პოლიტიკა
Faceამბები
მოზაიკა

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"წერენ, რომ ვარ სამარცხვინო პოზიციაზე, "დამლაიქებლებს" შორის მეგობრები აღმომიჩენია - თუ პოლიტიკურ ტრიბუნაზე არ დგახარ, განსხვავებულ პოზიციაზე მდგომად აღგიქვამენ" - ნანუკა გულუა
"წერენ, რომ ვარ სამარცხვინო პოზიციაზე, "დამლაიქებლებს" შორის მეგობრები აღმომიჩენია - თუ პოლიტიკურ ტრიბუნაზე არ დგახარ, განსხვავებულ პოზიციაზე მდგომად აღგიქვამენ" - ნანუკა გულუა

სა­ზო­გა­დო­ე­ბის ორ ნა­წი­ლად გა­ყო­ფა, ქვე­ყა­ნა­ში გა­მე­ფე­ბუ­ლი აგ­რე­სია, ერ­თმა­ნე­თის­თვის მი­წე­ბე­ბუ­ლი იარ­ლი­ყე­ბი, სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში თუ პი­რად სა­უბ­რებ­ში არ­სე­ბუ­ლი სი­ძულ­ვი­ლის ენა... დღეს ასე რომ არის დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში, ეს ბევ­რის­თვის ამა­ღელ­ვე­ბე­ლია. გა­გაც­ნობთ, რას ფიქ­რო­ბენ ამ მან­კი­ე­რე­ბებ­ზე ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი...

ნა­ნუ­კა გუ­ლუა, მსა­ხი­ო­ბი, ტე­ლე­წამ­ყვა­ნი:

- ის მდგო­მა­რე­ო­ბა, რო­მე­ლიც დღეს ქვე­ყა­ნა­შია, არა­ნორ­მა­ლუ­რად მტკივ­ნე­უ­ლია. ნე­ბის­მი­ერ რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბულ აზრს პა­ტი­ვის­ცე­მით ვე­კი­დე­ბი, შე­იძ­ლე­ბა ეს აზრი იყოს პო­ლი­ტი­კუ­რი, რე­ლი­გი­უ­რი ან პი­რად ცხოვ­რე­ბას ეხე­ბო­დეს. ვცდი­ლობ ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე არ იმოქ­მე­დოს. შეძ­რუ­ლი ვარ იმით, რაც ახლა ხდე­ბა: ოჯა­ხის წევ­რე­ბი, მე­გობ­რე­ბი ერ­თმა­ნეთს გა­და­ე­კიდ­ნენ და არ ვიცი, ეს რისი ბრა­ლია. გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზრი ამ ქვე­ყა­ნა­ში ყო­ველ­თვის იყო, მაგ­რამ ერ­თმა­ნეთ­თან ასე­თი და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლე­ბი არ ვყო­ფილ­ვართ, ყვე­ლა­ნა­ირ ზღვარს გა­და­ვე­დით. იქ, სა­დაც იწყე­ბა შე­უ­რა­ცხყო­ფა, მთავ­რდე­ბა აზ­რის პა­ტი­ვის­ცე­მა.

- ეს რა­დი­კა­ლიზ­მი რამ გა­მო­იწ­ვია?

- ხალ­ხი ძა­ლი­ან გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლია, სა­კუ­თა­რი მიზ­ნე­ბის­კენ ვერ მი­დი­ან ან არ მი­დი­ან. არ­სე­ბო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც უნ­დათ წარ­მა­ტე­ბას იო­ლად მი­აღ­წი­ონ, ეს არ ხდე­ბა და მერე სხვის წარ­მა­ტე­ბა­ზე ღი­ზი­ან­დე­ბი­ან. აზრი, რო­მე­ლიც შენ გაქვს, გგო­ნია ჭეშ­მა­რი­ტე­ბა; გგო­ნია, რომ მე­ო­რე აზრი არ არ­სე­ბობს, მაგ­რამ შენ შენს ჭეშ­მა­რი­ტე­ბას ვერ ამ­ტკი­ცებ და მერე ღი­ზი­ან­დე­ბი სამ­ყა­რო­ზე, ამას პი­რად და­მარ­ცხე­ბად აღიქ­ვამ. ადა­მი­ა­ნებს ფსი­ქი­კა ძა­ლი­ან და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი აქვთ.

