მსოფლიო
სამართალი

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩაანაცვლეს ბელადი ახალი ბელადით, სალომე ზურაბიშვილით - დიდ გაუგებრობაში არიან" - ირაკლი ღარიბაშვილი "ქართულ ქარტიაზე"
"ჩაანაცვლეს ბელადი ახალი ბელადით, სალომე ზურაბიშვილით - დიდ გაუგებრობაში არიან" - ირაკლი ღარიბაშვილი "ქართულ ქარტიაზე"

"ეს მისი [სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის] რო­ლია, რო­მე­ლიც მას თა­ვად არ შე­ურ­ჩე­ვია, არა­მედ გა­ნუ­სა­ზღვრეს - სა­ერ­თოდ რა ქარ­ტი­ა­ზე სა­უბ­რობს ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც სულ რამ­დე­ნი­მე დღე დარ­ჩე­ნია პრე­ზი­დენ­ტო­ბის ვა­დის ამო­წურ­ვამ­დე", - ამის შე­სა­ხებ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რემ, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის სა­მოქ­მე­დო გეგ­მა - "ქარ­თუ­ლი ქარ­ტი­ა­ზე” სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

  • ღა­რი­ბაშ­ვი­ლის თქმით, დღეს ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს "რე­ზი­დენ­ტად“ მო­იხ­სე­ნი­ებ­დნენ, მის გარ­შე­მო ერ­თი­ან­დე­ბი­ან. რო­გორც ღა­რი­ბაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, ოპო­ზი­ცი­ამ თა­ვად ჩა­ა­ნაც­ვლა სა­კუ­თა­რი "ბე­ლა­დი“ ახ­ლით - სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლით და ახლა ისი­ნი გა­უ­გებ­რო­ბა­ში არი­ან.

"ეს მისი [სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის] რო­ლია, რო­მე­ლიც მას თა­ვად არ შე­ურ­ჩე­ვია, არა­მედ გა­ნუ­სა­ზღვრეს. ჩემი გად­მო­სა­ხე­დი­დან ეს ძა­ლი­ან დიდი გა­უ­გებ­რო­ბაა. სა­ერ­თოდ რა ქარ­ტი­ა­ზე სა­უბ­რობს ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც სულ რამ­დე­ნი­მე დღე დარ­ჩე­ნია პრე­ზი­დენ­ტო­ბის ვა­დის ამო­წურ­ვამ­დე.

სა­ზო­გა­დო­ე­ბას ერთი რამ მინ­და შე­ვახ­სე­ნო, ჩვენ კარ­გად ვხე­დავთ რაც ხდე­ბა ამ ქარ­ტი­ის გარ­შე­მო. ოპო­ზი­ცი­ურ პარ­ტი­ებს თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბა სა­ერ­თოდ და­კარ­გუ­ლი აქვთ. ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს "რე­ზი­დენ­ტად“ მო­იხ­სე­ნი­ებ­დნენ, დღეს მის გარ­შე­მო გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი არი­ან, თა­ვად ჩა­ა­ნაც­ვლეს თა­ვი­ან­თი ბე­ლა­დი ახა­ლი ბე­ლა­დით - სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლით და რა­ღაც დიდ გა­უ­გებ­რო­ბა­ში არი­ან. მე მო­ვის­მი­ნე მისი ეს ახა­ლი შე­თა­ვა­ზე­ბა, რომ ჯერ ქარ­თველ ხალ­ხს და "ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ უნდა მო­უ­გოს არ­ჩევ­ნე­ბი ამ ქა­ოს­მა, რო­გორც ჩვენ­მა კო­ლე­გებ­მა და­არ­ქვეს - "ომის გა­ერ­თი­ა­ნე­ბებ­მა“ უნდა და­ან­გრი­ონ სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტე­ბი და შემ­დეგ ახალ არ­ჩევ­ნებ­ში შე­იყ­ვა­ნონ ქვე­ყა­ნა - რა­ღაც დიდ გა­უ­გებ­რო­ბა­ში არი­ან. რაც მალე შე­ე­გუ­ე­ბი­ან რე­ა­ლო­ბას, მით უკე­თე­სი მის­თვის [სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის­თვის] და მის გარ­შე­მო შე­მოკ­რე­ბი­ლი "ლუ­ზე­რის­თვის“.

