ავტორი:

"რამდენიც არ უნდა ილაყბონ ნატო-ელებმა, პენსიაზე გასულმა ბებრებმა, ცხოვრება ბევრად უფრო საშინელია, ვიდრე ქარაფშუტა მსჯელობა, რომ რუსეთი ბირთვული იარაღს არ გამოიყენებს" - მედვედევი

"რამდენიც არ უნდა ილაყბონ ნატო-ელებმა, პენსიაზე გასულმა ბებრებმა, ცხოვრება ბევრად უფრო საშინელია, ვიდრე ქარაფშუტა მსჯელობა, რომ რუსეთი ბირთვული იარაღს არ გამოიყენებს" - მედვედევი

რაც არ უნდა ილაპარაკონ დასავლეთში, რომ რუსეთი არ გამოიყენებს არასტრატეგიულ ბირთვულ იარაღს, ცხოვრება ბევრად საშინელია, ვიდრე მათი ქარაფშუტა მსჯელობა, - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.

"რამდენიც არ უნდა ილაყბონ ნატო-ელებმა, პენსიაზე გასულმა ბებრებმა, რომ რუსეთი არასოდეს გამოიყენებს არასტრატეგიულ ბირთვულ იარაღს ყოფილ უკრაინაში და, მითუმეტეს, ნატო-ს ცალკეულ ქვეყნებში, ცხოვრება ბევრად უფრო საშინელია, ვიდრე მათი ქარაფშუტა მსჯელობა.

რამდენიმე წლის წინ ისინი ამტკიცებდნენ, რომ რუსეთი არ შევიდოდა ღია სამხედრო კონფლიქტში ბანდერას რეჟიმთან, რათა არ დაპირისპირებოდა დასავლეთს, არასწორად გათვალეს. ომი მიმდინარეობს“, - აღნიშნა მედვედევმა.