ცნობილი რუსი მწერალი ბორის აკუნინი, იგივე გრიგოლ ჩხარტიშვილი თავის ინტერნეტ-დღიურში რუსეთის ჩეკისტური ხელისუფლების წინააღმდეგ გამოვიდა.
"რუსეთი საკუთარ თავში ცივილიზაციისთვის საფრთხეს მალავს. მასში ბუდობს ველური, დამანგრეველი ძალები, რომლებიც ადრე თუ გვიან იფეთქებენ. ეს არასტაბილური და უჭკუო ქვეყანაა, რომელიც დასავლეთისგან და აღმოსავლეთისგან მხოლოდ ცუდს იღებს. აუცილებელია, რუსეთი შეაჩერო. ამისთვის ყველაზე ქმედითი საშუალება ამპუტაციაა. რაც უფრო მალე და რაც მეტად ცივილიზებული ქვეყანა გააკეთებს ამ გარდაუვალ "ოპერაციას", უფრო მალე გადაიჭრება ბევრი პრობლემა. ესენია კორუფციასთან, კავკასიასთან, ინვესტიციებთან, მოდერნიზაციასთან და საერთაშორისო პრესტიჟთან დაკავშირებული პრობლემები",- აღნიშნავს აკუნინი.
" მოდით, არ დავივიწყოთ არამზადებიც. არ იქნებოდა ცუდი, ვინმეს დაეარსებინა საიტი, რომელიც მოსამართლეებს მიეძღვნება. საიტზე იქნებოდა მოსამართლეების პერსონალური გვერდები, ფოტოს და ბიოგრაფიის თანხლებით. აუცილებელია, რომ მოსამართლეებს საზოგადოების რისხვის ეშინოდეთ. ამ შემთხვევაში, ისინი სხვაგვარად იმოქმედებდნენ", - წერს აკუნინი.
მომზადებულია Kavkazcenter.com- ის მიხედვით.