სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლილოში, 21 წლის ქეთი ჯავახიშვილის მკვლელობისთვის ბრალდებულის ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნა ცნობილია - რა დადგინდა
ლილოში, 21 წლის ქეთი ჯავახიშვილის მკვლელობისთვის ბრალდებულის ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნა ცნობილია - რა დადგინდა

ლი­ლო­ში, 21 წლის ქეთი ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით მკვლე­ლო­ბის­თვის ბრალ­დე­ბუ­ლი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ოთარ ცინ­დე­ლი­ა­ნი ფსი­ქო­ლო­გი­ურ-ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნის თა­ნახ­მად შე­რა­ცხა­დია.

აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ საქ­მის პრო­კუ­რორ­მა ლე­ვან ვე­ფხვა­ძემ თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც ვე­ფხვა­ძემ აღ­ნიშ­ნა, ლე­ვან სამ­ხა­რა­უ­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­სა­მარ­თლო ექ­სპერ­ტი­ზის ეროვ­ნუ­ლი ბი­უ­როს დას­კვნის თა­ნახ­მად, ცინ­დე­ლი­ა­ნი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის დროს და ამ­ჟა­მა­დაც სრუ­ლი­ად ჯან­მრთე­ლი იყო და არის.

დღე­ვან­დელ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის და­საშ­ვე­ბო­ბა­ზე იმ­სჯე­ლეს, ამას­თან, და­კა­ვე­ბუ­ლის­თვის შე­ფარ­დე­ბუ­ლი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბა პა­ტიმ­რო­ბა გა­და­ი­სინ­ჯა.

ლე­ვან ვე­ფხვა­ძის გან­მარ­ტე­ბით, და­კა­ვე­ბულს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით ჩა­დე­ნილ მკვლე­ლო­ბა­ში ედე­ბა ბრა­ლი, რაც გენ­დერ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. პრო­კუ­რო­რის თქმით­ვე, პა­ტიმ­რო­ბის ძა­ლა­ში და­ტო­ვე­ბის რო­გორც ფაქ­ტობ­რი­ვი, ასე­ვე, სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ფუძ­ვლე­ბი არ­სე­ბობ­და.

პრო­კუ­რო­რის გან­ცხა­დე­ბით, ბრალ­დე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის სა­შიშ პი­როვ­ნე­ბას წარ­მო­ად­გენს და მისი მხრი­დან ახა­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის, მი­მალ­ვის საფრ­თხე კვლავ არ­სე­ბობს.

ვე­ფხვა­ძის თქმით, ფა­რუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბის შე­დე­გად მო­პო­ვე­ბუ­ლია მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, ამას­თან, ეს­პა­ნე­თის სა­ხელ­მწი­ფო­დან ცინ­დე­ლი­ა­ნის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია გა­მო­ი­თხო­ვეს. ასე­ვე, გარ­დაც­ვლი­ლის მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი­დან ამო­ღე­ბუ­ლია ეს­პა­ნეთ­ში ყოფ­ნის პე­რი­ო­დის ფო­ტო­სუ­რა­თი, სა­დაც ქეთი ჯა­ვა­ხიშ­ვილს თვალ­ზე და­ზი­ა­ნე­ბა აღე­ნიშ­ნე­ბა. რო­გორც პრო­კუ­რორ­მა გან­მარ­ტა, ბრალ­დე­ბულს და­ზა­რა­ლე­ბულ­თან ეს­პა­ნეთ­ში ყოფ­ნის დრო­საც ჰქონ­და კონ­ფლიქ­ტი მისი სტე­რე­ო­ტი­პუ­ლი მიდ­გო­მე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ბრალ­დე­ბის მხა­რე და­კა­ვე­ბუ­ლის პა­ტიმ­რო­ბა­ში დარ­ჩე­ნას ითხოვ­და.

