პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კრიპტოდედოფლის" საიდუმლოებით მოცული გაუჩინარება - მასშტაბურ თაღლითობაში ბრალდებული ქალი შესაძლოა იმ ხალხმა მოკლა, ვისაც უნდა დაეცვა?
"კრიპტოდედოფლის" საიდუმლოებით მოცული  გაუჩინარება - მასშტაბურ თაღლითობაში ბრალდებული ქალი შესაძლოა იმ ხალხმა მოკლა, ვისაც უნდა დაეცვა?

2019 წლის სექ­ტემ­ბერ­ში BBC-მ გა­მო­აქ­ვეყ­ნა ის­ტო­რია რუჯა იგ­ნა­ტო­ვას შე­სა­ხებ. მისი სა­ხე­ლი FBI-ს ძებ­ნილ­თა სი­ა­შია მას შემ­დეგ გაჩ­ნდა, რაც ახალ კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტა­ში თან­ხის ჩა­დე­ბი­თა და უპ­რე­ცე­დენ­ტო მო­გე­ბის და­პი­რე­ბით, 4,5 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი მო­ტყუ­ე­ბით მო­ი­პო­ვა კერ­ძო ინ­ვეს­ტო­რე­ბის­გან. ფუ­ლის მი­ღე­ბის შემ­დეგ, კი გა­უ­ჩი­ნარ­და.

BBC-ის დო­კუ­მენ­ტუ­რი ჯგუფ­მა და ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა ჩა­ა­ტა­რეს გა­მო­ძი­ე­ბა, რათა გა­ერ­კვი­ათ, რა და­ე­მარ­თა რუჯა იგ­ნა­ტო­ვას. გა­მო­ძი­ე­ბამ შე­ის­წავ­ლა ქა­ლის მჭიდ­რო კავ­ში­რე­ბი მა­მა­კაც­თან, რო­მელ­საც ბულ­გა­რეთ­ში ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ერთ-ერთ მთა­ვარ ავ­ტო­რი­ტე­ტად იც­ნო­ბენ. გა­მო­ძი­ე­ბის მი­ზა­ნი გახ­ლდათ, რომ და­ე­დას­ტუ­რე­ბი­ნათ ვერ­სია, რომ რუჯა იგ­ნა­ტო­ვა სას­ტი­კად მოკ­ლეს.

  • მო­ა­ხერ­ხა თუ არა ქალ­მა მო­პა­რუ­ლი მი­ლი­არ­დე­ბით ტკბო­ბა, თუ იმ ადა­მი­ა­ნე­ბის მსხვერ­პლი გახ­და, რო­მე­ლიც და­სა­ცა­ვად თა­ვად და­ი­ქი­რა­ვა?

რუჯა იგ­ნა­ტო­ვა და­ი­ბა­და ბულ­გა­რეთ­ში, მაგ­რამ გერ­მა­ნი­ა­ში გა­ი­ზარ­და. ოქსფორ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­რი­ე­რა აი­წყო ფი­ნან­სურ სექ­ტორ­ში, ვიდ­რე 2014 წელს ახალ კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტას OneCoin-ს გა­მო­უშ­ვებ­და.

რუ­ჯამ შეძ­ლო და­ერ­წმუ­ნე­ბი­ნა მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ა­ნი მთელს მსოფ­ლი­ო­ში, რომ ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი ჩა­ე­დოთ ახალ კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტა­ში. სა­მა­გი­ე­როდ უზარ­მა­ზარ მო­გე­ბას დაჰ­პირ­და. სი­ნამ­დვი­ლე­ში, იგ­ნა­ტო­ვამ, რო­მე­ლიც ცნო­ბი­ლია რო­გორც ექი­მი რუჟა, თაღ­ლი­თო­ბით ააგო სე­რი­ო­ზუ­ლი ფი­ნან­სუ­რი პი­რა­მი­და.

2017 წლის სექ­ტემ­ბერ­ში, რო­დე­საც გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბი გერ­მა­ნი­ი­დან და შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი­დან რუ­ჯა­თი და­ინ­ტე­რეს­დნენ, იგი დი­ლით ადრე გაფ­რინ­და Ryanair-ის რე­ი­სით სო­ფი­ა­დან ათენ­ში. რის შემ­დე­გაც ქალი აღა­რა­ვის უნა­ხავს.

  • გა­სუ­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, BBC-ის ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი ცდი­ლობ­დნენ გა­ე­გოთ, რა და­ე­მარ­თა რუ­ჯას და რაც მთა­ვა­რია, იყო თუ არა ცო­ცხა­ლი?

რი­ჩარდ რა­ი­ნ­ჰარ­დი, რო­მელ­მაც და­ი­წყო გა­მო­ძი­ე­ბა OneCoin-ის თაღ­ლი­თო­ბის შე­სა­ხებ, იგ­ნა­ტო­ვას წრი­დან ერთ-ერთ მთა­ვარ პირ­ზე გა­ვი­და, რომ­ლის სა­ხე­ლიც ადრე არ იყო ცნო­ბი­ლი. BBC-ის მიერ მო­პო­ვე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, აღ­ნიშ­ნუ­ლი პირი არის ქრის­ტო­ფო­როს ნი­კოს ამან­ტი­დესი, სა­ყო­ველ­თა­ოდ ცნო­ბი­ლი რო­გორც ტაკი, რო­მელ­საც ევა­ლე­ბო­და რუჯა იგ­ნა­ტო­ვას უსაფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა.

