სამხედრო
პოლიტიკა
მსოფლიო

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენ არ ვიმალებით, სამი თვეა ქუჩებში, ღიად, მსოფლიოს დასანახად გამოვდივართ, ისინი იმალებიან - მათი სახელია "84" - რატი ამაღლობელი
"ჩვენ არ ვიმალებით, სამი თვეა ქუჩებში, ღიად, მსოფლიოს დასანახად გამოვდივართ, ისინი იმალებიან - მათი სახელია "84" - რატი ამაღლობელი

იქით მხა­რეს უსა­ხო ხალ­ხი არი­ან, სახე არ აქვთ, ნიღ­ბე­ბი აქვთ - სა­ხე­ლე­ბი არ აქვთ, მათი სა­ხე­ლია „84“ - ჩვენ არ ვი­მა­ლე­ბით, სამი თვეა ქუ­ჩებ­ში ღიად, მთე­ლი მსოფ­ლი­ოს და­სა­ნა­ხად გა­მოვ­დი­ვართ, - ამის შე­სა­ხებ პო­ეტ­მა, რატი ამაღ­ლო­ბელ­მა რეს­პუბ­ლი­კის მო­ე­დან­ზე აქ­ცია-კონ­ცერ­ტზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და.

ამაღ­ლო­ბე­ლის თქმით, მო­მი­ტინ­გე­ებს გან­სა­კუთ­რე­ბით ახლა სჭირ­დე­ბათ ერ­თმა­ნე­თის თა­ნად­გო­მა და გვერ­დში დგო­მა.

„და­ვი­ნა­ხეთ ხე­ლო­ვა­ნე­ბის, მწერ­ლე­ბის, პო­ე­ტე­ბის, რე­ჟი­სო­რე­ბის სა­ქარ­თვე­ლო. დღეს ძა­ლი­ან ბევრ მუ­სი­კოსს, მრა­ვალ­ხმი­ან სა­ქარ­თვე­ლოს და­ვი­ნა­ხავთ და მო­ვის­მენთ. მე­გობ­რე­ბო, იქით მხა­რეს უსა­ხო ხალ­ხი არი­ან, სახე არ აქვთ, ნიღ­ბე­ბი აქვთ - სა­ხე­ლე­ბი არ აქვთ, მათი სა­ხე­ლია „84“. ჩვენს ძველ ქარ­თულ ფრეს­კებ­ზე სა­მო­თხეს და ჯო­ჯო­ხეთს ნა­ხავთ, სა­დაც სა­მო­თხე სა­ხელ­დე­ბუ­ლად, და სა­დაც თი­თო­ე­ულ ადა­მი­ანს სახე და სა­ხე­ლი აქვს. ნე­ბის­მი­ერ ფრეს­კა­ზე, სა­დაც ჯო­ჯო­ხე­თია წარ­მოდ­გე­ნი­ლი, ვერ ნა­ხავთ სა­ხელს და სა­ხეს. გა­უ­მარ­ჯოს სა­ხე­ლო­ვან სა­ქარ­თვე­ლოს, ჩვენს ღია, გა­ნა­თე­ბულ სა­ხე­ებს, მრა­ვალ­ფე­რო­ვანს! და ჩვენს სა­ხე­ლებს - გახ­სნილს, გა­ცხა­დე­ბულ­სა და გამჭვირ­ვა­ლეს - ეს არის სა­ქარ­თვე­ლო!

ჩვენ არ ვი­მა­ლე­ბით, სამი თვეა ქუ­ჩებ­ში ღიად, მთე­ლი მსოფ­ლი­ოს და­სა­ნა­ხად გა­მოვ­დი­ვართ. ესე­ნი იმა­ლე­ბი­ან, არ აქვთ სახე და სა­ხე­ლი. ჩვენ გან­სა­კუთ­რე­ბით ახლა გვჭირ­დე­ბა ერ­თმა­ნე­თის თა­ნად­გო­მა, გვერ­დში დგო­მა. ჩვენ ერ­თმა­ნე­თი ვი­პო­ვეთ, გვიყ­ვარს ერ­თმა­ნე­თი და ამ სიყ­ვა­რუ­ლით გა­ვი­მარ­ჯვებთ“, - გა­ნა­ცხა­და რატი ამაღ­ლო­ბელ­მა.

