ავტორი:

სკანდალი ესპანეთის სამეფო ოჯახის გარშემო: წიგნმა "ლეტიციას დუმილი" ბევრი შოკში ჩააგდო - ღალატი და რომანი დის ქმართან... კიდევ რას აბრალებს ავტორი დედოფალს?

სკანდალი ესპანეთის სამეფო ოჯახის გარშემო: წიგნმა "ლეტიციას დუმილი" ბევრი შოკში ჩააგდო - ღალატი და რომანი დის ქმართან... კიდევ რას აბრალებს ავტორი დედოფალს?

ესპანელი რეპორტიორი ხაიმე პენაფიელი ამტკიცებს, რომ ესპანეთის დედოფალი ლეტიცია ქმარს, მეფე ფილიპეს ღალატობდა - ამის შესახებ იგი თავის ახალ წიგნში წერს, რომლის თანახმადაც, დედოფალი საყვარელთან ერთად 2011 წელს რომანტიკულ მოგზაურობაში იმყოფებოდა. პანაფიელი იმასაც ამტკიცებს, რომ მეფემ ცოლის ღალატის შესახებ იცოდა და განქორწინებასაც განიხილავდა.

წიგნში "ლეტიციას დუმილი" ჟურნალისტი იკვლევს დედოფლის წარსულს, მის პირად ურთიერთობებს და ფილიპესთან ქორწინებას. პენაფიელი წერს იმასაც, რომ ლეტიციას რომანი ჰქონდა ხაიმე დელ ბურგოსთან - იგი დედოფლის ყოფილი სიძეა და 2012-2014 წელებში ლეტიციას დაზე, ტელმა ორტიზზე იყო დაქორწინებული. მამაკაცის მტკიცებით, მათი რომანტიკული ურთიერთობა ლეტიციას მეფე ფილიპესთან ქორწინების შემდეგაც გაგრძელდა.

წიგნში დელ ბურგო ჰყვება, რომ დედოფალი ლეტიცია მას ქორწინების წინა ღამეს დაუკავშირდა და მადრიდის რესტორან El Latigazo-ში შეხვდა. დელ ბურგოს თქმით, დედოფალმა შეხვედრა თხოვნით დაასრულა: "არასოდეს მიმატოვო".

თავისი განცხადებების დასასაბუთებლად, დელ ბურგომ გააზიარა ლეტიციას სელფი. ფოტოზე გამოსახულია ლეტიცია შავი შარფით, რომელიც მას ხაიმემ აჩუქა. დელ ბურგოს მტკიცებით, დედოფალმა მას ფოტოსთან ერთად შეტყობინება გაუგზავნა, რომელშიც ეწერა:

"სიყვარულო, შენი ნაჩუქარი შარფი მიკეთია. ასე მგონია, რომ ჩემთან ხარ. ასე თავს დაცულად ვგრძნობ, ის ზრუნავს ჩემზე. საათებს ვითვლი, სანამ ისევ გნახავ, მიყვარხარ“, - ფოტო დელ ბურგომ მოგვიანებით წაშალა.

მისი მტკიცებით, მათი რომანი 2011 წლამდე გაგრძელდა. ურთიერთობა ლეტიციას ინიციატივით დასრულდა. ამის შემდეგ, ხაიმემ რომანი დედოფლის დასთან, ტელმა ორტეზთან გააბა და 2012 წელს მასზე იქორწინა. დელ ბურგო ადრე აცხადებდა, რომ ესპანეთის საიდუმლო სამსახური მის სახლში შეიჭრა საქმის შესახებ მტკიცებულებების მოსაძებნად.

მიუხედავად ამ სენსაციური ბრალდებებისა, ესპანეთის სამეფო ოჯახს მომხდართან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია. ცოტა ხნის წინ ლეტიციამ და ფილიპემ ქორწინების 20 წლის იუბილე აღნიშნეს. წყარო