აშშ-ს მთავ­რო­ბის იუ­რის­ტებ­მა 2019 წელს გა­ნა­ცხა­დეს, რომ იგ­ნა­ტო­ვას დაც­ვის უფ­რო­სი იყო ბულ­გა­რე­თის ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის მთა­ვა­რი ფი­გუ­რა, მაგ­რამ არ და­ა­სა­ხე­ლეს მისი ვი­ნა­ო­ბა.

"ჩვენ გვაქვს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა იმი­სა, რომ ბულ­გა­რე­თის ის­ტო­რი­ა­ში ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და, შე­საძ­ლოა, ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი ნარ­კო­რე­ა­ლი­ზა­ტო­რი, მჭიდ­როდ იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი OneCoin-თან და მსა­ხუ­რობ­და რუჯა იგ­ნა­ტო­ვას პი­რა­დი დაც­ვის სამ­სა­ხურ­ში“, - თქვა იმ­ჟა­მად აშშ-ს იუს­ტი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ერთ-ერ­თმა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა.

აშშ-ის მთავ­რო­ბის სხვა წარ­მო­მად­გენ­ლის თქმით, კაცი "ჩარ­თუ­ლი იყო“ იგ­ნა­ტო­ვას გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა­ში. რა­ი­ნ­ჰარ­დმა ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ ადა­მი­ა­ნე­ბის უმე­ტე­სო­ბას წარ­მოდ­გე­ნაც არ აქვს, თუ რა დახ­ვე­წი­ლი კრი­მი­ნა­ლი იყო რუჯა იგ­ნა­ტო­ვა.

რი­ჩარდ რა­ი­ნ­ჰარ­დი იყო ერთ-ერთი პირ­ვე­ლი გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი, რო­მე­ლიც იძი­ებ­და OneCoin-ის საქ­მეს

რო­გორც ჩანს, ამ ვერ­სი­ას ადას­ტუ­რებს BBC-ის ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის მიერ ნა­ნა­ხი ევ­რო­პო­ლის გა­ჟო­ნი­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, ბულ­გა­რე­თის პო­ლი­ცი­ამ იგ­ნა­ტო­ვა­სა და ტაკს შო­რის კავ­ში­რი ჯერ კი­დევ 2017 წელს, ანუ მის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბამ­დე და­ად­გი­ნა. დო­კუ­მენ­ტებ­ში ნათ­ქვა­მია, რომ პო­ლი­ცია ეჭ­ვობ­და ტაკ­მა OneCoin-ის ფი­ნან­სუ­რი ქსე­ლი გა­მო­ი­ყე­ნა ნარ­კოტ­რე­ფი­კი­დან მი­ღე­ბუ­ლი შე­მო­სავ­ლე­ბის გა­სა­თეთ­რებ­ლად.

მშობ­ლი­ურ ბულ­გა­რეთ­ში ტაკს თით­ქმის მი­თი­უ­რი რე­პუ­ტა­ცია აქვს, ელ ჩა­პოს ან პაბ­ლო ეს­კო­ბა­რის მსგავ­სი.

ბევ­რი ეჭ­ვობს, რომ ის იყო ბულ­გა­რუ­ლი ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის მე­თა­უ­რი და აქ­ტი­უ­რი ნარ­კო­რე­ა­ლი­ზა­ტო­რი. ბულ­გა­რეთ­ში ის და მისი თა­ნამ­ზრახ­ვე­ლე­ბი ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლე­ბი იყ­ვნენ შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ყა­ჩა­ღო­ბა­ში, ნარ­კო­ტი­კე­ბის კონ­ტრა­ბან­და­სა და მკვლე­ლო­ბა­ში, მაგ­რამ თა­ვად ტა­კის­თვის სა­სა­მარ­თლოს გა­ნა­ჩე­ნი არა­სო­დეს გა­მო­უ­ტა­ნია.

"ტაკი არის ბულ­გა­რუ­ლი მა­ფი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი და ძა­ლი­ან ძლი­ე­რი ადა­მი­ა­ნი", - ამ­ბობს ბულ­გა­რე­თის სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­ნის­ტრის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე ივან კრის­ტა­ნო­ვი, რო­მელ­მაც 2022 წელს გა­მო­ი­ძია საქ­მე, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ტაკი კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლი ჩი­ნოვ­ნი­კე­ბის დახ­მა­რე­ბით მარ­თავ­და კრი­მი­ნა­ლურ ქსელს.