ბრალ­დე­ბუ­ლის ად­ვო­კა­ტებ­მა კი სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­დეს, რომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­სა­მარ­თლოს მი­ე­ღო. მო­სა­მარ­თლე ლე­ვან გე­ლო­ვა­ნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, პა­ტიმ­რო­ბა ძა­ლა­ში დარ­ჩა.

სხდო­მა­ზე მო­სა­მარ­თლე ლე­ვან გე­ლო­ვა­ნის კი­თხვა­ზე, ცნობ­და თუ არა ბრალ­დე­ბუ­ლი თავს დამ­ნა­შა­ვედ, ცინ­დე­ლი­ან­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ის დუ­მი­ლის უფ­ლე­ბით სარ­გებ­ლობს.

დღე­ვან­დელ პრო­ცეს­ზე ბრალ­დე­ბულს ასე­ვე შეს­თა­ვა­ზა მისი საქ­მის ნა­ფიც მსა­ჯულ­თა სა­სა­მარ­თლოს მიერ გან­ხილ­ვა, რა­ზეც და­კა­ვე­ბულ­მა უარი გა­ნა­ცხა­და. შე­სა­ბა­მი­სად, საქ­მე არ­სე­ბი­თად გან­სა­ხილ­ვე­ლად სა­სა­მარ­თლოს გა­და­ე­ცა.

ცნო­ბის­თვის, ქეთი ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი 28 თე­ბერ­ვალს, ლი­ლო­ში, სახ­ლთან ახ­ლოს მოკ­ლეს. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით მოკ­ლუ­ლის შეყ­ვა­რე­ბუ­ლი, ოთარ ცინ­დე­ლი­ა­ნი და­ა­კა­ვეს, რო­მე­ლიც ამას­თა­ნა­ვე, მოკ­ლუ­ლის ნათ­ლი­ის შვი­ლია.

ცინ­დე­ლი­ა­ნი უწყე­ბა­ში თა­ვად გა­მო­ცხად­და, თუმ­ცა, პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მას ქვეყ­ნის და­ტო­ვე­ბის მცდე­ლო­ბა ჰქონ­და.

ქეთი ჯა­ვა­ხიშ­ვილს სხე­უ­ლის თით­ქმის ყვე­ლა ორ­გა­ნო­ზე 59 ჭრი­ლო­ბა ჰქონ­და მი­ყე­ნე­ბუ­ლი, ყვე­ლა მათ­გა­ნი სი­ცო­ცხლის დრო­ინ­დე­ლი იყო.

ოთარ ცინ­დე­ლი­ანს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლის „თ“ და „მ“ ქვე­პუნ­ქტით (გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა, ჩა­დე­ნი­ლი გენ­დე­რის ნიშ­ნით, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 16-დან 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

ნა­ხეთ ასე­ვე:

"და­ნის პირი აღ­მო­ჩე­ნი­ლია ქე­თის თავ­ში ანუ იმ სიმ­ძლავ­რით და­არ­ტყა, რომ და­ნის პირი გა­და­ტყდა... ცინ­დე­ლი­ა­ნი გო­გოს და­მამ­ცი­რე­ბელ მე­სი­ჯებს უგ­ზავ­ნი­და" - უმ­ძი­მე­სი და­ნა­შა­უ­ლის ახა­ლი დე­ტა­ლე­ბი

"ის ისე­თი­ვე სი­სას­ტი­კით უნდა და­ი­სა­ჯოს, რო­გო­რი­თაც ჩემი ქეთი და­სა­ჯა..." - უმ­ძი­მე­სი და­ნა­შა­უ­ლის რა დე­ტა­ლებ­ზე ლა­პა­რა­კო­ბენ მოკ­ლუ­ლი გო­გო­ნას ახ­ლობ­ლე­ბი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

ლილოში, 21 წლის ქეთი ჯავახიშვილის მკვლელობისთვის ბრალდებულის ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნა ცნობილია - რა დადგინდა

ლილოში, 21 წლის ქეთი ჯავახიშვილის მკვლელობისთვის ბრალდებულის ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნა ცნობილია - რა დადგინდა

ლილოში, 21 წლის ქეთი ჯავახიშვილის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობისთვის ბრალდებული შეყვარებული ოთარ ცინდელიანი ფსიქოლოგიურ-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად შერაცხადია.