- ნა­ნუ­კა, პი­რა­დი გა­მოც­დი­ლე­ბით, რა შე­გიძ­ლი­ათ თქვათ, აგ­რე­სი­უ­ლი თავ­დას­ხმე­ბი გქო­ნი­ათ?

- ნაკ­ლე­ბად, მად­ლო­ბა ღმერ­თს ამის­თვის. ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბა არ არის მომ­წი­ფე­ბუ­ლი ნე­ბის­მი­ე­რი აზ­რის მო­სას­მე­ნად. როცა შენ ბუ­ლინ­გი და გა­დავ­ლა გტკი­ვა, რა­ღაც­ნა­ი­რად უნდა შეძ­ლო და სათ­ქმე­ლი მო­ზო­მო, მაგ­რამ არის კა­ტე­გო­რია, რო­მელ­თა­ნაც ეს მო­ზომ­ვაც არ ჭრის, მა­ინც გა­და­გივ­ლის. გულ­სატ­კე­ნი კო­მენ­ტა­რე­ბი ჩემ­ზეც და­უ­წე­რი­ათ. შევ­ნიშ­ნე ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც და­უნ­დობ­ლე­ბი არი­ან სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში, თავს უფ­ლე­ბას აძ­ლე­ვენ, ჭკუა და­გა­რი­გონ ან გაგ­ლან­ძღონ, ისი­ნი პი­რა­დად რომ გხვდე­ბი­ან, არა­ფერს გე­უბ­ნე­ბი­ან, მხნე­ო­ბა არ ჰყოფ­ნით, იცი­ან, რომ არას­წო­რე­ბი არი­ან.

- რო­გორ უნდა და­იძ­ლი­ოს ეს მან­კი­ე­რე­ბა?

- ბევ­რი სით­ბო­თი, სიყ­ვა­რუ­ლით, მო­ფე­რე­ბით. როცა პი­როვ­ნე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით აგ­რე­სი­უ­ლია, ადა­მი­ა­ნის მოფრ­თხი­ლე­ბა არ შე­უძ­ლია, იმა­ზე მი­ა­ნიშ­ნებს, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი თა­ვად მას აკ­ლია.

- რა როლს ას­რუ­ლებს პო­ლი­ტი­კა სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­პი­რის­პი­რე­ბა­ში?

- ამ თე­მა­ზე პირ­ვე­ლად ვლა­პა­რა­კობ. ჩემი მტკი­ცე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა, არას­დროს არც ერთი პო­ლი­ტი­კუ­რი გან­ცხა­დე­ბა არ გა­ვა­კე­თო, მაგ­რამ ეს არ ნიშ­ნავს იმას, რომ სა­კუ­თა­რი მო­საზ­რე­ბა არ გა­მაჩ­ნია. ძა­ლი­ან ვფრ­თხი­ლობ, არ ვარ პო­ლი­ტი­კა­ში სა­ფუძ­ვლი­ა­ნად ჩა­ხე­დუ­ლი, არც - ანა­ლი­ტი­კო­სი და სა­კუ­თარ თავს არ ვაძ­ლევ უფ­ლე­ბას, რომ ჩემი მო­საზ­რე­ბე­ბი მუდ­მი­ვად ვა­ფიქ­სი­რო. ცვა­ლე­ბა­დი მაქვს ეს მო­საზ­რე­ბე­ბიც. მე არ მე­ვა­ლე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბის გა­კე­თე­ბა. დე­ბა­ტებ­ში ვერ ვიქ­ნე­ბი ძლი­ე­რი, ამი­ტომ თავს ვი­კა­ვებ. არ მომ­წონს ჩემი კო­ლე­გე­ბი პო­ლი­ტი­კუ­რად ან­გა­ჟი­რე­ბუ­ლე­ბი რომ არი­ან (არა აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, რო­მე­ლი მხა­რეა), სა­ჯა­რო სივ­რცე­ებ­ში გა­მო­დი­ან და გან­ცხა­დე­ბებს აკე­თე­ბენ, პოს­ტებს დე­ბენ, მერე ვხე­დავ, მათ პო­ლი­ტი­კა­ში რო­გორ სჯაბ­ნი­ან. ამი­ტომ სა­კი­თხზე, რო­მელ­ზეც დი­ლე­ტან­ტის მერ­ყე­ვი აზრი მაქვს და კომ­პე­ტენ­ცია მაკ­ლია, არ ვარ ვალ­დე­ბუ­ლი, ღიად ვი­ლა­პა­რა­კო. რაც ზუს­ტად ვიცი, ის არის, რომ ევ­რო­პის­კენ მინ­და წა­ვი­დეს ეს ქვე­ყა­ნა; ვიცი, რომ რუ­სე­თი ჩვე­ნი მტე­რია, ოკუ­პან­ტია - ეს ის სა­კი­თხე­ბია, რა­ზეც კი­თხვის ნიშ­ნე­ბი არ მაქვს და ყველ­გან ყო­ველ­თვის ვი­ტყვი ჩემს მო­საზ­რე­ბას.

