მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
მეცნიერება
სამხედრო

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისში ხვიჩა კვარაცხელიას პირველი ოფიციალური ფანკლუბი გაიხსნა - სივრცე რესტორნის, პაბისა და გრილის კონცეფციებს აერთიანებს
თბილისში ხვიჩა კვარაცხელიას პირველი ოფიციალური ფანკლუბი გაიხსნა - სივრცე რესტორნის, პაბისა და გრილის კონცეფციებს აერთიანებს

თბი­ლის­ში გა­იხ­სნა სივ­რცე, რო­მე­ლიც ლუ­დის, სპორ­ტი­სა და გემ­რი­ე­ლი კერ­ძე­ბის მოყ­ვა­რუ­ლებს მათ ინ­ტე­რე­სებ­ზე მორ­გე­ბულ გა­რე­მო­სა და სა­ინ­ტე­რე­სო აქ­ტი­ვო­ბებს ჰპირ­დე­ბა.

ახა­ლი "სა­ჭაშ­ნი­კე“, რო­მე­ლიც მე­რაბ კოს­ტა­ვას N60-ში მდე­ბა­რე­ობს, ერ­თდრო­უ­ლად რეს­ტორ­ნის, პა­ბი­სა და გრი­ლის კონ­ცეფ­ცი­ებს აერ­თი­ა­ნებს და სტუმ­რებს კრაფტ ლუ­დის მრა­ვალ­ფე­რო­ვან არ­ჩე­ვან­სა და გა­მორ­ჩე­უ­ლი გე­მოვ­ნუ­რი თვი­სე­ბე­ბის მქო­ნე კერ­ძებს სთა­ვა­ზობს.

ახალ სივ­რცე­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­ურპრი­ზი, ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას ოფი­ცი­ა­ლუ­რი ფანკლუ­ბი დაგ­ხვდე­ბათ, სა­დაც შეძ­ლებთ, "ნა­პო­ლის“ შემ­ტე­ვი ნა­ხე­ვარმცვე­ლის მატ­ჩებ­სა და სხვა სპორ­ტულ ღო­ნის­ძი­ე­ბებს მი­ა­დევ­ნოთ თვა­ლი.

მე­გობ­რუ­ლი გა­რე­მო და გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის გა­რე­მოც­ვა სტუმ­რებს ამაღ­ლე­ბულ გან­წყო­ბას შე­უქ­მნის, JBL-ის მა­ღა­ლი ხა­რის­ხის აუ­დიო/ვი­დეო სის­ტე­მა კი თი­თო­ე­უ­ლი მატჩს კი­დევ უფრო ცო­ცხალ სა­ნა­ხა­ო­ბად აქ­ცევს.

ახა­ლი ობი­ექ­ტი, რო­მე­ლიც გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბის წე­სი­სა და ინ­ტე­რე­სე­ბის მქო­ნე სტუმ­რებ­ზეა მორ­გე­ბუ­ლი, 1969 წელს ის­ტო­რი­ულ შე­ნო­ბა­ში გახ­სნი­ლი "სა­ჭაშ­ნი­კეს“ თა­ნა­მედ­რო­ვე გა­მო­ძა­ხი­ლია. სივ­რცე თი­თო­ე­ულ სტუ­მარს კვი­რის ნე­ბის­მი­ერ დღეს უმას­პინ­ძლებს, მათ შო­რის საქ­მი­ა­ნი ლან­ჩის­თვი­საც. ყო­ველ პა­რას­კევს სა­ღა­მოს კი, საყ­ვა­რე­ლი გუნ­დე­ბის თა­მა­შე­ბის LIVE ტრანსლა­ცი­ის ყუ­რე­ბა და მე­გობ­რებ­თან ერ­თად დრო­ის სა­სი­ა­მოვ­ნოდ გა­ტა­რე­ბა შე­გიძ­ლი­ათ.