"ტაკი იყო ერ­თა­დერ­თი ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც შე­ეძ­ლო და­ეც­ვა იგ­ნა­ტო­ვა ყვე­ლა შე­საძ­ლო გა­მო­ძი­ე­ბის­გან, მათ შო­რის უცხო­უ­რი სა­ა­გენ­ტო­ე­ბის­გან“, - აღ­ნიშ­ნა კრის­ტა­ნოვ­მა.

ერთი პე­რი­ო­დი ტაკი ინ­ტერ­პო­ლის წი­თელ ბა­ზა­ში გა­მოჩ­ნდა

BBC-მ გა­უგ­ზავ­ნა თხოვ­ნა ბულ­გა­რე­თის მთავ­რო­ბას კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლი ჩი­ნოვ­ნი­კე­ბის ბრალ­დე­ბე­ბის შე­სა­ხებ, მაგ­რამ პა­სუ­ხი არ მი­უ­ღია. სო­ფი­ის პრო­კუ­რა­ტუ­რამ გა­ნა­ცხა­და, რომ "ისი­ნი არ ფა­რა­ვენ და­ნა­შა­უ­ლებს, ისე­ვე, რო­გორც იმ პი­რებს, რომ­ლებ­საც შე­ეძ­ლოთ მათი ჩა­დე­ნა“.

ბოლო ინ­ფორ­მა­ცი­ით, ტაკი ახლა დუ­ბა­ი­ში ცხოვ­რობს, სა­დაც იგ­ნა­ტო­ვამ თა­ვის დრო­ზე ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი პენ­ტჰა­უ­ზი იყი­და და სა­დაც მის სა­ბან­კო ან­გა­რი­შებ­ზე ათო­ბით მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი ჩა­ი­რი­ცხა OneCoin-ის თაღ­ლი­თო­ბის შე­დე­გად.

ამ­ჟა­მად უც­ნო­ბია, ზუს­ტად რო­გორ შეხ­ვდნენ ტაკი და რუჯა ერ­თმა­ნეთს. იყო თუ არა ნარ­კო­რე­ა­ლი­ზა­ტო­რი თა­ვი­დან­ვე ჩარ­თუ­ლი OneCoin-ის პი­რა­მი­და­ში, თუმ­ცა, ბევ­რი წყა­რო ირ­წმუ­ნე­ბა, რომ მათ ახლო პი­რა­დი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­დათ და ტაკ­მა რუ­ჯას შვი­ლი მო­ნათ­ლა.

იგ­ნა­ტო­ვას­თან და­ახ­ლო­ე­ბულ­მა ადა­მი­ან­მა BBC-ს გა­ნუ­ცხა­და, რომ რუჯა ტა­კის თვე­ში 100 000 ევ­რომ­დე უხ­დი­და დაც­ვის­თვის. გარ­და ამი­სა, რო­გორც ჩანს, იგ­ნა­ტო­ვას და ტაკს სხვა ფი­ნან­სუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბაც ჰქონ­დათ.

ევ­რო­პო­ლის დო­კუ­მენ­ტებ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია ბულ­გა­რე­თის შავი ზღვის სა­ნა­პი­რო­ზე მი­წის ნაკ­ვე­თის გა­ყიდ­ვის რთუ­ლი გა­რი­გე­ბა, სა­დაც იგ­ნა­ტო­ვას ერთ-ერთ კომ­პა­ნია პირ­და­პირ კავ­შირ­შია ტა­კის მე­უღ­ლეს­თან.

BBC-მ ფრენკ შნა­ი­დე­რის­გან, იგ­ნა­ტო­ვას ყო­ფი­ლი ინ­ფორ­მა­ტო­რი­სა და მრჩევ­ლის­გან პო­ლი­ცი­ის სა­ი­დუმ­ლო დო­კუ­მენ­ტე­ბი მო­ი­პო­ვა. კაც­მა გა­ნა­ცხა­და, რომ მისი ყო­ფი­ლი უფ­რო­სი მუ­შა­ობ­და "თაღ­ლი­თებ­თან“ და "განგსტე­რებ­თან“.

BBC ესა­უბ­რა შნა­ი­დერს საფ­რან­გეთ­ში, მის სახ­ლში, სა­დაც ის ში­ნა­პა­ტიმ­რო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და აშშ-ში ექ­სტრა­დი­ცი­ის მო­ლო­დინ­ში კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტის OneCoin-თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი თაღ­ლი­თო­ბის ბრალ­დე­ბით. თუმ­ცა, მან დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის გვა­რე­ბის და­სა­ხე­ლე­ბა­ზე უარი თქვა.

”მე არ გე­ტყვით ვის­ზე ვსა­უბ­რობთ, რად­გან მე მყავს ოჯა­ხი... ეს არის სე­რი­ო­ზუ­ლი ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი”, - თქვა მან.

  • იგ­ნა­ტო­ვა სა­კუ­თარ­მა დაც­ვამ იმ­სხვერ­პლა?

2022 წელს ბულ­გა­რელ­მა ჟურ­ნა­ლის­ტმა დი­მი­ტარ სტო­ი­ა­ნოვ­მა და მის­მა კო­ლე­გებ­მა სა­გა­მო­ძი­ე­ბო სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­მოშ­ვე­ბის­თვის პო­ლი­ცი­ის­გან მი­ი­ღეს ან­გა­რი­ში, რო­მე­ლიც მოკ­ლუ­ლი ბულ­გა­რე­ლი პო­ლი­ცი­ე­ლის სახ­ლში იპო­ვეს.

