თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის დასრულებამდე დარჩა მხოლოდ 1 დღე!

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის დასრულებამდე დარჩა მხოლოდ 1 დღე!

წიგნის ფესტივალი დასასრულს უახლოვდება! გამომცემლობა „პალიტრა L“ წიგნის ყველა მოყვარულს თავის სტენდთან იწვევს, სადაც ახალი პროდუქტებისა და ბესტსელერების ფართო არჩევანი დაგხვდებათ, ასევე ისარგებლებთ ფასდაკლებით მრავალ წიგნზე.

ტრადიციულად, „პალიტრა L“-მა წელსაც არაერთი საინტერესო შეთავაზება წარმოადგინა ფესტივალზე:

შეხვედრები ავტორებთან და ახალი წიგნების პრეზენტაცია, რომელიც ფესტივალის მსვლელობის პერიოდში მიმდინარეობს.

სპეციალური შეთავაზებები წიგნებზე „პალიტრა L“-ის სხვადასხვა სერიიდან, მათ შორის:

„იკითხე ქართული XXI“, „კიდევ 15 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ“, რომელიც გახლავთ გაგრძელება პროექტისა: „50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ“ და სხვა.

წიგნის ფესტივალი 2 ივნისის ჩათვლით, „ექსპო ჯორჯიას“ მე-5, მე-6 და მე-11 პავილიონებში ელის სტუმრებს მრავალფეროვანი ლიტერატურული პროგრამით.

არ გამოტოვოთ შანსი, შეავსოთ თქვენი ბიბლიოთეკა ახალი საინტერესო წიგნებით, ბიუჯეტურ ფასებში!

გელოდებით Palitra L-ის სტენდთან!

R