სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

29

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 11:10-ზე, მთვარე სასწორში გადავა 09:46-ზე – ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. არ არის რეკომენდებული ფულის გასესხება ან ვალის აღება. არ გადაიღალოთ, არ დარჩეთ სამსახურში გვიანობამდე. ხელსაყრელია კომუნიკაცია, მოლაპარაკებები და შეხვედრები. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
არ მოტყუვდეთ! რა უნდა ეწეროს ნამდვილ ყველს შეფუთვაზე
არ მოტყუვდეთ! რა უნდა ეწეროს ნამდვილ ყველს შეფუთვაზე

ყვე­ლი გემ­რი­ე­ლი და ნოყი­ე­რი პრო­დუქ­ტია, რო­მელ­საც მდი­და­რი ის­ტო­რია აქვს და მთელ მსოფ­ლი­ო­შია პო­პუ­ლა­რუ­ლი. ყვე­ლის შექ­მნის ის­ტო­რია ათა­სო­ბით წელს ით­ვლის. მთე­ლი ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში, ის მრა­ვა­ლი კულ­ტუ­რი­სა და სამ­ზა­რე­უ­ლოს გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლი გახ­და.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლი გან­სა­კუთ­რე­ბულ როლს თა­მა­შობს. ქარ­თუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო­ში, ყვე­ლი არა მხო­ლოდ საკ­ვე­ბი, არა­მედ ცხოვ­რე­ბის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია, ქარ­თუ­ლი სუფ­რის სა­ვალ­დე­ბუ­ლო ატ­რი­ბუ­ტი.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლის დამ­ზა­დე­ბა მხო­ლოდ ხე­ლო­ბა კი არა, წმინ­და მნიშ­ვნე­ლო­ბით აღ­სავ­სე რი­ტუ­ა­ლია. ტრა­დი­ცი­უ­ლად, ამ პრო­ცესს, რო­მე­ლიც გან­სა­კუთ­რე­ბულ სი­ზუს­ტეს მო­ი­თხოვს, ქა­ლე­ბი ახორ­ცი­ე­ლებ­დნენ. ყვე­ლის ამოყ­ვა­ნის ხე­ლოვ­ნე­ბა, რო­მე­ლიც რძეს არო­მა­ტულ პრო­დუქ­ტად აქ­ცევს, ნამ­დვილ ოს­ტა­ტო­ბას მო­ი­თხოვს. რძის მოწ­ვე­ლამ­დე, ძრო­ხებს გულ­დას­მით უვ­ლი­ან, რად­გან რძის ხა­რის­ხი პირ­და­პირ გავ­ლე­ნას ახ­დენს მო­მა­ვა­ლი ყვე­ლის გე­მო­ზე. იმ შემ­თხვე­ვა­ში კი, თუ ყვე­ლის ამოყ­ვა­ნა სა­წარ­მო­ში ხდე­ბა, ყვე­ლის სა­წარ­მო უნაკ­ლოდ სუფ­თა და სტე­რი­ლუ­რი უნდა იყოს, რად­გან სწო­რედ აქ იბა­დე­ბა ქარ­თუ­ლი სას­წა­უ­ლი - არო­მა­ტუ­ლი, გემ­რი­ე­ლი და ნოყი­ე­რი ყვე­ლი.

ქარ­თუ­ლი ყვე­ლის რამ­დე­ნი­მე ასე­უ­ლი სა­ხე­ო­ბა არ­სე­ბობს, თუმ­ცა, მათ­გან გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პო­პუ­ლა­რუ­ლო­ბით ძი­რი­თა­დად სულ­გუ­ნი, იმე­რუ­ლი და ქარ­ხნუ­ლი ყვე­ლი სარ­გებ­ლობს.