დო­კუ­მენ­ტში პო­ლი­ცი­ის ინ­ფორ­მა­ტო­რი დე­ტა­ლუ­რად აღ­წერს, თუ რო­გორ მო­ის­მი­ნა ტა­კის სი­ძის ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ნათ­ქვა­მი სი­ტყვე­ბი, რომ იგ­ნა­ტო­ვა ტა­კის ბრძა­ნე­ბით მოკ­ლეს 2018 წლის ბო­ლოს და მისი ცხე­და­რი და­ა­ნა­წევ­რეს და იახ­ტი­დან იო­ნი­ის ზღვა­ში გა­და­აგ­დეს. სტო­ი­ა­ნო­ვის თქმით, ასე­თი რამ შე­საძ­ლოა მარ­თლაც მოხ­და.

სტო­ი­ა­ნო­ვი ასე­ვე ამ­ბობს, რომ მათ მიერ მი­ღე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტის ავ­თენ­ტუ­რო­ბა და­ა­დას­ტუ­რეს ბულ­გა­რელ­მა ჩი­ნოვ­ნი­კებ­მა, რომ აღა­რა­ფე­რი ვთქვათ იმ ფაქ­ტზე, რომ ტა­კის მრა­ვალ­რი­ცხო­ვან კრი­მი­ნა­ლურ თა­ნა­მო­აზ­რე­ებ­საც სჯე­რათ, რომ მან ქალი ნამ­დვი­ლად მოკ­ლა.

ტა­კის თა­ნა­მო­აზ­რე­ებ­მა თქვეს, რომ იგ­ნა­ტო­ვა იქცა ტა­კის­თვის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბად და სურ­და გა­ე­ნად­გუ­რე­ბი­ნა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი მისი კავ­ში­რე­ბის შე­სა­ხებ OneCoin კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტის თაღ­ლი­თო­ბას­თან.

მათ შო­რი­საა, მა­გა­ლი­თად, კრა­სი­მირ კა­მე­ნო­ვი, რო­მე­ლიც გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში ინ­ტერ­პო­ლის სი­ა­ში იყო მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით.

სტო­ი­ა­ნო­ვის თქმით, კა­მე­ნოვ­მა უთხრა, რომ ის თა­ვად შე­ეს­წრო იგ­ნა­ტო­ვას თან­დას­წრე­ბით რო­გორ გა­ნი­ხი­ლავ­და ტაკი თა­ვის კრი­მი­ნა­ლურ საქ­მე­ებს. მისი თქმით, რო­დე­საც ჰკი­თხა ტაკს, გო­ნივ­რუ­ლი იყო თუ არა ქა­ლის­თვის ასე­თი სა­ი­დუმ­ლო­ე­ბე­ბის გან­დო­ბა, კაც­მა უპა­სუ­ხა: "ნუ ნერ­ვი­უ­ლობ, ის უკვე თით­ქმის მკვდა­რია“.

კრა­სი­მირ კა­მე­ნო­ვი ასე­ვე ამ­ტკი­ცებ­და, რომ მან ისა­უბ­რა CIA-სთან ტა­კის შე­სა­ხებ, მათ შო­რის ეჭ­ვებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ თით­ქოს მან ბრძა­ნა რუჯა იგ­ნა­ტო­ვას მკვლე­ლო­ბა. BBC-ს და­უ­დას­ტუ­რეს, რომ CIA-სთან მისი შეხ­ვედ­რა 2022 წლის ბო­ლოს შედ­გა.

2023 წლის მა­ის­ში კა­მე­ნო­ვი და მისი ცოლი სა­კუ­თარ სახ­ლში კე­იპ­ტა­უნ­ში მოკ­ლეს. მათ გარ­და კუ­როს­თან მო­მუ­შა­ვე კი­დევ ორი ​​ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა. სამ­ხრეთ აფ­რი­კის პო­ლი­ცია მკვლე­ლებს ჯერ კი­დევ ეძებს, მაგ­რამ ბულ­გა­რე­თის სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­ნის­ტრის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე კრის­ტა­ნო­ვი მი­იჩ­ნევს, რომ მკვლე­ლო­ბე­ბი ტაკ­თან არის კავ­შირ­ში.

არ­სე­ბობს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რომ იგ­ნა­ტო­ვას სა­სახ­ლე­ებს ახლა ტაკ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი იყე­ნე­ბენ

ჟურ­ნა­ლის­ტმა სტო­ი­ა­ნოვ­მა თქვა, რომ მას და მის კო­ლე­გებს სიკ­ვდი­ლით და­ე­მუქრნენ, მას შემ­დეგ, რაც გა­მოქ­ვეყ­ნდა გა­მო­ძი­ე­ბა, სა­დაც აღ­წე­რი­ლი იყო ტა­კის მიერ იგ­ნა­ტო­ვას მკვლე­ლო­ბის ვერ­სია. ამის შემ­დეგ, იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და ბულ­გა­რე­თი და­ე­ტო­ვე­ბი­ნა.