- ადა­მი­ა­ნე­ბის ერთი ჯგუ­ფის­გან იყო ზე­წო­ლა, ცნო­ბი­ლებს პო­ლი­ტი­კუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი სა­ჯა­როდ გა­ე­კე­თე­ბი­ნათ.

- სა­მეგ­რე­ლო­ში 90-იან წლებ­ში გა­ვი­ზარ­დე და ფა­ნა­ტიზ­მის სტრე­სი მაქვს. ფა­ნა­ტიზ­მი არ არის სწო­რი, არ შე­იძ­ლე­ბა ასე შე­პყრო­ბი­ლი იყო. ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნის მი­სა­მარ­თით უპა­ტივ­ცე­მუ­ლო­ბა, მისი მო­საზ­რე­ბის გა­მო­ხატ­ვის გამო, არას­წო­რია. ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლია რომ შე­ა­ვიწ­რო­ეს, არ და­ფიქ­სირ­და ის, რაც მათ უნ­დო­დათ. ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას თა­ვი­სი საქ­მე აქვს, რო­მელ­საც დი­დე­ბუ­ლად აკე­თებს. ეს ბიჭი არ არის ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის პო­ლი­ტი­კუ­რი ამინ­დის შემ­ქმნე­ლი, ის არ არის ვალ­დე­ბუ­ლი, სა­კუ­თა­რი აზრი სა­ჯა­როდ გა­მოთ­ქვას.

- ზე­წო­ლა თქვენ­ზე ყო­ფი­ლა?

- რო­გორ არ ყო­ფი­ლა, ზე­წო­ლა ყვე­ლა­ზე არის, ვინც არ გა­მო­ხა­ტავს პო­ლი­ტი­კურ სიმ­პა­თი­ას და არ არის რო­მე­ლი­მე მხა­რე. მე არ ვარ მხა­რე და არ მინ­და, ისეთ თე­მა­ზე ვი­ლა­პა­რა­კო, რო­მელ­ზეც სხვა დამ­ჩაგ­რავს ან მარ­ტი­ვად გა­და­მარ­წმუ­ნებს.

- პო­ლი­ტი­კამ მე­გობ­რე­ბი და­ა­პი­რის­პი­რაო, აღ­ნიშ­ნეთ. მსგავს ფაქტს თქვენს შემ­თხვე­ვა­ში ჰქონ­და ად­გი­ლი?

- თუ რამ მწყინს, ისაა, რომ ზო­გი­ერ­თი მე­გო­ბა­რი, რო­მელ­მაც ზუს­ტად იცის ჩემი პო­ზი­ცია, არას­წო­რად იქ­ცე­ვა.

- უფრო კონ­კრე­ტუ­ლად?

- არის ხოლ­მე შემ­თხვე­ვა, როცა აბ­სო­ლუ­ტუ­რად აზრს მოკ­ლე­ბუ­ლად და და­უმ­სა­ხუ­რებ­ლად, არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო პოს­ტებ­ზე ვარ და­თა­გუ­ლი და "დამ­ლა­ი­ქებ­ლებს" შო­რის ჩემი მე­გობ­რე­ბი აღ­მო­მი­ჩე­ნია. ისი­ნი ამით მე მა­ზი­ა­ნე­ბენ და მო­რა­ლუ­რად მკლა­ვენ.

