ზაფხული დაიწყო, რაც იმას ნიშნავს, რომ წინ ბევრი საოცარი თავგადასავლები გველის! მაგრამ რა შეიძლება იყოს წიგნით თავგადასავალზე კარგი?
გამომცემლობა "პალიტრა L" გაძლევთ უნიკალურ შესაძლებლობას, მოემზადოთ ზაფხულის არდადეგებისთვის და შეავსოთ თქვენი ბიბლიოთეკა ფასდაკლებით!
მხოლოდ თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის დღეებში შეგიძლიათ შეიძინოთ წიგნები საუკეთესო ფასად და ისარგებლოთ საინტერესო შეთავაზებებით, გამომცემლობის სხვადასხვა პოპულარული სერიების წიგნებზე.
წიგნის ფესტივალის დასრულებამდე მხოლოდ ერთი დღე დარჩა!
გამომცემლობა "პალიტრა L" წიგნის ყველა მოყვარულს თავის სტენდთან ახალი გამოცემებითა და ბესტსელერების ფართო არჩევანით დახვდება: საბავშვო ლიტერატურა, წიგნები "ლიბერთინსის" სერიიდან - მოზარდებისთვის და სხვა, ახალი და უნიკალური გამოცემებით.
ფესტივალზე ასევე მიმდინარეობს შეხვედრები ავტორებთან და ახალი წიგნების პრეზენტაციები.
მოქმედებს სპეციალური შეთავაზებები წიგნებზე "პალიტრა L"-ის სხვადასხვა გამორჩეული სერიიდან, მათ შორის: „იკითხე ქართული XXI“, „კიდევ 15 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ“, რომელიც გახლავთ გაგრძელება პროექტისა: „50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ“ და სხვა.
წიგნის ფესტივალი 2 ივნისის ჩათვლით, “ექსპო ჯორჯიას” მე-5, მე-6 და მე-11 პავილიონებში ელის სტუმრებს მრავალფეროვანი ლიტერატურული პროგრამით.
არ გამოტოვოთ შანსი, მოასწარით მოიმარაგოთ საზაფხულო საკითხავი წიგნები, საუკეთესო შთაბეჭდილებებით სავსე ზაფხულისთვის.
გელოდებით Palitra L-ის სტენდთან!