რო­გორ უნდა ამო­ვიც­ნოთ ყვე­ლი ნამ­დვი­ლია თუ არა და არ შე­ვი­ძი­ნოთ შემ­თხვე­ვით, რძის ფხვნი­ლის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტი. აქ, სა­უ­ბა­რია ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი, ქარ­ხნუ­ლი წარ­მო­ე­ბის წე­სით დამ­ზა­დე­ბულ პრო­დუქ­ცი­ა­ზე, რო­მე­ლიც ეტი­კე­ტი­რე­ბის დად­გე­ნილ წე­სებს ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა.

აუ­ცი­ლებ­ლად უნდა წა­ი­კი­თხოთ პრო­დუქ­ტის შე­მად­გენ­ლო­ბა ეტი­კეტ­ზე. თუ პრო­დუქ­ტი დამ­ზა­დე­ბუ­ლია ნედ­ლი რძის­გან, მხო­ლოდ მაგ შემ­თხვე­ვა­ში აქვს მწარ­მო­ე­ბელს უფ­ლე­ბა, ეტი­კეტ­ზე, აღ­წე­რა­ში და­წე­როს სი­ტყვა „ყვე­ლი“. მა­ში­ნაც კი, თუ პრო­დუქტს სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ხე­ლი აქვს მი­ნი­ჭე­ბუ­ლი, მა­გა­ლი­თად „იმე­რუ­ლი“, „ქარ­ხნის“ და ა.შ. გარ­კვე­ვით უნდა ეწე­როს შე­მად­გენ­ლო­ბა­ში, რომ ის არის ყვე­ლი.

თუ პრო­დუქტს არ აწე­რია „ყვე­ლი“, ეს ნიშ­ნავს, რომ საქ­მე გვაქვს ყველ­თან ასო­ცი­რე­ბულ რა­ი­მე სა­ხე­ო­ბას­თან. გა­მო­ნაკ­ლი­სია სულ­გუ­ნი, სა­დაც მწარ­მო­ე­ბელს შე­უძ­ლია არ­ჩე­ვა­ნი გა­ა­კე­თოს, კერ­ძოდ და­ა­წე­როს თუ არა. და­საშ­ვე­ბია პრო­დუქ­ტის პირ­და­პირ სულ­გუ­ნის სა­ხე­ლით წარ­დგე­ნა, რად­გან თა­ვად სულ­გუ­ნის სა­ხელ­ში მო­ი­აზ­რე­ბა, რომ პრო­დუქ­ტი დამ­ზა­დე­ბუ­ლია ნედ­ლი რძის­გან. და­უშ­ვე­ბე­ლია სულ­გუ­ნის აღ­დგე­ნი­ლი რძის­გან დამ­ზა­დე­ბა. სა­გე­მოვ­ნო თვი­სე­ბე­ბით სულ­გუნს ნედ­ლი რძი­სა და ნა­ღე­ბის მა­დის აღ­მძვრე­ლი სურ­ნე­ლი უნდა დაჰ­ყვე­ბო­დეს, ხოლო შე­ბო­ლილ სულ­გუნს და­მა­ხი­ა­სი­ა­თე­ბე­ლი ბო­ლის სუნი.

სულ­გუნს მი­ნი­ჭე­ბუ­ლი აქვს „და­ცუ­ლი გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი აღ­ნიშ­ვნა“ და მისი ამ სტა­ტუ­სით დაც­ვა, ძი­რი­თა­დად ეფუძ­ნე­ბა მისი, რო­გორც ქარ­თუ­ლი წარ­მო­შო­ბის პრო­დუქ­ტის რე­პუ­ტა­ცი­ას.