"სა­ჭაშ­ნი­კის“ ის­ტო­რი­ულ მო­ტი­ვებ­ზე და­ფუძ­ნე­ბის მი­ზა­ნია 70-იანი წლე­ბის თბი­ლი­სუ­რი კულ­ტუ­რის გა­ცო­ცხლე­ბა, თა­ნა­მედ­რო­ვე მიდ­გო­მებ­თან სინ­თეზ­ში. სწო­რედ ამი­ტომ აერ­თი­ა­ნებს ის პა­ბის, რეს­ტორ­ნი­სა და გრი­ლის კონ­ცეფ­ცი­ას. ახალ, მრა­ვალ­ფე­რო­ვან სივ­რცე­ში კრაფტ ლუ­დის გარ­და სტუმ­რებს უგემ­რი­ე­ლე­სი კოქ­ტე­ი­ლე­ბის, ქარ­თუ­ლი ღვი­ნი­სა და ტრა­დი­ცი­უ­ლი ჭა­ჭის და­გე­მოვ­ნე­ბა შე­უძ­ლი­ათ.

"სა­ჭაშ­ნი­კის“ შეფმ­ზა­რე­უ­ლი და მისი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბით და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი გუნ­დი კი სტუმ­რებს და­უ­ვი­წყარ გას­ტრო­ნო­მი­ულ გა­მოც­დი­ლე­ბას ჰპირ­დე­ბა. კერ­ძე­ბის ნა­წი­ლი მზად­დე­ბა "მიბ­რა­სის“ გრილ­ზე, რო­მე­ლიც თი­თო­ე­ულ პრო­დუქტს გა­მორ­ჩე­ულ გე­მო­სა და არო­მატს უნარ­ჩუ­ნებს.

პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი, სტუ­მარ­მას­პინ­ძლო­ბის ბიზ­ნეს­გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტო "გას­ტრო­ნავ­ტია“, რო­მე­ლიც ამავდრო­უ­ლად, "სა­ჭაშ­ნი­კის“ მარ­თვას უზ­რუნ­ველ­ყოფს. ისი­ნი ყვე­ლას­თვის კარ­გად ცნო­ბი­ლი "ბა­და­გო­ნის“ პარტნი­ო­რე­ბი არი­ან.

ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას ოფი­ცი­ა­ლურ ფანკლუბს, რომ­ლის თი­თო­ე­ულ დე­ტალ­ზე პარტნი­ო­რებ­მა დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში იმუ­შა­ვეს, შე­გიძ­ლი­ათ, ნე­ბის­მი­ერ დროს ეს­ტუმ­როთ. ახა­ლი "სა­ჭაშ­ნი­კე“ ფეხ­ბურ­თის მოყ­ვა­რუ­ლებს ბევრ სა­ინ­ტე­რე­სო აქ­ტი­ვო­ბა­სა და სი­ურპრიზს ჰპირ­დე­ბა. ეწ­ვი­ეთ გა­ნახ­ლე­ბულ სივ­რცეს, და­ა­გე­მოვ­ნეთ უგემ­რი­ე­ლე­სი კერ­ძე­ბი და აღ­ნიშ­ნეთ საყ­ვა­რე­ლი სპორ­ტსმე­ნე­ბის წარ­მა­ტე­ბა მე­გობ­რებ­თან ერ­თად.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

თბილისში ხვიჩა კვარაცხელიას პირველი ოფიციალური ფანკლუბი გაიხსნა - სივრცე რესტორნის, პაბისა და გრილის კონცეფციებს აერთიანებს

თბილისში ხვიჩა კვარაცხელიას პირველი ოფიციალური ფანკლუბი გაიხსნა - სივრცე რესტორნის, პაბისა და გრილის კონცეფციებს აერთიანებს

თბილისში გაიხსნა სივრცე, რომელიც ლუდის, სპორტისა და გემრიელი კერძების მოყვარულებს მათ ინტერესებზე მორგებულ გარემოსა და საინტერესო აქტივობებს ჰპირდება.

