მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ქერჩის გადასასვლელი ATACMS-ის რაკეტებით დაბომბეს
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ქერჩის გადასასვლელი ATACMS-ის რაკეტებით დაბომბეს

უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის გან­ცხა­დე­ბით, უკ­რა­ი­ნელ­მა სამ­ხედ­რო­ებ­მა, ხუთ­შა­ბათს ღა­მით, ქერ­ჩის სა­ბორ­ნე გა­და­სას­ვლე­ლი და­ბომ­ბეს.

  • რო­გორც ან­გა­რიშ­შია ნათ­ქვა­მი, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ზი­ა­ნი მი­ად­გა ორ ბო­რანს, რომ­ლე­ბიც სარ­კი­ნიგ­ზო და სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გა­და­ზიდ­ვებს ახორ­ცი­ე­ლებ­დნენ. მოხ­სე­ნე­ბა­ში ასე­ვე აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ობი­ექ­ტი და­ფა­რუ­ლი იყო პან­ცი­რის, თო­რი­სა და ტრი­უმ­ფის სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვის სის­ტე­მე­ბით, მაგ­რამ ამე­რი­კუ­ლი წარ­მო­ე­ბის რა­კე­ტებ­მა "წარ­მა­ტე­ბით გა­და­ლა­ხეს რუ­სუ­ლი ჯა­რე­ბის "უახ­ლე­სი“ სა­ზე­ნი­ტო ფარი“.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, თავ­დას­ხმა ამე­რი­კუ­ლი ATACMS რა­კე­ტე­ბით გან­ხორ­ცი­ელ­და. რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბით, აზო­ვის ზღვა­ზე რვა ამე­რი­კუ­ლი ATACMS ოპე­რა­ტი­ულ-ტაქ­ტი­კუ­რი რა­კე­ტა ჩა­მო­აგ­დეს.

ბოლო ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში რუ­სე­თის მიერ ანექ­სი­რე­ბულ ყი­რიმ­ზე რამ­დენ­ჯერ­მე გან­ხორ­ცი­ელ­და თავ­დას­ხმა ATACMS-ის რა­კე­ტე­ბით. 15 მა­ისს ნა­ხე­ვარ­კუნ­ძუ­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ათი ATACMS რა­კე­ტა ჩა­მო­აგ­დეს. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ბელ­ბე­კის სამ­ხედ­რო აე­როდ­რომს ორ­ჯერ და­ესხნენ თავს, რის შე­დე­გა­დაც საწ­ვა­ვის სა­ცა­ვი გა­ნად­გურ­და. 24 მა­ისს სიმ­ფე­რო­პო­ლის რე­გი­ონ­ში სა­რა­კე­ტო თავ­დას­ხმის დროს, ორი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ქერჩის გადასასვლელი ATACMS-ის რაკეტებით დაბომბეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ქერჩის გადასასვლელი ATACMS-ის რაკეტებით დაბომბეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, უკრაინელმა სამხედროებმა, ხუთშაბათს ღამით, ქერჩის საბორნე გადასასვლელი დაბომბეს.

  • როგორც ანგარიშშია ნათქვამი, მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა ორ ბორანს, რომლებიც სარკინიგზო და საავტომობილო გადაზიდვებს ახორციელებდნენ. მოხსენებაში ასევე აღნიშნულია, რომ ობიექტი დაფარული იყო პანცირის, თორისა და ტრიუმფის საჰაერო თავდაცვის სისტემებით, მაგრამ ამერიკული წარმოების რაკეტებმა "წარმატებით გადალახეს რუსული ჯარების "უახლესი“ საზენიტო ფარი“.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმა ამერიკული ATACMS რაკეტებით განხორციელდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, აზოვის ზღვაზე რვა ამერიკული ATACMS ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტა ჩამოაგდეს.

ბოლო ორი კვირის განმავლობაში რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმზე რამდენჯერმე განხორციელდა თავდასხმა ATACMS-ის რაკეტებით. 15 მაისს ნახევარკუნძულის ტერიტორიაზე ათი ATACMS რაკეტა ჩამოაგდეს. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ბელბეკის სამხედრო აეროდრომს ორჯერ დაესხნენ თავს, რის შედეგადაც საწვავის საცავი განადგურდა. 24 მაისს სიმფეროპოლის რეგიონში სარაკეტო თავდასხმის დროს, ორი ადამიანი დაიღუპა.