საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"2 ქვეყანაა მსოფლიოში, რომელიც დასავლეთს ომს უცხადებს: რუსეთი და საქართველო, რით განსხვავდებიან რუსული ხელისუფლებისგან, კიევს რომ არ ვბობავთ? - ექსპერტი
"2 ქვეყანაა მსოფლიოში, რომელიც დასავლეთს ომს უცხადებს: რუსეთი და საქართველო, რით განსხვავდებიან რუსული ხელისუფლებისგან, კიევს რომ არ ვბობავთ? - ექსპერტი

"ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ , რო­მე­ლიც მუდ­მი­ვად ლა­პა­რა­კობს, რომ ვი­ღა­ცებს ომი უნ­დათ, თა­ვად გა­მო­ა­ცხა­და ომი, ოღონდ ომი გა­მო­უ­ცხა­და მთელ ცი­ვი­ლურ სამ­ყა­როს და ამას­თან, სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას , - ამის შე­სა­ხებ პო­ლი­ტო­ლოგ­მა, ვახ­ტანგ ძა­ბი­რა­ძემ ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე ბოლო მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც პო­ლი­ტო­ლოგ­მა "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა­ში "პო­ლი­ტი­კუ­რი სივ­რცე“ აღ­ნიშ­ნა, კარ­გი იქ­ნე­ბა თუკი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ სუ­ვე­რე­ნი­ტეტს და იზო­ლა­ცი­ას ერ­თმა­ნე­თის­გან გა­არ­ჩევს.

“კურ­სი აშ­კა­რად შეც­ვლი­ლია, "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“, რო­მე­ლიც მუდ­მი­ვად ლა­პა­რა­კობს, რომ აქ ვი­ღა­ცებს ომი უნ­დათ, თა­ვად გა­მო­ა­ცხა­და ომი, ოღონდ ომი გა­მო­უ­ცხა­და მთელ ცი­ვი­ლურ სამ­ყა­როს და ამას­თან, სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას. ყვე­ლა გან­ცხა­დე­ბა,რო­მელ­საც დღეს სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა აკე­თებს, ერთი-ერ­თშია რუ­სე­თის გან­ცხა­დე­ბებ­თან. ორი ქვე­ყა­ნაა მსოფ­ლი­ო­ში, რო­მე­ლიც და­სავ­ლეთს ომს უცხა­დებს, ეს არის რუ­სე­თი და სა­ქარ­თვე­ლო. "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის­თვის“ ევ­როს­ტრუქ­ტუ­რებ­ში ინ­სტი­ტუ­ტი არ დარ­ჩა, რო­მე­ლიც არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მით არ გა­მო­ირ­ჩე­ვა, ომის პარ­ტი­ის მონა არ იყოს. კურ­სის ცვლი­ლე­ბა სხვა რას ჰქვია, არ ვიცი. მა­შინ გვი­თხრან, რა არის კურ­სის ცვლი­ლე­ბა? ის გან­ცხა­დე­ბე­ბი, რო­მელ­საც ლი­დე­რე­ბი აკე­თე­ბენ, რა­ტომ არის პრო­და­სავ­ლუ­რი კურ­სის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა და რით გან­სხვავ­დე­ბა დღე­ვან­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა რუ­სუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან? იმით, რომ კი­ევს არ ვბო­ბავთ? ეს რე­ა­ლო­ბა მი­ვი­ღეთ. ხვალ რა იქ­ნე­ბა არ ვიცი, მაგ­რამ სი­კე­თის­კენ რომ არ მი­დის საქ­მე, ნამ­დვი­ლად ასეა.

კარ­გი იქ­ნე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გა­არ­ჩი­ოს სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი იზო­ლა­ცი­ი­სა­გან. ეს ორი სხვა­დას­ხვა რა არის. ჩვენ მივ­დი­ვართ იზო­ლა­ცი­ი­სა­კენ. და­სავ­ლურ სამ­ყა­როს­თან იზო­ლა­ცი­ა­ში ვართ უკვე“,- გა­ნა­ცხა­და ძა­ბი­რა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას დღეს ქვე­ყა­ნა სა­მო­ქა­ლა­ქო და­პი­რის­პი­რე­ბის­კენ მიჰ­ყავს.