- ამ პოს­ტე­ბის ში­ნა­არ­სი რა არის?

- წე­რენ, რომ მე ვარ სა­მარ­ცხვი­ნო პო­ზი­ცი­ა­ზე, თუმ­ცა იმ ადა­მი­ა­ნებ­მა ჩემი პო­ზი­ცია სა­ერ­თოდ არ იცი­ან. თუ პო­ლი­ტი­კურ ტრი­ბუ­ნა­ზე არ დგა­ხარ, უკვე მათ­გან გან­სხვა­ვე­ბულ პო­ზი­ცი­ა­ზე მდგო­მად აღ­გიქ­ვა­მენ და გარ­ცხვე­ნენ.

- იმ მე­გობ­რებ­თან, რომ­ლე­ბიც მსგავს პოს­ტებს იწო­ნე­ბენ, ალ­ბათ ლა­პა­რა­კი გქონ­დათ ამ თე­მა­ზე. რა აქვთ მათ თქვენ­თვის სათ­ქმე­ლი?

- რა თქმა უნდა, მი­ლა­პა­რა­კია. მათ სათ­ქმე­ლი არა­ფე­რი აქვთ ან სათ­ქმე­ლი ბუნ­დო­ვა­ნია. ისი­ნი ვერ მე­უბ­ნე­ბი­ან, რომ ვიმ­სა­ხუ­რებ იმის თქმას, რაც მო­ი­წო­ნეს.

- ეს ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე გავ­ლე­ნას არ ახ­დენს?

- იმ მო­მენ­ტში ახ­დენს, იმ წუთ­ში მტკი­ვა, მაგ­რამ... მერე სიყ­ვა­რუ­ლი, მო­გო­ნე­ბე­ბი წუ­თი­ერ ან­გა­ჟი­რე­ბას ანაც­ვლებს ხოლ­მე. ამ დიდ თა­მა­შებ­ში, რომ­ლე­ბიც სა­დღაც აფიქ­რდე­ბათ და იწე­რე­ბა, ჩვენ გა­დამ­წყვეტ როლს ვერ შე­ვას­რუ­ლებთ. ერ­თმა­ნეთ­თან ჩხუ­ბით და შე­უ­რა­ცხყო­ფით ვე­რა­ფერს შევ­ცვლით!...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

"წერენ, რომ ვარ სამარცხვინო პოზიციაზე, "დამლაიქებლებს" შორის მეგობრები აღმომიჩენია - თუ პოლიტიკურ ტრიბუნაზე არ დგახარ, განსხვავებულ პოზიციაზე მდგომად აღგიქვამენ" - ნანუკა გულუა

"წერენ, რომ ვარ სამარცხვინო პოზიციაზე, "დამლაიქებლებს" შორის მეგობრები აღმომიჩენია - თუ პოლიტიკურ ტრიბუნაზე არ დგახარ, განსხვავებულ პოზიციაზე მდგომად აღგიქვამენ" - ნანუკა გულუა

საზოგადოების ორ ნაწილად გაყოფა, ქვეყანაში გამეფებული აგრესია, ერთმანეთისთვის მიწებებული იარლიყები, სოციალურ ქსელებში თუ პირად საუბრებში არსებული სიძულვილის ენა... დღეს ასე რომ არის დამკვიდრებული ჩვენს ქვეყანაში, ეს ბევრისთვის ამაღელვებელია. გაგაცნობთ, რას ფიქრობენ ამ მანკიერებებზე ცნობილი ადამიანები...

ნანუკა გულუა, მსახიობი, ტელეწამყვანი:

- ის მდგომარეობა, რომელიც დღეს ქვეყანაშია, არანორმალურად მტკივნეულია. ნებისმიერ რადიკალურად განსხვავებულ აზრს პატივისცემით ვეკიდები, შეიძლება ეს აზრი იყოს პოლიტიკური, რელიგიური ან პირად ცხოვრებას ეხებოდეს. ვცდილობ ადამიანებთან ურთიერთობაზე არ იმოქმედოს. შეძრული ვარ იმით, რაც ახლა ხდება: ოჯახის წევრები, მეგობრები ერთმანეთს გადაეკიდნენ და არ ვიცი, ეს რისი ბრალია. განსხვავებული აზრი ამ ქვეყანაში ყოველთვის იყო, მაგრამ ერთმანეთთან ასეთი დაპირისპირებულები არ ვყოფილვართ, ყველანაირ ზღვარს გადავედით. იქ, სადაც იწყება შეურაცხყოფა, მთავრდება აზრის პატივისცემა.

