მსოფლიო

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ აღინიშნა სოხუმის თეატრში ბავშვთა დაცვის დღე - საჩუქარი პატარებს
როგორ აღინიშნა სოხუმის თეატრში ბავშვთა დაცვის დღე - საჩუქარი პატარებს

1-ელ ივ­ნისს, ბავ­შვთა დაც­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო დღე, ყო­ველ­თვის სხვა­დასს­ვა გა­სარ­თო­ბი და შე­მეც­ნე­ბი­თი ხა­სი­ა­თის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბით აღი­ნიშ­ნე­ბა. სწო­რედ ამ თა­რიღ­თან და­კავ­ში­რე­ბით, 2024 წლის 1-ელი­დან 4 ივ­ნი­სის ჩათ­ვლით, ტრა­დი­ცი­უ­ლად თბი­ლის­ში, უკვე მე­ო­თხედ გოგი თო­და­ძის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ბავ­შვო და ახალ­გაზ­რდუ­ლი თე­ატ­რე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვა­ლი / Tbilisi Children & Youth International Theatre Festival და­ა­ნონსდა.

წლე­ვან­დელ ფეს­ტი­ვალ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს ჩათ­ვლით მო­ნა­წი­ლე­ობს 6 ქვე­ყა­ნა - 10-მდე სპექ­ტაკ­ლით; რო­მელ­თა პროგ­რა­მა სხვა­დას­ხვა ლო­კა­ცი­ებ­ზეა წარ­მოდ­გე­ნი­ლი. (თბი­ლი­სის გარ­და, წელს პირ­ვე­ლად სპექ­ტაკ­ლე­ბი წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყო მარ­ნე­ულ­შიც). ასე­ვე ბავ­შვე­ბი­სა და ახალ­გაზ­რდე­ბის­თვის თე­ატ­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით და­ი­გეგ­მა სა­ერ­თა­შო­რი­სო ვორ­ქშო­ფე­ბი, რო­გორც დრა­მა­ტუ­ლი, ისე თო­ჯი­ნუ­რი თე­ატ­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

ისე­ვე რო­გორც შარ­შან, (როცა 2 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, სო­ხუ­მის თე­ატ­რის სცე­ნა­ზე აღ­ნიშ­ნუ­ლი ფეს­ტი­ვა­ლის ფარ­გლებ­ში ის­რა­ე­ლის ბერ შე­ვის ბავ­შვთა და მო­ზარ­დთა თე­ატ­რის სპექ­ტაკ­ლი „მთვა­რე­ზე და უკან“ იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი), წელ­საც სო­ხუ­მის თე­ატ­რი აღ­ნიშ­ნუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბის ერთ-ერთი თა­ნა­ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი და მას­პინ­ძე­ლი გახ­ლდათ.

ფეს­ტი­ვა­ლი ბავ­შვთა დაც­ვის დღეს 1-ელ ივ­ნისს, 20.00 სთ-ზე სო­ხუ­მის დრა­მა­ტულ თე­ატ­რში (მის: დ. უზ­ნა­ძის ქ. N68) გა­იხ­სნა. ღო­ნის­ძი­ე­ბის და­წყე­ბი­სას, დამ­სწრე აუ­დი­ტო­რი­ას ეროვ­ნუ­ლი სა­სახ­ლის დი­რექ­ტორ­მა თიკა რუ­ხა­ძემ და ფეს­ტი­ვა­ლის დი­რექ­ტორ­მა ლე­ვან ხე­თა­გურ­მა მი­მარ­თეს და ბავ­შვთა დაც­ვის დღე მი­უ­ლო­ცეს. შემ­დეგ კი, ფეს­ტი­ვა­ლის გახ­სნის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლი ეროვ­ნუ­ლი სა­სახ­ლის ან­სამ­ბლე­ბის პროგ­რა­მას და­ეთ­მო, ხოლო მე­ო­რე­ზე ჩი­ნე­თის თე­ატ­რის ასო­ცი­ა­ცი­ის სა­ბავ­შვო თე­ატრმა, სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­გას­ტრო­ლო სპექ­ტაკ­ლი­დან ნა­წყვე­ტე­ბი გა­ი­თა­მა­შა.