ტაკი არა­სო­დეს და­უ­კა­ვე­ბი­ათ იგ­ნა­ტო­ვას მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით. ასე­ვე დღემ­დე არ არის ნა­პოვ­ნი ქა­ლის ცხე­და­რი. გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ მათ არ აქვთ საკ­მა­რი­სი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, რათა ის სა­სა­მარ­თლომ­დე მი­ი­ტა­ნონ.

თუმ­ცა, IRS-ის ყო­ფი­ლი გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი რი­ჩარდ რა­ი­ნ­ჰარ­დტი ამ­ბობს, რომ იგ­ნა­ტო­ვა, სა­ვა­რა­უ­დოდ, მკვდა­რია. მას ასე­ვე არ აქვს რა­ი­მე მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც და­ა­კავ­ში­რებს მის სიკ­ვდილს ტაკ­თან, მაგ­რამ მი­იჩ­ნევს, რომ მოვ­ლე­ნე­ბის მსგავ­სი გან­ვი­თა­რე­ბა შე­ე­სა­ბა­მე­ბა ნარ­კო­კარ­ტე­ლე­ბის მოქ­მე­დე­ბას.

BBC-მ მის­წე­რა ტა­კის ად­ვო­კა­ტებს, რომ ეპა­სუ­ხათ ამ ბრალ­დე­ბებ­ზე, მაგ­რამ პა­სუ­ხი არ მი­უ­ღია.

2022 წელს იგ­ნა­ტო­ვა მოხ­ვდა FBI-ს ძებ­ნილ­თა სიის ათე­ულ­ში, სა­დაც მისი სა­ხე­ლი დღემ­დე რჩე­ბა.

BBC-ის გუნ­დმა გა­მო­ძი­ე­ბის მიღ­მა მი­ი­ღო სხვა­დას­ხვა ინ­ფორ­მა­ცია იგ­ნა­ტო­ვას ად­გილ­სამ­ყოფ­ლის შე­სა­ხებ, მათ შო­რის 2022 წელს სა­ბერ­ძნეთ­ში ჩა­ვარ­დნი­ლი პო­ლი­ცი­ის ოპე­რა­ცი­ის დე­ტა­ლე­ბი, რომ­ლის მი­ზა­ნი იყო ქა­ლის და­პა­ტიმ­რე­ბა.

შე­საძ­ლოა, მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ ჭო­რე­ბი სხვა არა­ფე­რია, თუ არა კი­დევ ერთი ბრწყინ­ვა­ლე მა­ნევ­რი, რო­მელ­საც ხში­რად იყე­ნე­ბენ კრი­მი­ნა­ლე­ბი გაქ­რო­ბი­სას. ამას მოწ­მობს ის ფაქ­ტიც, რომ FBI ხალ­ხს თა­ვი­სი სიის ათე­ულ­ში გა­სარ­თო­ბად არ ინა­ხავს.

ძებ­ნი­ლი კრი­მი­ნა­ლე­ბის სა­ხე­ლე­ბის ამო­ღე­ბა სი­ი­დან მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში ხდე­ბა, თუ არ­სე­ბობს მათი გარ­დაც­ვა­ლე­ბის "სარ­წმუ­ნო მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა“. რუჯა იგ­ნა­ტო­ვას გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის გა­რე­მო­ე­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით კი, ასე­თი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი შე­იძ­ლე­ბა სა­ერ­თოდ არ გა­მოჩ­ნდეს, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ გამ­ქრა­ლი "კრიპ­ტო­დე­დო­ფა­ლი“ კვლავ რჩე­ბა ქა­ლად, რო­მელ­ზეც ჯერ კი­დევ ნა­დი­რო­ბენ.

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"კრიპტოდედოფლის" საიდუმლოებით მოცული გაუჩინარება - მასშტაბურ თაღლითობაში ბრალდებული ქალი შესაძლოა იმ ხალხმა მოკლა, ვისაც უნდა დაეცვა?

"კრიპტოდედოფლის" საიდუმლოებით მოცული  გაუჩინარება - მასშტაბურ თაღლითობაში ბრალდებული ქალი შესაძლოა იმ ხალხმა მოკლა, ვისაც უნდა დაეცვა?

2019 წლის სექტემბერში BBC-მ გამოაქვეყნა ისტორია რუჯა იგნატოვას შესახებ. მისი სახელი FBI-ს ძებნილთა სიაშია მას შემდეგ გაჩნდა, რაც ახალ კრიპტოვალუტაში თანხის ჩადებითა და უპრეცედენტო მოგების დაპირებით, 4,5 მილიარდი დოლარი მოტყუებით მოიპოვა კერძო ინვესტორებისგან. ფულის მიღების შემდეგ, კი გაუჩინარდა.