სამ­წუ­ხა­როდ, არც ერთი პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა არ არის ქვე­ყა­ნა­ში ვინც მშვი­დო­ბას, სტა­ბი­ლუ­რო­ბას და გან­ვი­თა­რე­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს. მე­ო­რე მხა­რის, რო­მე­ლიც ამ ქალ­ბა­ტო­ნის გარ­შე­მო შე­იკ­რი­ბა, არ­ჩე­ვის შემ­თხვე­ვა­ში ქვე­ყა­ნა­ში გარ­და­უ­ვა­ლი იქ­ნე­ბა ქა­ო­სი, არე­უ­ლო­ბა და ომი. ქარ­თველ­მა ხალ­ხმა გა­აზ­რე­ბუ­ლად აირ­ჩია მშვი­დო­ბა, სტა­ბი­ლუ­რო­ბა და გან­ვი­თა­რე­ბა. დღეს ხალ­ხს მშვი­დო­ბა სჭირ­დე­ბა. ჩვენ უამ­რა­ვი გა­მოწ­ვე­ვე­ბი გვაქვს და ჯერ კი­დევ და­უძ­ლე­ვე­ლი პრობ­ლე­მაა ჩვე­ნი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის ოკუ­პა­ცია და სხვა უამ­რა­ვი პრობ­ლე­მა რა­ზეც ფო­კუ­სი­რე­ბაა სა­ჭი­რო“, - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა სა­მოქ­მე­დო გეგ­მა - "ქარ­თუ­ლი ქარ­ტია” წა­რად­გი­ნა და პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ებს მის ირ­გვლივ შეკ­რე­ბას სთა­ვა­ზობს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"ჩაანაცვლეს ბელადი ახალი ბელადით, სალომე ზურაბიშვილით - დიდ გაუგებრობაში არიან" - ირაკლი ღარიბაშვილი "ქართულ ქარტიაზე"

"ჩაანაცვლეს ბელადი ახალი ბელადით, სალომე ზურაბიშვილით - დიდ გაუგებრობაში არიან" - ირაკლი ღარიბაშვილი "ქართულ ქარტიაზე"

"ეს მისი [სალომე ზურაბიშვილის] როლია, რომელიც მას თავად არ შეურჩევია, არამედ განუსაზღვრეს - საერთოდ რა ქარტიაზე საუბრობს ადამიანი, რომელსაც სულ რამდენიმე დღე დარჩენია პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე", - ამის შესახებ "ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სამოქმედო გეგმა - "ქართული ქარტიაზე” საუბრისას განაცხადა.

  • ღარიბაშვილის თქმით, დღეს ის ადამიანები, რომლებიც სალომე ზურაბიშვილს "რეზიდენტად“ მოიხსენიებდნენ, მის გარშემო ერთიანდებიან. როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, ოპოზიციამ თავად ჩაანაცვლა საკუთარი "ბელადი“ ახლით - სალომე ზურაბიშვილით და ახლა ისინი გაუგებრობაში არიან.

"ეს მისი [სალომე ზურაბიშვილის] როლია, რომელიც მას თავად არ შეურჩევია, არამედ განუსაზღვრეს. ჩემი გადმოსახედიდან ეს ძალიან დიდი გაუგებრობაა. საერთოდ რა ქარტიაზე საუბრობს ადამიანი, რომელსაც სულ რამდენიმე დღე დარჩენია პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე.

საზოგადოებას ერთი რამ მინდა შევახსენო, ჩვენ კარგად ვხედავთ რაც ხდება ამ ქარტიის გარშემო. ოპოზიციურ პარტიებს თავმოყვარეობა საერთოდ დაკარგული აქვთ. ის ადამიანები, რომლებიც სალომე ზურაბიშვილს "რეზიდენტად“ მოიხსენიებდნენ, დღეს მის გარშემო გაერთიანებული არიან, თავად ჩაანაცვლეს თავიანთი ბელადი ახალი ბელადით - სალომე ზურაბიშვილით და რაღაც დიდ გაუგებრობაში არიან. მე მოვისმინე მისი ეს ახალი შეთავაზება, რომ ჯერ ქართველ ხალხს და "ქართულ ოცნებას“ უნდა მოუგოს არჩევნები ამ ქაოსმა, როგორც ჩვენმა კოლეგებმა დაარქვეს - "ომის გაერთიანებებმა“ უნდა დაანგრიონ სახელმწიფო ინსტიტუტები და შემდეგ ახალ არჩევნებში შეიყვანონ ქვეყანა - რაღაც დიდ გაუგებრობაში არიან. რაც მალე შეეგუებიან რეალობას, მით უკეთესი მისთვის [სალომე ზურაბიშვილისთვის] და მის გარშემო შემოკრებილი "ლუზერისთვის“.

სამწუხაროდ, არც ერთი პოლიტიკური ძალა არ არის ქვეყანაში ვინც მშვიდობას, სტაბილურობას და განვითარებას უზრუნველყოფს. მეორე მხარის, რომელიც ამ ქალბატონის გარშემო შეიკრიბა, არჩევის შემთხვევაში ქვეყანაში გარდაუვალი იქნება ქაოსი, არეულობა და ომი. ქართველმა ხალხმა გააზრებულად აირჩია მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება. დღეს ხალხს მშვიდობა სჭირდება. ჩვენ უამრავი გამოწვევები გვაქვს და ჯერ კიდევ დაუძლეველი პრობლემაა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია და სხვა უამრავი პრობლემა რაზეც ფოკუსირებაა საჭირო“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სამოქმედო გეგმა - "ქართული ქარტია” წარადგინა და პოლიტიკურ პარტიებს მის ირგვლივ შეკრებას სთავაზობს.