სო­ხუ­მის თე­ატ­რი 2 ივ­ნის­საც მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მას­პინ­ძლობ­და პა­ტა­რებ­სა და მო­ზარ­დებს. თა­ვი­სუ­ფა­ლი დას­წრე­ბის ფარ­გლებ­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყო სპექ­ტაკ­ლე­ბი: „აი­სია“ (მარ­ნე­უ­ლი, სა­ქარ­თვე­ლო), „პა­ტა­რა პრინ­ცი“ (სომ­ხე­თი) და „ხმა­უ­რი და ტრო­ლე­ბი მთებ­ში“ (საფ­რან­გე­თი/სა­ქარ­თვე­ლო).

ლე­ვან ხე­თა­გუ­რი (თე­ატრმ­ცოდ­ნე, თე­ატ­რა­ლუ­რი ფეს­ტი­ვა­ლის დი­რექ­ტო­რი, იუ­ნეს­კოს თე­ატ­რის სა­ერ­თა­შო­რი­სო ინ­სტი­ტუ­ტის სა­ქარ­თვე­ლოს ცენ­ტრის გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი):

- წელს ფეს­ტი­ვა­ლი მე­ო­თხედ ტარ­დე­ბა, იც­ვლე­ბა მო­ნა­წი­ლე­თა გე­ოგ­რა­ფია, იზ­რდე­ბა ფორ­მა­თა მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა, მა­ყუ­რე­ბელ­თა გა­მოც­დი­ლე­ბა. წლე­ვან­დე­ლი ფეს­ტი­ვა­ლის სი­ახ­ლე ჩი­ნუ­რი სა­ბავ­შვო თე­ატ­რის მო­ნა­წი­ლე­ო­ბაა, რო­მე­ლიც ტრა­დი­ცი­ულ სი­ჩუს /ე.წ. პე­კი­ნის ოპე­რას/ წარ­მო­ად­გენს. შე­სა­ბა­მი­სად ერთი ვორ­ქშო­ფიც მი­ე­ძღვნე­ბა ტრა­დი­ცი­ულ ჩი­ნურ თე­ატრს და ასე­ვე ამე­რი­კულ სამ­სა­ხი­ო­ბო იმპრო­ვი­ზა­ცი­ულ მე­თო­დო­ლო­გი­ას. ფეს­ტი­ვა­ლი კვლავ ით­ვა­ლის­წი­ნებს პრინ­ციპს პრო­ფე­სი­ულ თე­ატრს ბავ­შვე­ბის­თვის და ბავ­შვე­ბის მიერ შექ­მნილ თე­ატრს. ვა­მა­ყობთ, რომ 2023 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი წელს ფეს­ტი­ვალ­მა კვლავ მი­ი­ღო ევ­რო­პის ფეს­ტი­ვა­ლე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ის EFFE ხა­რის­ხის 2024/25 წლის ნი­შა­ნი და ეს ჩვენ­თვის დიდი პა­ტი­ვია.

ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის გან­მარ­ტე­ბით, ფეს­ტი­ვა­ლის მი­ზა­ნი თე­ატ­რა­ლუ­რი ხე­ლოვ­ნე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია, ნი­ჭი­ე­რი ახალ­გაზ­რდე­ბის წარ­მო­ჩე­ნა, სა­ბავ­შვო და ახალ­გაზ­რდუ­ლი თე­ატ­რა­ლუ­რი სტუ­დი­ე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ხელ­შე­წყო­ბა, მო­ზარ­დთა შე­მოქ­მე­დე­ბის ერ­თმა­ნე­თის­თვის გაც­ნო­ბა და გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბაა. იმე­დი აქვთ, რომ სა­მო­მავ­ლოდ ფეს­ტი­ვა­ლი კი­დევ უფრო მეტ ბავ­შვს მო­ი­ცავს და სო­ხუ­მის დრა­მა­ტუ­ლი თე­ატ­რიც კვლავ დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით მი­ი­ღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას პა­ტა­რე­ბის­თვის სი­ხა­რუ­ლის მი­ნი­ჭე­ბა­ში.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

როგორ აღინიშნა სოხუმის თეატრში ბავშვთა დაცვის დღე - საჩუქარი პატარებს

როგორ აღინიშნა სოხუმის თეატრში ბავშვთა დაცვის დღე - საჩუქარი პატარებს

1-ელ ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, ყოველთვის სხვადასსვა გასართობი და შემეცნებითი ხასიათის ღონისძიებებით აღინიშნება. სწორედ ამ თარიღთან დაკავშირებით, 2024 წლის 1-ელიდან 4 ივნისის ჩათვლით, ტრადიციულად თბილისში, უკვე მეოთხედ გოგი თოდაძის სახელობის თბილისის საბავშვო და ახალგაზრდული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი / Tbilisi Children & Youth International Theatre Festival დაანონსდა.

