩია. რონი ბრი­ტა­ნუ­ლი სა­ხე­ლია, თუმ­ცა ის­რა­ელ­შიც ბევ­რს ჰქვია. იმე­დი მაქვს, რომ ჩემი პა­ტა­რა ისე­თი­ვე გა­მორ­ჩე­უ­ლი იქ­ნე­ბა, რო­გო­რი სა­ხე­ლიც აქვს. ჯერ რამ­დე­ნი­მე დღი­საა, მაგ­რამ სულ აქეთ-იქით იყუ­რე­ბა, ყვე­ლა­ფერს აკ­ვირ­დე­ბა და ისე­თი მი­მი­კე­ბი აქვს, რომ დიდი ადა­მი­ა­ნი გე­გო­ნე­ბა... სამ­შო­ბი­ა­როს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, რომ­ლებ­საც ასე­უ­ლო­ბით ბავ­შვის­თვის მო­უვ­ლი­ათ, გა­ო­ცე­ბით ამ­ბობ­დნენ, რო­გო­რი აზ­რი­ა­ნი თვა­ლე­ბი აქ­ვსო.

- თქვე­ნი მე­უღ­ლე თუ გეხ­მა­რე­ბათ მის მოვ­ლა­ში?

- ჩემი მე­უღ­ლე მხატ­ვა­რი გუგა გო­გი­ნაშ­ვი­ლია. ძა­ლი­ან უხა­რია, მაგ­რამ მის ხელ­ში აყ­ვა­ნას ვერ ბე­დავს, ეში­ნია, ასე ჰგო­ნია, რომ რა­ღა­ცას და­უ­შა­ვებს. ამი­ტომ, ურ­ჩევ­ნია რონი ჩემ­თან იყოს და ისე ეთა­მა­შოს. თან მე­უბ­ნე­ბა: არ გე­წყი­ნოს, ცოტა რომ წა­მო­იზ­რდე­ბა, მერე მო­გეშ­ვე­ლე­ბიო. სხვა­თა შო­რის, გუ­გამ ჩემს მშო­ბი­ა­რო­ბა­ზეც ძა­ლი­ან ინერ­ვი­უ­ლა, ვე­ხუმ­რე­ბო­დი: მე ვიმ­შო­ბი­ა­რე და ცუ­დად შენ გახ­დი-მეთ­ქი?

- ორი ხე­ლო­ვა­ნის ცხოვ­რე­ბა ერთ ჭერ­ქვეშ რთუ­ლი ხომ არ არის?

- ეს რთუ­ლი სუ­ლაც არ არის, შე­საძ­ლოა იმის გამო, რომ სხვა­დას­ხვა სფე­რო­ში ვართ. სხვა­თა შო­რის, გუ­გას ძა­ლი­ან აინ­ტე­რე­სებს ჩემი რო­ლე­ბი და ყო­ველ­თვის სწორ შე­ფა­სე­ბებს მაძ­ლევს. ჩვე­ნი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი ხე­ლოვ­ნე­ბა­ზე ერ­თმა­ნეთს ემ­თხვე­ვა და მისი შე­ნიშ­ვნე­ბი ძა­ლი­ან მეხ­მა­რე­ბა. პა­რა­ლე­ლუ­რად, მეც ვცდი­ლობ, მისი შე­მოქ­მე­დე­ბა სწო­რად შე­ვა­ფა­სო და ხელი შე­ვუ­წყო, რომ თა­ვის პრო­ფე­სი­ა­ში რე­ა­ლი­ზე­ბუ­ლი იყოს. უკვე 4 წე­ლია, რაც მას ვიც­ნობ, ორი წე­ლია, რაც ერ­თად ვართ და სულ ვცდი­ლობთ, ერ­თმა­ნე­თის პრო­ფე­სი­ას პა­ტი­ვი ვცეთ, ერ­თმა­ნეთს და­ვეხ­მა­როთ...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

"მთავაზობდნენ, საკეისრო კვეთა გამეკეთებინა... 39 წლის ვარ და ჩემთვის ეს პირველი მშობიარობა იყო, შვილს ბრიტანული სახელი დავარქვი" - ნინო მუმლაძე ოჯახსა და ურთიერთობებზე