- ეს რადიკალიზმი რამ გამოიწვია?

- ხალხი ძალიან გაღიზიანებულია, საკუთარი მიზნებისკენ ვერ მიდიან ან არ მიდიან. არსებობენ ადამიანები, რომლებსაც უნდათ წარმატებას იოლად მიაღწიონ, ეს არ ხდება და მერე სხვის წარმატებაზე ღიზიანდებიან. აზრი, რომელიც შენ გაქვს, გგონია ჭეშმარიტება; გგონია, რომ მეორე აზრი არ არსებობს, მაგრამ შენ შენს ჭეშმარიტებას ვერ ამტკიცებ და მერე ღიზიანდები სამყაროზე, ამას პირად დამარცხებად აღიქვამ. ადამიანებს ფსიქიკა ძალიან დაზიანებული აქვთ.

- ნანუკა, პირადი გამოცდილებით, რა შეგიძლიათ თქვათ, აგრესიული თავდასხმები გქონიათ?

- ნაკლებად, მადლობა ღმერთს ამისთვის. ჩვენი საზოგადოება არ არის მომწიფებული ნებისმიერი აზრის მოსასმენად. როცა შენ ბულინგი და გადავლა გტკივა, რაღაცნაირად უნდა შეძლო და სათქმელი მოზომო, მაგრამ არის კატეგორია, რომელთანაც ეს მოზომვაც არ ჭრის, მაინც გადაგივლის. გულსატკენი კომენტარები ჩემზეც დაუწერიათ. შევნიშნე ადამიანები, რომლებიც დაუნდობლები არიან სოციალურ ქსელებში, თავს უფლებას აძლევენ, ჭკუა დაგარიგონ ან გაგლანძღონ, ისინი პირადად რომ გხვდებიან, არაფერს გეუბნებიან, მხნეობა არ ჰყოფნით, იციან, რომ არასწორები არიან.

- როგორ უნდა დაიძლიოს ეს მანკიერება?

- ბევრი სითბოთი, სიყვარულით, მოფერებით. როცა პიროვნება განსაკუთრებით აგრესიულია, ადამიანის მოფრთხილება არ შეუძლია, იმაზე მიანიშნებს, რომ ეს ყველაფერი თავად მას აკლია.

- რა როლს ასრულებს პოლიტიკა საზოგადოების დაპირისპირებაში?

- ამ თემაზე პირველად ვლაპარაკობ. ჩემი მტკიცე გადაწყვეტილებაა, არასდროს არც ერთი პოლიტიკური განცხადება არ გავაკეთო, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ საკუთარი მოსაზრება არ გამაჩნია. ძალიან ვფრთხილობ, არ ვარ პოლიტიკაში საფუძვლიანად ჩახედული, არც - ანალიტიკოსი და საკუთარ თავს არ ვაძლევ უფლებას, რომ ჩემი მოსაზრებები მუდმივად ვაფიქსირო. ცვალებადი მაქვს ეს მოსაზრებებიც. მე არ მევალება პოლიტიკური განცხადებების გაკეთება. დებატებში ვერ ვიქნები ძლიერი, ამიტომ თავს ვიკავებ. არ მომწონს ჩემი კოლეგები პოლიტიკურად ანგაჟირებულები რომ არიან (არა აქვს მნიშვნელობა, რომელი მხარეა), საჯარო სივრცეებში გამოდიან და განცხადებებს აკეთებენ, პოსტებს დებენ, მერე ვხედავ, მათ პოლიტიკაში როგორ სჯაბნიან. ამიტომ საკითხზე, რომელზეც დილეტანტის მერყევი აზრი მაქვს და კომპეტენცია მაკლია, არ ვარ ვალდებული, ღიად ვილაპარაკო. რაც ზუსტად ვიცი, ის არის, რომ ევროპისკენ მინდა წავიდეს ეს ქვეყანა; ვიცი, რომ რუსეთი ჩვენი მტერია, ოკუპანტია - ეს ის საკითხებია, რაზეც კითხვის ნიშნები არ მაქვს და ყველგან ყოველთვის ვიტყვი ჩემს მოსაზრებას.

