ავტორი:

თბილისში ავარიას ახალგაზრდა კურიერი ემსხვერპლა - რას წერს თვითმხილველი?

თბილისში ავარიას ახალგაზრდა კურიერი ემსხვერპლა - რას წერს თვითმხილველი?

ავტოსაგზაო შემთხვევას თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა. შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა. შეშელიძის ქუჩაზე, მსუბუქი ავტომანქანა მოტოციკლეტს შეეჯახა. მოტოციკლის მძღოლი ადგილზე დაიღუპა.

გარდაცვლილი მამუკა ქობულიაა, რომელიც "გლოვოში" მუშაობდა კურიერად.

"გუშინ ღამით თბილისში დიღმის ხიდზე ალკოჰოლური თრობის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ავტომობილის მძღოლი მაღალი სიჩქარით, წითელზე გავლისას მოპედს დაეჯახა, "გლოვოს" კურიერი მოპედის მძღოლი მამუკა ქობულია ადგილზე დაიღუპა, ვიზიარებ ოჯახის უდიდეს მწუხარებას" - წერს დაღუპულის ახლობელი სოცქსელში.

რას წერს უმძიმესი ავარიის თვითმხილველი:

"ამერიკის საელჩოს წინ შევასწარი, გუშინ ღამით. საშინელი ადგილია ეგ, რომ იცოდეთ. ჯიპზე იყო წინიდან დაჯახებული, გეგონებოდა ჯიპს სატვირთო დაეჯახაო, ისეთი დაზიანება ჰქონდა, მოტოციკლი ნაწილებად ეყარა, სულ დაშლილი. კიდევ ერთხელ ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას და ნათელი მის სულს " - წერს მოქალაქე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.