ნორბერიში, სტაფორდშირის შტატში, Pleasant View-ზე მდებარე ქონება აუქციონზე გაიყიდება. გავრცელებული ინფორმაციით, შენობა ოდესღაც ქალს ეკუთვნოდა, რომელიც 1980-იან წლებში გარდაიცვალა. მას შემდეგ, იქ აღარავის უცხოვრია. დღეს სახლი და მისი მიმდებარე ტერიტორია მთლიანად მცენარეებითაა დაფარული. მისი ღირებულება 140 000 ფუნტ სტერლინგს შეადგენს.
"პირველ სართულზე არის მისაღები ოთახი და ორი საძინებელი. სახლს ელექტროენერგია არ მიეწოდება. "ეს მიწა და სახლი იდეალურია ინვესტორებისთვის, მშენებლებისთვის და დეველოპერებისთვის." - აღნიშნულა აუქციონის განცხადებაში.
"ვიცით, რომ სახლი ბუჩქების უკან იმალება. სოფელში 27 წლის წინ გადმოვედით საცხოვრებლად და მას შემდეგ ასეთ მდგომარეობაშია. მხოლოდ ის ვიცით, რომ თავდაპირველი მფლობელი გარდაიცვალა. ხანდაზმული ქალი იყო. მისი სიკვდილის შემდეგ ქონება ორ ძმას გადაეცა, თუმცა მათ შესახებ არაფერი გვსმენია. ადგილობრივი მშენებლები მის ყიდვას წლების განმავლობაში ცდილობდნენ, თუმცა უშედეგოდ. მოდერნიზება და რეკონსტრუქცია ნამდვილად სჭირდება" - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
ინტერნეტში ამ ამბავს გამოხმაურება მოჰყვა. სოციალურ ქსელებში წერენ, რომ სახლი "სერიული მკვლელების საყვარელ ადგილს" წააგავს.