- ადამიანების ერთი ჯგუფისგან იყო ზეწოლა, ცნობილებს პოლიტიკური განცხადებები საჯაროდ გაეკეთებინათ.

- სამეგრელოში 90-იან წლებში გავიზარდე და ფანატიზმის სტრესი მაქვს. ფანატიზმი არ არის სწორი, არ შეიძლება ასე შეპყრობილი იყო. ნებისმიერი ადამიანის მისამართით უპატივცემულობა, მისი მოსაზრების გამოხატვის გამო, არასწორია. ხვიჩა კვარაცხელია რომ შეავიწროეს, არ დაფიქსირდა ის, რაც მათ უნდოდათ. ხვიჩა კვარაცხელიას თავისი საქმე აქვს, რომელსაც დიდებულად აკეთებს. ეს ბიჭი არ არის ჩვენი ქვეყნისთვის პოლიტიკური ამინდის შემქმნელი, ის არ არის ვალდებული, საკუთარი აზრი საჯაროდ გამოთქვას.

- ზეწოლა თქვენზე ყოფილა?

- როგორ არ ყოფილა, ზეწოლა ყველაზე არის, ვინც არ გამოხატავს პოლიტიკურ სიმპათიას და არ არის რომელიმე მხარე. მე არ ვარ მხარე და არ მინდა, ისეთ თემაზე ვილაპარაკო, რომელზეც სხვა დამჩაგრავს ან მარტივად გადამარწმუნებს.

- პოლიტიკამ მეგობრები დააპირისპირაო, აღნიშნეთ. მსგავს ფაქტს თქვენს შემთხვევაში ჰქონდა ადგილი?

- თუ რამ მწყინს, ისაა, რომ ზოგიერთი მეგობარი, რომელმაც ზუსტად იცის ჩემი პოზიცია, არასწორად იქცევა.

- უფრო კონკრეტულად?

- არის ხოლმე შემთხვევა, როცა აბსოლუტურად აზრს მოკლებულად და დაუმსახურებლად, არასასიამოვნო პოსტებზე ვარ დათაგული და "დამლაიქებლებს" შორის ჩემი მეგობრები აღმომიჩენია. ისინი ამით მე მაზიანებენ და მორალურად მკლავენ.

- ამ პოსტების შინაარსი რა არის?

- წერენ, რომ მე ვარ სამარცხვინო პოზიციაზე, თუმცა იმ ადამიანებმა ჩემი პოზიცია საერთოდ არ იციან. თუ პოლიტიკურ ტრიბუნაზე არ დგახარ, უკვე მათგან განსხვავებულ პოზიციაზე მდგომად აღგიქვამენ და გარცხვენენ.

- იმ მეგობრებთან, რომლებიც მსგავს პოსტებს იწონებენ, ალბათ ლაპარაკი გქონდათ ამ თემაზე. რა აქვთ მათ თქვენთვის სათქმელი?

- რა თქმა უნდა, მილაპარაკია. მათ სათქმელი არაფერი აქვთ ან სათქმელი ბუნდოვანია. ისინი ვერ მეუბნებიან, რომ ვიმსახურებ იმის თქმას, რაც მოიწონეს.

- ეს ურთიერთობაზე გავლენას არ ახდენს?

- იმ მომენტში ახდენს, იმ წუთში მტკივა, მაგრამ... მერე სიყვარული, მოგონებები წუთიერ ანგაჟირებას ანაცვლებს ხოლმე. ამ დიდ თამაშებში, რომლებიც სადღაც აფიქრდებათ და იწერება, ჩვენ გადამწყვეტ როლს ვერ შევასრულებთ. ერთმანეთთან ჩხუბით და შეურაცხყოფით ვერაფერს შევცვლით!...წაიკითხეთ სრულად