"დღეს, "ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ და პირ­ველ რიგ­ში, ივა­ნიშ­ვილს ქვე­ყა­ნა სა­მო­ქა­ლა­ქო და­პი­რის­პი­რე­ბის­კენ მიჰ­ყავს. ამი­ტომ, ჩვე­ნი ვა­ლია, არ და­უშ­ვათ ეს პრო­ცე­სი სა­მო­ქა­ლა­ქო და­პი­რის­პი­რე­ბა­ში გა­და­ი­ზარ­დოს, ამი­სათ­ვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ოპო­ზი­ცი­ის გა­დაჯ­გუ­ფე­ბა. სულ 3 დაჯ­გუ­ფე­ბაა: არის "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ამომ­რჩე­ვე­ლი და არი­ან, რომ­ლებ­საც არც ერთი უნ­დათ და არც მე­ო­რე“,- გა­ნა­ცხა­და ძა­ბი­რა­ძემ.

მი­სი­ვე მო­საზ­რე­ბით, თუკი ოპო­ზი­ცია ერ­თი­ა­ნი სა­არ­ჩევ­ნო სიით მი­ი­ღებს 26 ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, შეც­დო­მა იქ­ნე­ბა.

ძა­ბი­რა­ძის გან­მარ­ტე­ბით, 3 ცენ­ტრი თუ იქ­ნე­ბა, მა­შინ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ იძუ­ლე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა და­მარ­ცხე­ბა აღი­ა­როს, რად­გან ასეთ შემ­თხვე­ვა­ში არ­ჩევ­ნებს ვერ გა­ა­ყალ­ბებს.

"ერ­თი­ა­ნი სა­არ­ჩევ­ნო სიის კა­ტე­გო­რი­უ­ლი წი­ნა­აღ­მდე­გი ვარ. ერ­თი­ა­ნი სია წამ­ყვან­მა პარ­ტი­ებ­მა რომც გა­ა­კე­თონ, ეს იქ­ნე­ბა უპ­რე­ცე­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი პარ­ტი­ე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბის რა­ო­დე­ნო­ბით. "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ინ­ტე­რე­სებ­შია, რაც შე­იძ­ლე­ბა ბევ­რმა პარ­ტი­ამ მი­ი­ღოს არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, რომ პრო­ცენ­ტე­ბი დაბ­ლა წა­ვი­დეს და ბა­რი­ერს მიღ­მა დარ­ჩეს ბევ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბი.

ყვე­ლა­ზე კარ­გი იქ­ნე­ბა, თუკი 3 ოპო­ზი­ცი­უ­რი ცენ­ტრი იქ­ნე­ბა. ისე­თი სამი ცენ­ტრი შე­იქ­მნას, რომ "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ ვერ გა­ბე­დოს გა­ყალ­ბე­ბა. გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ გა­ხა­რი­ას პარ­ტი­ას და "ლე­ლოს“ 4%-ს ვერ და­უ­წერს. რა­ღაც პრინ­ცი­პებ­ზე შე­იძ­ლე­ბა შე­თან­ხმდნენ. ასე­თი 3 ცენ­ტრი თუ იქ­ნე­ბა, მა­შინ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ იძუ­ლე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა და­მარ­ცხე­ბა აღი­ა­როს“, - გა­ნა­ცხა­და ვახ­ტანგ ძა­ბი­რა­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

"2 ქვეყანაა მსოფლიოში, რომელიც დასავლეთს ომს უცხადებს: რუსეთი და საქართველო, რით განსხვავდებიან რუსული ხელისუფლებისგან, კიევს რომ არ ვბობავთ? - ექსპერტი

"2 ქვეყანაა მსოფლიოში, რომელიც დასავლეთს ომს უცხადებს: რუსეთი და საქართველო, რით განსხვავდებიან რუსული ხელისუფლებისგან, კიევს რომ არ ვბობავთ? - ექსპერტი

"ქართულმა ოცნებამ“ , რომელიც მუდმივად ლაპარაკობს, რომ ვიღაცებს ომი უნდათ, თავად გამოაცხადა ომი, ოღონდ ომი გამოუცხადა მთელ ცივილურ სამყაროს და ამასთან, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას , - ამის შესახებ პოლიტოლოგმა, ვახტანგ ძაბირაძემ ქვეყანაში მიმდინარე ბოლო მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც პოლიტოლოგმა "პალიტრანიუსის“ გადაცემაში "პოლიტიკური სივრცე“ აღნიშნა, კარგი იქნება თუკი "ქართული ოცნება“ სუვერენიტეტს და იზოლაციას ერთმანეთისგან გაარჩევს.

