თბილისში ძლიერმა წვიმამ და ზოგიერთ უბანში სეტყვამ პრობლემები შექმნა - დატბორა ქუჩები, გავრცელებული ინფორმაციით, რუსთაველზე დაზიანდა დამოუკიდებლობის დღისთვის მომზადებული დეკორაციები.
სოციალურ ქსელში ვრცელდება თბილისის სხვადასხვა ტერიტორიიდან ძლიერი წვიმის შედეგად შექმნილი პრობლემების ფოტო და ვიდეო კადრები. "რადიო თავისუფლების" ცნობით, წყალი შევიდა მეტრო "რუსთაველში" და რიგ უბნებში დაიტბორა სადარბაზოებიც.
ეს კი კადრები საბურთალოდან, კერძოდ, ვეძისიდან:
ამ ვიდეოს სოციალურ ქსელში კიევს ქუჩიდან ავრცელებენ:
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უახლოესი რამდენიმე საათის განმავლობაში აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. წაიკითხეთ განცხადება სრულად