"მთავაზობდნენ, საკეისრო კვეთა გამეკეთებინა... 39 წლის ვარ და ჩემთვის ეს პირველი მშობიარობა იყო, შვილს ბრიტანული სახელი დავარქვი" - ნინო მუმლაძე ოჯახსა და ურთიერთობებზე

"როდესაც 20 წლის ვიყავი, ვფიქრობდი, რომ 40 წლის ასაკში ყველაფერი სრულდება, მაგრამ მე ამ ასაკში ახალ სიცოცხლეს ვიწყებ. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია ჩემს ცხოვრებაში" - გვითხრა მსახიობმა ნინო მუმლაძემ, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ, დედა გახდა. ის ჩვენს მკითხველს ამ სასიამოვნო სიახლეზე ესაუბრება:

- მიუხედავად იმისა, რომ ბავშვის მოვლა ძალიან დამღლელია, ეს მაინც შეუდარებელი განცდაა! სხვა დედებისგან განსხვავებულს ვერაფერს ვიტყვი: ბავშვის ერთი ჩახუტება გადაწონის ყველა იმ სირთულეს, რომელიც პატარას მოვლას ახლავს თან. რაც მთავარია, მშობიარობამ კარგად ჩაიარა. მიუხედავად იმისა, რომ 39 წლის ვარ და ჩემთვის ეს პირველი მშობიარობა იყო, არანაირი გართულება არ მქონია. მთავაზობდნენ, საკეისრო კვეთა გამეკეთებინა, მაგრამ არავის დავუჯერე და ამის გამო ჩემი ექიმი ძალიან მაქებს - სწორი გადაწყვეტილება მიიღეო.

- თქვენს პატარას რა დაარქვით?

- სახელად უცხო სახელი - რონი დავარქვით. მე და ჩემი მეუღლე ძალიან დიდხანს ვფიქრობდით და ვერ ვთანხმდებოდით, ბევრი ვერსია გვქონდა, მაგრამ ბოლოს, მამიკომ ასეთი უცხო სახელი აურჩია. რონი ბრიტანული სახელია, თუმცა ისრაელშიც ბევრს ჰქვია. იმედი მაქვს, რომ ჩემი პატარა ისეთივე გამორჩეული იქნება, როგორი სახელიც აქვს. ჯერ რამდენიმე დღისაა, მაგრამ სულ აქეთ-იქით იყურება, ყველაფერს აკვირდება და ისეთი მიმიკები აქვს, რომ დიდი ადამიანი გეგონება... სამშობიაროს თანამშრომლები, რომლებსაც ასეულობით ბავშვისთვის მოუვლიათ, გაოცებით ამბობდნენ, როგორი აზრიანი თვალები აქვსო.

- თქვენი მეუღლე თუ გეხმარებათ მის მოვლაში?

- ჩემი მეუღლე მხატვარი გუგა გოგინაშვილია. ძალიან უხარია, მაგრამ მის ხელში აყვანას ვერ ბედავს, ეშინია, ასე ჰგონია, რომ რაღაცას დაუშავებს. ამიტომ, ურჩევნია რონი ჩემთან იყოს და ისე ეთამაშოს. თან მეუბნება: არ გეწყინოს, ცოტა რომ წამოიზრდება, მერე მოგეშველებიო. სხვათა შორის, გუგამ ჩემს მშობიარობაზეც ძალიან ინერვიულა, ვეხუმრებოდი: მე ვიმშობიარე და ცუდად შენ გახდი-მეთქი?

- ორი ხელოვანის ცხოვრება ერთ ჭერქვეშ რთული ხომ არ არის?

- ეს რთული სულაც არ არის, შესაძლოა იმის გამო, რომ სხვადასხვა სფეროში ვართ. სხვათა შორის, გუგას ძალიან აინტერესებს ჩემი როლები და ყოველთვის სწორ შეფასებებს მაძლევს. ჩვენი შეხედულებები ხელოვნებაზე ერთმანეთს ემთხვევა და მისი შენიშვნები ძალიან მეხმარება. პარალელურად, მეც ვცდილობ, მისი შემოქმედება სწორად შევაფასო და ხელი შევუწყო, რომ თავის პროფესიაში რეალიზებული იყოს. უკვე 4 წელია, რაც მას ვიცნობ, ორი წელია, რაც ერთად ვართ და სულ ვცდილობთ, ერთმანეთის პროფესიას პატივი ვცეთ, ერთმანეთს დავეხმაროთ...წაიკითხეთ სრულად