ცნო­ბის­თვის, პირ­ვე­ლი რეს­პუბ­ლი­კის მო­ე­დან­ზე, საქ­ველ­მოქ­მე­დო აქ­ცია-კონ­ცერ­ტი “მუ­სი­კო­სე­ბი ევ­რო­პუ­ლი მო­მავ­ლის­თვის” გა­ი­მარ­თა.

კონ­ცერ­ტის მი­ზა­ნი “უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის” შე­სა­ხებ კა­ნო­ნის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო აქ­ცი­ებ­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი პი­რე­ბის ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბაა, კერ­ძოდ, მათი ჯა­რი­მე­ბის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"ჩვენ არ ვიმალებით, სამი თვეა ქუჩებში, ღიად, მსოფლიოს დასანახად გამოვდივართ, ისინი იმალებიან - მათი სახელია "84" - რატი ამაღლობელი

"ჩვენ არ ვიმალებით, სამი თვეა ქუჩებში, ღიად, მსოფლიოს დასანახად გამოვდივართ, ისინი იმალებიან - მათი სახელია "84" - რატი ამაღლობელი

იქით მხარეს უსახო ხალხი არიან, სახე არ აქვთ, ნიღბები აქვთ - სახელები არ აქვთ, მათი სახელია „84“ - ჩვენ არ ვიმალებით, სამი თვეა ქუჩებში ღიად, მთელი მსოფლიოს დასანახად გამოვდივართ, - ამის შესახებ პოეტმა, რატი ამაღლობელმა რესპუბლიკის მოედანზე აქცია-კონცერტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ამაღლობელის თქმით, მომიტინგეებს განსაკუთრებით ახლა სჭირდებათ ერთმანეთის თანადგომა და გვერდში დგომა.

„დავინახეთ ხელოვანების, მწერლების, პოეტების, რეჟისორების საქართველო. დღეს ძალიან ბევრ მუსიკოსს, მრავალხმიან საქართველოს დავინახავთ და მოვისმენთ. მეგობრებო, იქით მხარეს უსახო ხალხი არიან, სახე არ აქვთ, ნიღბები აქვთ - სახელები არ აქვთ, მათი სახელია „84“. ჩვენს ძველ ქართულ ფრესკებზე სამოთხეს და ჯოჯოხეთს ნახავთ, სადაც სამოთხე სახელდებულად, და სადაც თითოეულ ადამიანს სახე და სახელი აქვს. ნებისმიერ ფრესკაზე, სადაც ჯოჯოხეთია წარმოდგენილი, ვერ ნახავთ სახელს და სახეს. გაუმარჯოს სახელოვან საქართველოს, ჩვენს ღია, განათებულ სახეებს, მრავალფეროვანს! და ჩვენს სახელებს - გახსნილს, გაცხადებულსა და გამჭვირვალეს - ეს არის საქართველო!

ჩვენ არ ვიმალებით, სამი თვეა ქუჩებში ღიად, მთელი მსოფლიოს დასანახად გამოვდივართ. ესენი იმალებიან, არ აქვთ სახე და სახელი. ჩვენ განსაკუთრებით ახლა გვჭირდება ერთმანეთის თანადგომა, გვერდში დგომა. ჩვენ ერთმანეთი ვიპოვეთ, გვიყვარს ერთმანეთი და ამ სიყვარულით გავიმარჯვებთ“, - განაცხადა რატი ამაღლობელმა.

ცნობისთვის, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, საქველმოქმედო აქცია-კონცერტი “მუსიკოსები ევროპული მომავლისთვის” გაიმართა.

კონცერტის მიზანი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონის საწინააღმდეგო აქციებზე დაკავებული პირების ფინანსური დახმარებაა, კერძოდ, მათი ჯარიმებისგან გათავისუფლება.