ქარ­თულ ბა­ზარ­ზე ყვე­ლის ძა­ლი­ან დიდი არ­ჩე­ვა­ნია წარ­მოდ­გე­ნი­ლი. აღა­რა­ვინ და­ვობს იმა­ზე, რომ უსაფრ­თხო­ე­ბის თვალ­საზ­რი­სით, სა­წარ­მო­ში, სრუ­ლი წე­სე­ბის დაც­ვით დამ­ზა­დე­ბუ­ლი ყვე­ლი ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის გა­ცი­ლე­ბით უსაფრ­თხოა, ვიდ­რე ხე­ლით ამოყ­ვა­ნი­ლი და ქუ­ჩა­ში ან ბა­ზარ­ში შე­ძე­ნი­ლი. თუმ­ცა, და­ზუს­ტე­ბით ვერც იმას ვი­ტყვით, რომ ყვე­ლა სა­წარ­მო­ში დამ­ზა­დე­ბუ­ლი ყვე­ლი აკ­მა­ყო­ფი­ლებს ხა­რის­ხის სტან­დარ­ტებს, რად­გან ქარ­თულ ბა­ზარ­ზე ბევ­რი ყველ­თან მიმსგავ­სე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტია, რო­მელ­საც ნამ­დვილ ყველ­თან ვი­ზუ­ა­ლუ­რი მსგავ­სე­ბის გარ­და, სა­ერ­თო არა­ფე­რი აქვს. ყვე­ლის ხა­რის­ხის კონ­ტრო­ლი უნდა ხორ­ცი­ელ­დე­ბო­დეს მწარ­მო­ებ­ლის მიერ. უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია, პრო­ცე­სე­ბი ავ­ტო­მა­ტი­ზე­ბუ­ლი იყოს, მუ­შა­ხე­ლის ჩარ­თუ­ლო­ბა მი­ნი­მუ­მამ­დე დაყ­ვა­ნი­ლი.

სა­წარ­მო­ში, აუ­ცი­ლე­ბე­ლია მო­წო­დე­ბუ­ლი რძის ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კონ­ტრო­ლი, რაც სა­ბო­ლოო პრო­დუქ­ტის ხა­რის­ხის გა­რან­ტი­აა და პრო­დუქ­ტი რის­კე­ბის­გან სრუ­ლად და­ცუ­ლი იქ­ნე­ბა.

გთხოვთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღოთ გა­მო­კი­თხვა­ში და და­ა­ფიქ­სი­როთ თქვე­ნი აზრი:

myquiz

NS

ავტორი:

არ მოტყუვდეთ! რა უნდა ეწეროს ნამდვილ ყველს შეფუთვაზე

არ მოტყუვდეთ! რა უნდა ეწეროს ნამდვილ ყველს შეფუთვაზე

ყველი გემრიელი და ნოყიერი პროდუქტია, რომელსაც მდიდარი ისტორია აქვს და მთელ მსოფლიოშია პოპულარული. ყველის შექმნის ისტორია ათასობით წელს ითვლის. მთელი ამ ხნის განმავლობაში, ის მრავალი კულტურისა და სამზარეულოს განუყოფელი ნაწილი გახდა.

საქართველოში ყველი განსაკუთრებულ როლს თამაშობს. ქართული სამზარეულოში, ყველი არა მხოლოდ საკვები, არამედ ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, ქართული სუფრის სავალდებულო ატრიბუტი.

საქართველოში ყველის დამზადება მხოლოდ ხელობა კი არა, წმინდა მნიშვნელობით აღსავსე რიტუალია. ტრადიციულად, ამ პროცესს, რომელიც განსაკუთრებულ სიზუსტეს მოითხოვს, ქალები ახორციელებდნენ. ყველის ამოყვანის ხელოვნება, რომელიც რძეს არომატულ პროდუქტად აქცევს, ნამდვილ ოსტატობას მოითხოვს. რძის მოწველამდე, ძროხებს გულდასმით უვლიან, რადგან რძის ხარისხი პირდაპირ გავლენას ახდენს მომავალი ყველის გემოზე. იმ შემთხვევაში კი, თუ ყველის ამოყვანა საწარმოში ხდება, ყველის საწარმო უნაკლოდ სუფთა და სტერილური უნდა იყოს, რადგან სწორედ აქ იბადება ქართული სასწაული - არომატული, გემრიელი და ნოყიერი ყველი.

ქართული ყველის რამდენიმე ასეული სახეობა არსებობს, თუმცა, მათგან განსაკუთრებული პოპულარულობით ძირითადად სულგუნი, იმერული და ქარხნული ყველი სარგებლობს.