“კურსი აშკარად შეცვლილია, "ქართულმა ოცნებამ“, რომელიც მუდმივად ლაპარაკობს, რომ აქ ვიღაცებს ომი უნდათ, თავად გამოაცხადა ომი, ოღონდ ომი გამოუცხადა მთელ ცივილურ სამყაროს და ამასთან, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას. ყველა განცხადება,რომელსაც დღეს საქართველოს ხელისუფლება აკეთებს, ერთი-ერთშია რუსეთის განცხადებებთან. ორი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელიც დასავლეთს ომს უცხადებს, ეს არის რუსეთი და საქართველო. "ქართული ოცნებისთვის“ ევროსტრუქტურებში ინსტიტუტი არ დარჩა, რომელიც არაპროფესიონალიზმით არ გამოირჩევა, ომის პარტიის მონა არ იყოს. კურსის ცვლილება სხვა რას ჰქვია, არ ვიცი. მაშინ გვითხრან, რა არის კურსის ცვლილება? ის განცხადებები, რომელსაც ლიდერები აკეთებენ, რატომ არის პროდასავლური კურსის შენარჩუნება და რით განსხვავდება დღევანდელი ხელისუფლება რუსული ხელისუფლებისგან? იმით, რომ კიევს არ ვბობავთ? ეს რეალობა მივიღეთ. ხვალ რა იქნება არ ვიცი, მაგრამ სიკეთისკენ რომ არ მიდის საქმე, ნამდვილად ასეა.

კარგი იქნება ხელისუფლებამ გაარჩიოს სუვერენიტეტი იზოლაციისაგან. ეს ორი სხვადასხვა რა არის. ჩვენ მივდივართ იზოლაციისაკენ. დასავლურ სამყაროსთან იზოლაციაში ვართ უკვე“,- განაცხადა ძაბირაძემ.

მისივე თქმით, ხელისუფლებას დღეს ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირებისკენ მიჰყავს.

"დღეს, "ქართულ ოცნებას“ და პირველ რიგში, ივანიშვილს ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირებისკენ მიჰყავს. ამიტომ, ჩვენი ვალია, არ დაუშვათ ეს პროცესი სამოქალაქო დაპირისპირებაში გადაიზარდოს, ამისათვის მნიშვნელოვანია ოპოზიციის გადაჯგუფება. სულ 3 დაჯგუფებაა: არის "ქართული ოცნების“, "ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველი და არიან, რომლებსაც არც ერთი უნდათ და არც მეორე“,- განაცხადა ძაბირაძემ.

მისივე მოსაზრებით, თუკი ოპოზიცია ერთიანი საარჩევნო სიით მიიღებს 26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობას, შეცდომა იქნება.

ძაბირაძის განმარტებით, 3 ცენტრი თუ იქნება, მაშინ "ქართული ოცნება“ იძულებული იქნება დამარცხება აღიაროს, რადგან ასეთ შემთხვევაში არჩევნებს ვერ გააყალბებს.

"ერთიანი საარჩევნო სიის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ. ერთიანი სია წამყვანმა პარტიებმა რომც გააკეთონ, ეს იქნება უპრეცედენტო არჩევნები პარტიების მონაწილეობის რაოდენობით. "ქართული ოცნების“ ინტერესებშია, რაც შეიძლება ბევრმა პარტიამ მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა, რომ პროცენტები დაბლა წავიდეს და ბარიერს მიღმა დარჩეს ბევრი პოლიტიკური პარტიები.

ყველაზე კარგი იქნება, თუკი 3 ოპოზიციური ცენტრი იქნება. ისეთი სამი ცენტრი შეიქმნას, რომ "ქართულმა ოცნებამ“ ვერ გაბედოს გაყალბება. გაერთიანებულ გახარიას პარტიას და "ლელოს“ 4%-ს ვერ დაუწერს. რაღაც პრინციპებზე შეიძლება შეთანხმდნენ. ასეთი 3 ცენტრი თუ იქნება, მაშინ "ქართული ოცნება“ იძულებული იქნება დამარცხება აღიაროს“, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.