ავტორი:

თბილისში ლოზუნგით - “თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს” მსვლელობა მიმდინარეობს

თბილისში ლოზუნგით - “თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს” მსვლელობა მიმდინარეობს

“თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს” - ამ ლოზუნგით ორბელიანის სასახლიდან რესპუბლიკის მოედნამდე მსვლელობა მიმდინარეობს.

მსვლელობის მონაწილეები თანადგომას უცხადებენ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონის საწინააღმდეგო აქციებზე დაკავებულ პირებს, რომლებიც მათივე თქმით, “უსამართლოდ იმყოფებიან ციხეში”.

მსვლელობის შემდეგ, მსვლელობაში მონაწილეები რესპუბლიკის მოედანზე გადაინაცვლებენ და საქველმოქმედო აქცია-კონცერტს შეუერთდებიან. კონცერტის მიზანი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონის საწინააღმდეგო აქციებზე დაკავებული პირების ფინანსური დახმარებაა, კერძოდ, მათი ჯარიმებისგან გათავისუფლება