BBC-ის დოკუმენტური ჯგუფმა და ჟურნალისტებმა ჩაატარეს გამოძიება, რათა გაერკვიათ, რა დაემართა რუჯა იგნატოვას. გამოძიებამ შეისწავლა ქალის მჭიდრო კავშირები მამაკაცთან, რომელსაც ბულგარეთში ორგანიზებული დანაშაულის ერთ-ერთ მთავარ ავტორიტეტად იცნობენ. გამოძიების მიზანი გახლდათ, რომ დაედასტურებინათ ვერსია, რომ რუჯა იგნატოვა სასტიკად მოკლეს.

  • მოახერხა თუ არა ქალმა მოპარული მილიარდებით ტკბობა, თუ იმ ადამიანების მსხვერპლი გახდა, რომელიც დასაცავად თავად დაიქირავა?

რუჯა იგნატოვა დაიბადა ბულგარეთში, მაგრამ გერმანიაში გაიზარდა. ოქსფორდის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, წარმატებული კარიერა აიწყო ფინანსურ სექტორში, ვიდრე 2014 წელს ახალ კრიპტოვალუტას OneCoin-ს გამოუშვებდა.

რუჯამ შეძლო დაერწმუნებინა მილიონობით ადამიანი მთელს მსოფლიოში, რომ ინვესტიციები ჩაედოთ ახალ კრიპტოვალუტაში. სამაგიეროდ უზარმაზარ მოგებას დაჰპირდა. სინამდვილეში, იგნატოვამ, რომელიც ცნობილია როგორც ექიმი რუჟა, თაღლითობით ააგო სერიოზული ფინანსური პირამიდა.

2017 წლის სექტემბერში, როდესაც გამომძიებლები გერმანიიდან და შეერთებული შტატებიდან რუჯათი დაინტერესდნენ, იგი დილით ადრე გაფრინდა Ryanair-ის რეისით სოფიადან ათენში. რის შემდეგაც ქალი აღარავის უნახავს.

  • გასული წლის განმავლობაში, BBC-ის ჟურნალისტები ცდილობდნენ გაეგოთ, რა დაემართა რუჯას და რაც მთავარია, იყო თუ არა ცოცხალი?

რიჩარდ რაინჰარდი, რომელმაც დაიწყო გამოძიება OneCoin-ის თაღლითობის შესახებ, იგნატოვას წრიდან ერთ-ერთ მთავარ პირზე გავიდა, რომლის სახელიც ადრე არ იყო ცნობილი. BBC-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული პირი არის ქრისტოფოროს ნიკოს ამანტიდესი, საყოველთაოდ ცნობილი როგორც ტაკი, რომელსაც ევალებოდა რუჯა იგნატოვას უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

აშშ-ს მთავრობის იურისტებმა 2019 წელს განაცხადეს, რომ იგნატოვას დაცვის უფროსი იყო ბულგარეთის ორგანიზებული დანაშაულის მთავარი ფიგურა, მაგრამ არ დაასახელეს მისი ვინაობა.

"ჩვენ გვაქვს მტკიცებულება იმისა, რომ ბულგარეთის ისტორიაში ძალიან მნიშვნელოვანი და, შესაძლოა, ყველაზე წარმატებული ნარკორეალიზატორი, მჭიდროდ იყო დაკავშირებული OneCoin-თან და მსახურობდა რუჯა იგნატოვას პირადი დაცვის სამსახურში“, - თქვა იმჟამად აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა.

აშშ-ის მთავრობის სხვა წარმომადგენლის თქმით, კაცი "ჩართული იყო“ იგნატოვას გაუჩინარებაში. რაინჰარდმა ასევე აღნიშნა, რომ ადამიანების უმეტესობას წარმოდგენაც არ აქვს, თუ რა დახვეწილი კრიმინალი იყო რუჯა იგნატოვა.

რიჩარდ რაინჰარდი იყო ერთ-ერთი პირველი გამომძიებელი, რომელიც იძიებდა OneCoin-ის საქმეს

როგორც ჩანს, ამ ვერსიას ადასტურებს BBC-ის ჟურნალისტების მიერ ნანახი ევროპოლის გაჟონილი დოკუმენტები, რომლის მიხედვითაც, ბულგარეთის პოლიციამ იგნატოვასა და ტაკს შორის კავშირი ჯერ კიდევ 2017 წელს, ანუ მის გაუჩინარებამდე დაადგინა. დოკუმენტებში ნათქვამია, რომ პოლიცია ეჭვობდა ტაკმა OneCoin-ის ფინანსური ქსელი გამოიყენა ნარკოტრეფიკიდან მიღებული შემოსავლების გასათეთრებლად.

მშობლიურ ბულგარეთში ტაკს თითქმის მითიური რეპუტაცია აქვს, ელ ჩაპოს ან პაბლო ესკობარის მსგავსი.

ბევრი ეჭვობს, რომ ის იყო ბულგარული ორგანიზებული დანაშაულის მეთაური და აქტიური ნარკორეალიზატორი. ბულგარეთში ის და მისი თანამზრახველები ეჭვმიტანილები იყვნენ შეიარაღებულ ყაჩაღობაში, ნარკოტიკების კონტრაბანდასა და მკვლელობაში, მაგრამ თავად ტაკისთვის სასამართლოს განაჩენი არასოდეს გამოუტანია.

