პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სანქციების ახალი პოლიტიკა გამოვაცხადეთ... მათ დაწესებაზე არ ვიყოყმანებთ" - რას აცხადებს მეთიუ მილერი სანქციების შესახებ
"სანქციების ახალი პოლიტიკა გამოვაცხადეთ... მათ დაწესებაზე არ ვიყოყმანებთ" - რას აცხადებს მეთიუ მილერი სანქციების შესახებ

"სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ქმე­დე­ბებ­ზე აშშ-ს პა­სუხს გან­ვი­ხი­ლავთ", - ამის შე­სა­ხებ აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის სპი­კერ­მა მე­თიუ მი­ლერ­მა გა­ნა­ცხა­და.

  • "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონ­თან და­კავ­ში­რე­ბით მე­თიუ მი­ლერ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ კა­ნონ­მა შე­საძ­ლოა, სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის სტიგ­მა­ტი­ზა­ცია და გა­ერ­თი­ა­ნე­ბი­სა და გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა გა­მო­იწ­ვი­ოს.

"ჩვენ საკ­მა­ოდ შეშ­ფო­თე­ბუ­ლე­ბი ვართ ზუს­ტად იმ სა­კი­თხით, რაც თქვენ ახ­სე­ნეთ, კერ­ძოდ იმით, რომ ეს კა­ნო­ნი სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი კურ­სი­დან აშო­რებს და შე­იძ­ლე­ბა სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის სტიგ­მა­ტი­ზა­ცია, გა­ერ­თი­ა­ნე­ბი­სა და გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა გა­მო­იწ­ვი­ოს. ეს ქმე­დე­ბე­ბი რა­დი­კა­ლუ­რად ცვლის აშშ-ის ურ­თი­ერ­თო­ბას სა­ქარ­თვე­ლოს­თან, რის გა­მოც ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­და­ხედ­ვა და­ვი­წყეთ და სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ქმე­დე­ბებ­ზე ჩვენს პა­სუხს გან­ვი­ხი­ლავთ“, - გა­ნა­ცხა­და მი­ლერ­მა.

  • მი­ლე­რის თქმით, აშშ-მ სან­ქცი­ე­ბის ახა­ლი პო­ლი­ტი­კის შე­სა­ხებ გა­ნა­ცხა­და, თუმ­ცა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სან­ქცი­ე­ბი ჯერ არ გა­მო­უ­ცხა­დე­ბია.

"ჩვენ სან­ქცი­ე­ბის ახა­ლი პო­ლი­ტი­კა გა­მო­ვა­ცხა­დეთ, ჩვენ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სან­ქცი­ე­ბი ჯერ არ გა­მოგ­ვი­ცხა­დე­ბია და აქ გავ­ჩერ­დე­ბი, მაგ­რამ ჩვენ ნათ­ლად გან­ვა­ცხა­დეთ, რომ მათ და­წე­სე­ბა­ზე არ ვი­ყოყ­მა­ნებთ“, - აღ­ნიშ­ნა აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის სპი­კერ­მა.

  • კი­თხვა­ზე, თუ რა­ტომ არ ისა­უბ­რა აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვან­მა სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პა­ში ყოფ­ნი­სას, მე­თიუ მი­ლერ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ ამ სა­კი­თხზე ენ­ტო­ნი ბლინ­კე­ნის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ნა­თე­ლია.

"მდი­ვან­მა ახ­ლა­ხან გა­მო­აქ­ვეყ­ნა გან­ცხა­დე­ბა, რო­მელ­შიც სა­ქარ­თვე­ლოს მი­მართ ჩვე­ნი პო­ლი­ტი­კის ყოვ­ლის­მომ­ცვე­ლი გა­და­ხედ­ვა გა­მო­ა­ცხა­და, რა­მაც შე­იძ­ლე­ბა საფრ­თხე შე­უქ­მნას ასო­ბით მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის დახ­მა­რე­ბას, რო­მელ­საც ჩვენ სა­ქარ­თვე­ლოს ვუ­წევთ და ასე­ვე, ახა­ლი სა­ვი­ზო შე­ზღუდ­ვის პო­ლი­ტი­კა გა­მო­ა­ცხა­და, რო­მელ­ზეც აშშ-ის მხრი­დან მოქ­მე­დე­ბას თქვენ უნდა ელო­დოთ. ვფიქ­რობ, რომ აქ გავ­ჩერ­დე­ბი, მისი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ამის შე­სა­ხებ, ძა­ლი­ან ნა­თე­ლია“, - აღ­ნიშ­ნა მე­თიუ მი­ლერ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს
ავტორი:

"სანქციების ახალი პოლიტიკა გამოვაცხადეთ... მათ დაწესებაზე არ ვიყოყმანებთ" - რას აცხადებს მეთიუ მილერი სანქციების შესახებ

"სანქციების ახალი პოლიტიკა გამოვაცხადეთ... მათ დაწესებაზე არ ვიყოყმანებთ" - რას აცხადებს მეთიუ მილერი სანქციების შესახებ

"საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ ქმედებებზე აშშ-ს პასუხს განვიხილავთ", - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა.

  • "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ კანონმა შესაძლოა, სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაცია და გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლების აღკვეთა გამოიწვიოს.

"ჩვენ საკმაოდ შეშფოთებულები ვართ ზუსტად იმ საკითხით, რაც თქვენ ახსენეთ, კერძოდ იმით, რომ ეს კანონი საქართველოს დემოკრატიული კურსიდან აშორებს და შეიძლება სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაცია, გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლების აღკვეთა გამოიწვიოს. ეს ქმედებები რადიკალურად ცვლის აშშ-ის ურთიერთობას საქართველოსთან, რის გამოც ჩვენი ურთიერთობების გადახედვა დავიწყეთ და საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ ქმედებებზე ჩვენს პასუხს განვიხილავთ“, - განაცხადა მილერმა.

  • მილერის თქმით, აშშ-მ სანქციების ახალი პოლიტიკის შესახებ განაცხადა, თუმცა ინდივიდუალური სანქციები ჯერ არ გამოუცხადებია.

"ჩვენ სანქციების ახალი პოლიტიკა გამოვაცხადეთ, ჩვენ ინდივიდუალური სანქციები ჯერ არ გამოგვიცხადებია და აქ გავჩერდები, მაგრამ ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ მათ დაწესებაზე არ ვიყოყმანებთ“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა.

  • კითხვაზე, თუ რატომ არ ისაუბრა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა საქართველოს შესახებ აღმოსავლეთ ევროპაში ყოფნისას, მეთიუ მილერმა აღნიშნა, რომ ამ საკითხზე ენტონი ბლინკენის დამოკიდებულება ნათელია.

"მდივანმა ახლახან გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც საქართველოს მიმართ ჩვენი პოლიტიკის ყოვლისმომცველი გადახედვა გამოაცხადა, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას ასობით მილიონი დოლარის დახმარებას, რომელსაც ჩვენ საქართველოს ვუწევთ და ასევე, ახალი სავიზო შეზღუდვის პოლიტიკა გამოაცხადა, რომელზეც აშშ-ის მხრიდან მოქმედებას თქვენ უნდა ელოდოთ. ვფიქრობ, რომ აქ გავჩერდები, მისი დამოკიდებულება ამის შესახებ, ძალიან ნათელია“, - აღნიშნა მეთიუ მილერმა.