ახალი "საჭაშნიკე“, რომელიც მერაბ კოსტავას N60-ში მდებარეობს, ერთდროულად რესტორნის, პაბისა და გრილის კონცეფციებს აერთიანებს და სტუმრებს კრაფტ ლუდის მრავალფეროვან არჩევანსა და გამორჩეული გემოვნური თვისებების მქონე კერძებს სთავაზობს.

ახალ სივრცეში განსაკუთრებული სიურპრიზი, ხვიჩა კვარაცხელიას ოფიციალური ფანკლუბი დაგხვდებათ, სადაც შეძლებთ, "ნაპოლის“ შემტევი ნახევარმცველის მატჩებსა და სხვა სპორტულ ღონისძიებებს მიადევნოთ თვალი.

მეგობრული გარემო და გულშემატკივრების გარემოცვა სტუმრებს ამაღლებულ განწყობას შეუქმნის, JBL-ის მაღალი ხარისხის აუდიო/ვიდეო სისტემა კი თითოეული მატჩს კიდევ უფრო ცოცხალ სანახაობად აქცევს.

ახალი ობიექტი, რომელიც განსხვავებული ცხოვრების წესისა და ინტერესების მქონე სტუმრებზეა მორგებული, 1969 წელს ისტორიულ შენობაში გახსნილი "საჭაშნიკეს“ თანამედროვე გამოძახილია. სივრცე თითოეულ სტუმარს კვირის ნებისმიერ დღეს უმასპინძლებს, მათ შორის საქმიანი ლანჩისთვისაც. ყოველ პარასკევს საღამოს კი, საყვარელი გუნდების თამაშების LIVE ტრანსლაციის ყურება და მეგობრებთან ერთად დროის სასიამოვნოდ გატარება შეგიძლიათ.

"საჭაშნიკის“ ისტორიულ მოტივებზე დაფუძნების მიზანია 70-იანი წლების თბილისური კულტურის გაცოცხლება, თანამედროვე მიდგომებთან სინთეზში. სწორედ ამიტომ აერთიანებს ის პაბის, რესტორნისა და გრილის კონცეფციას. ახალ, მრავალფეროვან სივრცეში კრაფტ ლუდის გარდა სტუმრებს უგემრიელესი კოქტეილების, ქართული ღვინისა და ტრადიციული ჭაჭის დაგემოვნება შეუძლიათ.

"საჭაშნიკის“ შეფმზარეული და მისი პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი კი სტუმრებს დაუვიწყარ გასტრონომიულ გამოცდილებას ჰპირდება. კერძების ნაწილი მზადდება "მიბრასის“ გრილზე, რომელიც თითოეულ პროდუქტს გამორჩეულ გემოსა და არომატს უნარჩუნებს.

პროექტის ავტორი, სტუმარმასპინძლობის ბიზნესგანვითარების სააგენტო "გასტრონავტია“, რომელიც ამავდროულად, "საჭაშნიკის“ მართვას უზრუნველყოფს. ისინი ყველასთვის კარგად ცნობილი "ბადაგონის“ პარტნიორები არიან.

ხვიჩა კვარაცხელიას ოფიციალურ ფანკლუბს, რომლის თითოეულ დეტალზე პარტნიორებმა დიდი ხნის განმავლობაში იმუშავეს, შეგიძლიათ, ნებისმიერ დროს ესტუმროთ. ახალი "საჭაშნიკე“ ფეხბურთის მოყვარულებს ბევრ საინტერესო აქტივობასა და სიურპრიზს ჰპირდება. ეწვიეთ განახლებულ სივრცეს, დააგემოვნეთ უგემრიელესი კერძები და აღნიშნეთ საყვარელი სპორტსმენების წარმატება მეგობრებთან ერთად.

R