"ტაკი არის ბულგარული მაფიის ხელმძღვანელი და ძალიან ძლიერი ადამიანი", - ამბობს ბულგარეთის სოფლის მეურნეობის მინისტრის ყოფილი მოადგილე ივან კრისტანოვი, რომელმაც 2022 წელს გამოიძია საქმე, რომლის მიხედვითაც ტაკი კორუმპირებული ჩინოვნიკების დახმარებით მართავდა კრიმინალურ ქსელს.

"ტაკი იყო ერთადერთი ადამიანი, რომელსაც შეეძლო დაეცვა იგნატოვა ყველა შესაძლო გამოძიებისგან, მათ შორის უცხოური სააგენტოებისგან“, - აღნიშნა კრისტანოვმა.

ერთი პერიოდი ტაკი ინტერპოლის წითელ ბაზაში გამოჩნდა

BBC-მ გაუგზავნა თხოვნა ბულგარეთის მთავრობას კორუმპირებული ჩინოვნიკების ბრალდებების შესახებ, მაგრამ პასუხი არ მიუღია. სოფიის პროკურატურამ განაცხადა, რომ "ისინი არ ფარავენ დანაშაულებს, ისევე, როგორც იმ პირებს, რომლებსაც შეეძლოთ მათი ჩადენა“.

ბოლო ინფორმაციით, ტაკი ახლა დუბაიში ცხოვრობს, სადაც იგნატოვამ თავის დროზე ძვირადღირებული პენტჰაუზი იყიდა და სადაც მის საბანკო ანგარიშებზე ათობით მილიონი დოლარი ჩაირიცხა OneCoin-ის თაღლითობის შედეგად.

ამჟამად უცნობია, ზუსტად როგორ შეხვდნენ ტაკი და რუჯა ერთმანეთს. იყო თუ არა ნარკორეალიზატორი თავიდანვე ჩართული OneCoin-ის პირამიდაში, თუმცა, ბევრი წყარო ირწმუნება, რომ მათ ახლო პირადი ურთიერთობა ჰქონდათ და ტაკმა რუჯას შვილი მონათლა.

იგნატოვასთან დაახლოებულმა ადამიანმა BBC-ს განუცხადა, რომ რუჯა ტაკის თვეში 100 000 ევრომდე უხდიდა დაცვისთვის. გარდა ამისა, როგორც ჩანს, იგნატოვას და ტაკს სხვა ფინანსური ურთიერთობაც ჰქონდათ.

ევროპოლის დოკუმენტებში აღნიშნულია ბულგარეთის შავი ზღვის სანაპიროზე მიწის ნაკვეთის გაყიდვის რთული გარიგება, სადაც იგნატოვას ერთ-ერთ კომპანია პირდაპირ კავშირშია ტაკის მეუღლესთან.

BBC-მ ფრენკ შნაიდერისგან, იგნატოვას ყოფილი ინფორმატორისა და მრჩევლისგან პოლიციის საიდუმლო დოკუმენტები მოიპოვა. კაცმა განაცხადა, რომ მისი ყოფილი უფროსი მუშაობდა "თაღლითებთან“ და "განგსტერებთან“.

BBC ესაუბრა შნაიდერს საფრანგეთში, მის სახლში, სადაც ის შინაპატიმრობაში იმყოფებოდა აშშ-ში ექსტრადიციის მოლოდინში კრიპტოვალუტის OneCoin-თან დაკავშირებული თაღლითობის ბრალდებით. თუმცა, მან დამნაშავეების გვარების დასახელებაზე უარი თქვა.

”მე არ გეტყვით ვისზე ვსაუბრობთ, რადგან მე მყავს ოჯახი... ეს არის სერიოზული ორგანიზებული დანაშაული”, - თქვა მან.

  • იგნატოვა საკუთარმა დაცვამ იმსხვერპლა?

2022 წელს ბულგარელმა ჟურნალისტმა დიმიტარ სტოიანოვმა და მისმა კოლეგებმა საგამოძიებო საინფორმაციო გამოშვებისთვის პოლიციისგან მიიღეს ანგარიში, რომელიც მოკლული ბულგარელი პოლიციელის სახლში იპოვეს.

დოკუმენტში პოლიციის ინფორმატორი დეტალურად აღწერს, თუ როგორ მოისმინა ტაკის სიძის ნასვამ მდგომარეობაში ნათქვამი სიტყვები, რომ იგნატოვა ტაკის ბრძანებით მოკლეს 2018 წლის ბოლოს და მისი ცხედარი დაანაწევრეს და იახტიდან იონიის ზღვაში გადააგდეს. სტოიანოვის თქმით, ასეთი რამ შესაძლოა მართლაც მოხდა.

სტოიანოვი ასევე ამბობს, რომ მათ მიერ მიღებული დოკუმენტის ავთენტურობა დაადასტურეს ბულგარელმა ჩინოვნიკებმა, რომ აღარაფერი ვთქვათ იმ ფაქტზე, რომ ტაკის მრავალრიცხოვან კრიმინალურ თანამოაზრეებსაც სჯერათ, რომ მან ქალი ნამდვილად მოკლა.