აღნიშნულის შესახებ საქმის პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა.

როგორც ვეფხვაძემ აღნიშნა, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, ცინდელიანი დანაშაულის ჩადენის დროს და ამჟამადაც სრულიად ჯანმრთელი იყო და არის.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს, ამასთან, დაკავებულისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯა.

ლევან ვეფხვაძის განმარტებით, დაკავებულს განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაში ედება ბრალი, რაც გენდერთანაა დაკავშირებული. პროკურორის თქმითვე, პატიმრობის ძალაში დატოვების როგორც ფაქტობრივი, ასევე, სამართლებრივი საფუძვლები არსებობდა.

პროკურორის განცხადებით, ბრალდებული საზოგადოებისთვის საშიშ პიროვნებას წარმოადგენს და მისი მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის, მიმალვის საფრთხე კვლავ არსებობს.

ვეფხვაძის თქმით, ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებულია მტკიცებულებები, ამასთან, ესპანეთის სახელმწიფოდან ცინდელიანის შესახებ ინფორმაცია გამოითხოვეს. ასევე, გარდაცვლილის მობილური ტელეფონიდან ამოღებულია ესპანეთში ყოფნის პერიოდის ფოტოსურათი, სადაც ქეთი ჯავახიშვილს თვალზე დაზიანება აღენიშნება. როგორც პროკურორმა განმარტა, ბრალდებულს დაზარალებულთან ესპანეთში ყოფნის დროსაც ჰქონდა კონფლიქტი მისი სტერეოტიპული მიდგომებიდან გამომდინარე. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე ბრალდების მხარე დაკავებულის პატიმრობაში დარჩენას ითხოვდა.

ბრალდებულის ადვოკატებმა კი სხდომაზე განაცხადეს, რომ გადაწყვეტილება სასამართლოს მიეღო. მოსამართლე ლევან გელოვანის გადაწყვეტილებით, პატიმრობა ძალაში დარჩა.

სხდომაზე მოსამართლე ლევან გელოვანის კითხვაზე, ცნობდა თუ არა ბრალდებული თავს დამნაშავედ, ცინდელიანმა განაცხადა, რომ ის დუმილის უფლებით სარგებლობს.

დღევანდელ პროცესზე ბრალდებულს ასევე შესთავაზა მისი საქმის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ განხილვა, რაზეც დაკავებულმა უარი განაცხადა. შესაბამისად, საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა.

ცნობისთვის, ქეთი ჯავახიშვილი 28 თებერვალს, ლილოში, სახლთან ახლოს მოკლეს. სამართალდამცავებმა მომხდართან დაკავშირებით მოკლულის შეყვარებული, ოთარ ცინდელიანი დააკავეს, რომელიც ამასთანავე, მოკლულის ნათლიის შვილია.

ცინდელიანი უწყებაში თავად გამოცხადდა, თუმცა, პროკურატურის ინფორმაციით, მას ქვეყნის დატოვების მცდელობა ჰქონდა.

ქეთი ჯავახიშვილს სხეულის თითქმის ყველა ორგანოზე 59 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, ყველა მათგანი სიცოცხლის დროინდელი იყო.

ოთარ ცინდელიანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ნახეთ ასევე:

"დანის პირი აღმოჩენილია ქეთის თავში ანუ იმ სიმძლავრით დაარტყა, რომ დანის პირი გადატყდა... ცინდელიანი გოგოს დამამცირებელ მესიჯებს უგზავნიდა" - უმძიმესი დანაშაულის ახალი დეტალები

"ის ისეთივე სისასტიკით უნდა დაისაჯოს, როგორითაც ჩემი ქეთი დასაჯა..." - უმძიმესი დანაშაულის რა დეტალებზე ლაპარაკობენ მოკლული გოგონას ახლობლები