როგორ უნდა ამოვიცნოთ ყველი ნამდვილია თუ არა და არ შევიძინოთ შემთხვევით, რძის ფხვნილისგან დამზადებული პროდუქტი. აქ, საუბარია ორგანიზებული, ქარხნული წარმოების წესით დამზადებულ პროდუქციაზე, რომელიც ეტიკეტირების დადგენილ წესებს ექვემდებარება.

აუცილებლად უნდა წაიკითხოთ პროდუქტის შემადგენლობა ეტიკეტზე. თუ პროდუქტი დამზადებულია ნედლი რძისგან, მხოლოდ მაგ შემთხვევაში აქვს მწარმოებელს უფლება, ეტიკეტზე, აღწერაში დაწეროს სიტყვა „ყველი“. მაშინაც კი, თუ პროდუქტს სპეციალური სახელი აქვს მინიჭებული, მაგალითად „იმერული“, „ქარხნის“ და ა.შ. გარკვევით უნდა ეწეროს შემადგენლობაში, რომ ის არის ყველი.

თუ პროდუქტს არ აწერია „ყველი“, ეს ნიშნავს, რომ საქმე გვაქვს ყველთან ასოცირებულ რაიმე სახეობასთან. გამონაკლისია სულგუნი, სადაც მწარმოებელს შეუძლია არჩევანი გააკეთოს, კერძოდ დააწეროს თუ არა. დასაშვებია პროდუქტის პირდაპირ სულგუნის სახელით წარდგენა, რადგან თავად სულგუნის სახელში მოიაზრება, რომ პროდუქტი დამზადებულია ნედლი რძისგან. დაუშვებელია სულგუნის აღდგენილი რძისგან დამზადება. საგემოვნო თვისებებით სულგუნს ნედლი რძისა და ნაღების მადის აღმძვრელი სურნელი უნდა დაჰყვებოდეს, ხოლო შებოლილ სულგუნს დამახიასიათებელი ბოლის სუნი.

სულგუნს მინიჭებული აქვს „დაცული გეოგრაფიული აღნიშვნა“ და მისი ამ სტატუსით დაცვა, ძირითადად ეფუძნება მისი, როგორც ქართული წარმოშობის პროდუქტის რეპუტაციას.

ქართულ ბაზარზე ყველის ძალიან დიდი არჩევანია წარმოდგენილი. აღარავინ დავობს იმაზე, რომ უსაფრთხოების თვალსაზრისით, საწარმოში, სრული წესების დაცვით დამზადებული ყველი ჯანმრთელობისთვის გაცილებით უსაფრთხოა, ვიდრე ხელით ამოყვანილი და ქუჩაში ან ბაზარში შეძენილი. თუმცა, დაზუსტებით ვერც იმას ვიტყვით, რომ ყველა საწარმოში დამზადებული ყველი აკმაყოფილებს ხარისხის სტანდარტებს, რადგან ქართულ ბაზარზე ბევრი ყველთან მიმსგავსებული პროდუქტია, რომელსაც ნამდვილ ყველთან ვიზუალური მსგავსების გარდა, საერთო არაფერი აქვს. ყველის ხარისხის კონტროლი უნდა ხორციელდებოდეს მწარმოებლის მიერ. უმნიშვნელოვანესია, პროცესები ავტომატიზებული იყოს, მუშახელის ჩართულობა მინიმუმამდე დაყვანილი.

საწარმოში, აუცილებელია მოწოდებული რძის ლაბორატორიული კონტროლი, რაც საბოლოო პროდუქტის ხარისხის გარანტიაა და პროდუქტი რისკებისგან სრულად დაცული იქნება.

გთხოვთ მონაწილეობა მიიღოთ გამოკითხვაში და დააფიქსიროთ თქვენი აზრი:

<div class="palettepq_container" data-href="https://myquiz.ge/poll/view/o5yX9jov1Adpig/" data-palettepq="o5yX9jov1Adpig"><span style="display: none;">myquiz</span></div>

NS