წლევანდელ ფესტივალზე საქართველოს ჩათვლით მონაწილეობს 6 ქვეყანა - 10-მდე სპექტაკლით; რომელთა პროგრამა სხვადასხვა ლოკაციებზეა წარმოდგენილი. (თბილისის გარდა, წელს პირველად სპექტაკლები წარმოდგენილი იყო მარნეულშიც). ასევე ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის თეატრის მიმართულებით დაიგეგმა საერთაშორისო ვორქშოფები, როგორც დრამატული, ისე თოჯინური თეატრის მიმართულებით.

ისევე როგორც შარშან, (როცა 2 დღის განმავლობაში, სოხუმის თეატრის სცენაზე აღნიშნული ფესტივალის ფარგლებში ისრაელის ბერ შევის ბავშვთა და მოზარდთა თეატრის სპექტაკლი „მთვარეზე და უკან“ იყო წარმოდგენილი), წელსაც სოხუმის თეატრი აღნიშნული ღონისძიების ერთ-ერთი თანაორგანიზატორი და მასპინძელი გახლდათ.

ფესტივალი ბავშვთა დაცვის დღეს 1-ელ ივნისს, 20.00 სთ-ზე სოხუმის დრამატულ თეატრში (მის: დ. უზნაძის ქ. N68) გაიხსნა. ღონისძიების დაწყებისას, დამსწრე აუდიტორიას ეროვნული სასახლის დირექტორმა თიკა რუხაძემ და ფესტივალის დირექტორმა ლევან ხეთაგურმა მიმართეს და ბავშვთა დაცვის დღე მიულოცეს. შემდეგ კი, ფესტივალის გახსნის პირველი ნაწილი ეროვნული სასახლის ანსამბლების პროგრამას დაეთმო, ხოლო მეორეზე ჩინეთის თეატრის ასოციაციის საბავშვო თეატრმა, საქართველოში საგასტროლო სპექტაკლიდან ნაწყვეტები გაითამაშა.

სოხუმის თეატრი 2 ივნისსაც მთელი დღის განმავლობაში მასპინძლობდა პატარებსა და მოზარდებს. თავისუფალი დასწრების ფარგლებში წარმოდგენილი იყო სპექტაკლები: „აისია“ (მარნეული, საქართველო), „პატარა პრინცი“ (სომხეთი) და „ხმაური და ტროლები მთებში“ (საფრანგეთი/საქართველო).

ლევან ხეთაგური (თეატრმცოდნე, თეატრალური ფესტივალის დირექტორი, იუნესკოს თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტის საქართველოს ცენტრის გენერალური მდივანი):

- წელს ფესტივალი მეოთხედ ტარდება, იცვლება მონაწილეთა გეოგრაფია, იზრდება ფორმათა მრავალფეროვნება, მაყურებელთა გამოცდილება. წლევანდელი ფესტივალის სიახლე ჩინური საბავშვო თეატრის მონაწილეობაა, რომელიც ტრადიციულ სიჩუს /ე.წ. პეკინის ოპერას/ წარმოადგენს. შესაბამისად ერთი ვორქშოფიც მიეძღვნება ტრადიციულ ჩინურ თეატრს და ასევე ამერიკულ სამსახიობო იმპროვიზაციულ მეთოდოლოგიას. ფესტივალი კვლავ ითვალისწინებს პრინციპს პროფესიულ თეატრს ბავშვებისთვის და ბავშვების მიერ შექმნილ თეატრს. ვამაყობთ, რომ 2023 წლიდან მოყოლებული წელს ფესტივალმა კვლავ მიიღო ევროპის ფესტივალების ასოციაციის EFFE ხარისხის 2024/25 წლის ნიშანი და ეს ჩვენთვის დიდი პატივია.

ორგანიზატორების განმარტებით, ფესტივალის მიზანი თეატრალური ხელოვნების პოპულარიზაცია, ნიჭიერი ახალგაზრდების წარმოჩენა, საბავშვო და ახალგაზრდული თეატრალური სტუდიების საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობა, მოზარდთა შემოქმედების ერთმანეთისთვის გაცნობა და გამოცდილების გაზიარებაა. იმედი აქვთ, რომ სამომავლოდ ფესტივალი კიდევ უფრო მეტ ბავშვს მოიცავს და სოხუმის დრამატული თეატრიც კვლავ დიდი სიამოვნებით მიიღებს მონაწილეობას პატარებისთვის სიხარულის მინიჭებაში.

R