ტაკის თანამოაზრეებმა თქვეს, რომ იგნატოვა იქცა ტაკისთვის პასუხისმგებლობად და სურდა გაენადგურებინა მტკიცებულებები მისი კავშირების შესახებ OneCoin კრიპტოვალუტის თაღლითობასთან.

მათ შორისაა, მაგალითად, კრასიმირ კამენოვი, რომელიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ინტერპოლის სიაში იყო მკვლელობის ბრალდებით.

სტოიანოვის თქმით, კამენოვმა უთხრა, რომ ის თავად შეესწრო იგნატოვას თანდასწრებით როგორ განიხილავდა ტაკი თავის კრიმინალურ საქმეებს. მისი თქმით, როდესაც ჰკითხა ტაკს, გონივრული იყო თუ არა ქალისთვის ასეთი საიდუმლოებების განდობა, კაცმა უპასუხა: "ნუ ნერვიულობ, ის უკვე თითქმის მკვდარია“.

კრასიმირ კამენოვი ასევე ამტკიცებდა, რომ მან ისაუბრა CIA-სთან ტაკის შესახებ, მათ შორის ეჭვებთან დაკავშირებით, რომ თითქოს მან ბრძანა რუჯა იგნატოვას მკვლელობა. BBC-ს დაუდასტურეს, რომ CIA-სთან მისი შეხვედრა 2022 წლის ბოლოს შედგა.

2023 წლის მაისში კამენოვი და მისი ცოლი საკუთარ სახლში კეიპტაუნში მოკლეს. მათ გარდა კუროსთან მომუშავე კიდევ ორი ​​ადამიანი დაიღუპა. სამხრეთ აფრიკის პოლიცია მკვლელებს ჯერ კიდევ ეძებს, მაგრამ ბულგარეთის სოფლის მეურნეობის მინისტრის ყოფილი მოადგილე კრისტანოვი მიიჩნევს, რომ მკვლელობები ტაკთან არის კავშირში.

არსებობს მტკიცებულება, რომ იგნატოვას სასახლეებს ახლა ტაკთან დაკავშირებული ადამიანები იყენებენ

ჟურნალისტმა სტოიანოვმა თქვა, რომ მას და მის კოლეგებს სიკვდილით დაემუქრნენ, მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდა გამოძიება, სადაც აღწერილი იყო ტაკის მიერ იგნატოვას მკვლელობის ვერსია. ამის შემდეგ, იძულებული გახდა ბულგარეთი დაეტოვებინა.

ტაკი არასოდეს დაუკავებიათ იგნატოვას მკვლელობის ბრალდებით. ასევე დღემდე არ არის ნაპოვნი ქალის ცხედარი. გამომძიებლები აცხადებენ, რომ მათ არ აქვთ საკმარისი მტკიცებულებები, რათა ის სასამართლომდე მიიტანონ.

თუმცა, IRS-ის ყოფილი გამომძიებელი რიჩარდ რაინჰარდტი ამბობს, რომ იგნატოვა, სავარაუდოდ, მკვდარია. მას ასევე არ აქვს რაიმე მტკიცებულება, რომელიც დააკავშირებს მის სიკვდილს ტაკთან, მაგრამ მიიჩნევს, რომ მოვლენების მსგავსი განვითარება შეესაბამება ნარკოკარტელების მოქმედებას.

BBC-მ მისწერა ტაკის ადვოკატებს, რომ ეპასუხათ ამ ბრალდებებზე, მაგრამ პასუხი არ მიუღია.

2022 წელს იგნატოვა მოხვდა FBI-ს ძებნილთა სიის ათეულში, სადაც მისი სახელი დღემდე რჩება.

BBC-ის გუნდმა გამოძიების მიღმა მიიღო სხვადასხვა ინფორმაცია იგნატოვას ადგილსამყოფლის შესახებ, მათ შორის 2022 წელს საბერძნეთში ჩავარდნილი პოლიციის ოპერაციის დეტალები, რომლის მიზანი იყო ქალის დაპატიმრება.

შესაძლოა, მისი გარდაცვალების შესახებ ჭორები სხვა არაფერია, თუ არა კიდევ ერთი ბრწყინვალე მანევრი, რომელსაც ხშირად იყენებენ კრიმინალები გაქრობისას. ამას მოწმობს ის ფაქტიც, რომ FBI ხალხს თავისი სიის ათეულში გასართობად არ ინახავს.

ძებნილი კრიმინალების სახელების ამოღება სიიდან მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება, თუ არსებობს მათი გარდაცვალების "სარწმუნო მტკიცებულება“. რუჯა იგნატოვას გაუჩინარების გარემოებების გათვალისწინებით კი, ასეთი მტკიცებულებები შეიძლება საერთოდ არ გამოჩნდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ გამქრალი "კრიპტოდედოფალი“ კვლავ რჩება ქალად, რომელზეც ჯერ კიდევ ნადირობენ.

იხილეთ ასევე: