ავტორი:

პაპუაშვილი ლანდსბერგისს აკრიტიკებს და მას "ანტიქართულ ქცევაში" ადანაშაულებს

პაპუაშვილი ლანდსბერგისს აკრიტიკებს და მას "ანტიქართულ ქცევაში" ადანაშაულებს

არ ვიცი, შინაარსი რა იყო, თუმცა ჩვენ ვნახეთ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის ანტიქართული ქცევა საქართველოში, როდესაც ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციაზე სიტყვით გამოვიდა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ასეთი ანტიქართული განცხადებების ავტორი როდესაც არის საგარეო საქმეთა მინისტრი, გასაკვირი არ არის, რომ შეიძლება, ასეთ ქმედებებსაც ჰქონდეს ადგილი.

"მე მაშინაც ვთქვი, ჩვენ ლიეტუველი, ესტონელი, ლატვიელი ხალხის მიმართ გვაქვს განსაკუთრებული კავშირი და სითბო, თუმცა, როგორც ჩანს, არიან მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები. ვხედავთ, მათ შორის, მოქმედი მინისტრი მოგვიწოდებდა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისკენ და ამას სახავდა როგორც ჩვენი ევროპული მომავლის ერთ-ერთ წინაპირობად. მათ რომ ჰკითხოთ, მიხეილ სააკაშვილს გადააყოლებენ თავიანთი ხალხის და ჩვენი ხალხის მეგობრობას, მაგრამ ჩვენ როგორც გვერდში ვუდგავართ ლიეტუველ ხალხს, ასე დავუდგებით გვერდში. ხელისუფლებები მიდიან და მოდიან, აქედან გამომდინარე, ამაზე არ ვაწყობთ ჩვენს დამოკიდებულებას ლიეტუველი ხალხის მიმართ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ლიეტუვის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ანდრიუს კალინდრა დაიბარეს.

ამის შესახებ ინფორმაცია საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.

მათივე განმარტებით, ელჩის დაბარება "საქართველოში მიმდინარე პროცესებსა და გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებით ლიეტუვის მხარის პოზიციასა და ქმედებებთან დაკავშირებით“ მოხდა. "საქართველოს მხარემ ელჩს განუმარტა, რომ ლიეტუვის ოფიციალური პირების მიერ ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებები, ისევე როგორც საპროტესტო აქციაზე ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის მონაწილეობა, ასევე გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღების გამო ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს ელჩის დაბარება წარმოადგენს ქვეყნის შიდა საქმეებში უხეში ჩარევას და არ შეესაბამება ორ ქვეყანას შორის ტრადიციულად არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს.

შეხვედრაზე, მხარეებმა გამოთქვეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების პოზიტიურ დღის წესრიგში დაბრუნების იმედი და გამოითქვა მზაობა ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებმა განაგრძონ თანამშრომლობის მიმდინარე დღის წესრიგზე მუშაობა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ასევე: