სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

11

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სპორტი
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ისლანდიაში ვულკანი კიდევ ერთხელ ამოიფრქვა - ევაკუირებულია ათასობით ადამიანი (ფოტოები)
ისლანდიაში ვულკანი კიდევ ერთხელ ამოიფრქვა - ევაკუირებულია ათასობით ადამიანი (ფოტოები)

სამ­ხრეთ-და­სავ­ლეთ ის­ლან­დი­ა­ში, რე­ი­კი­ა­ნე­სის ნა­ხე­ვარ­კუნ­ძულ­ზე ვულ­კა­ნი ამო­იფ­რქვა. ეს მოხ­და მა­ლე­ვე მას შემ­დეგ, რაც ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ახ­ლომ­დე­ბა­რე ქა­ლაქ გრინ­და­ვი­კი­დან მო­სახ­ლე­ო­ბის ევა­კუ­ა­ცია მო­ახ­დი­ნა. ვულ­კა­ნის ბოლო ამოფრქვე­ვა აქ 16 მარტს და­ი­წყო და სულ რა­ღაც 3 კვი­რის წინ დას­რულ­და, ახლა კი პრო­ცე­სი კვლავ გა­ნახ­ლდა.

"ვულ­კა­ნის ამოფრქვე­ვა გრინ­და­ვი­კის ჩრდი­ლო­ე­თით და­ი­წყო",- ნათ­ქვა­მია ის­ლან­დი­ის მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი ოფი­სის გან­ცხა­დე­ბა­ში. მა­თი­ვე ცნო­ბით, ვულ­კა­ნის ამოფრქვე­ვას წინ უძღო­და ძლი­ე­რი მი­წისძვრა.

ხალ­ხის ევა­კუ­ა­ცია გან­ხორ­ცი­ელ­და ასე­ვე ახ­ლომ­დე­ბა­რე გე­ო­თერ­მულ სპა Blue Lagoon-და­ნაც, რო­მე­ლიც ის­ლან­დი­ის ყვე­ლა­ზე დიდი ტუ­რის­ტუ­ლი ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბაა.

დე­კემ­ბრის შემ­დეგ ნა­ხე­ვარ­კუნ­ძულ­ზე უკვე მე­ხუ­თედ ამო­იფ­რქვა ვულ­კა­ნი.

2021 წლის მარ­ტამ­დე რე­ი­კი­ა­ნე­სის ნა­ხე­ვარ­კუნ­ძულ­ზე 800 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ერთხე­ლაც არ ამოფრქვე­უ­ლა ვულ­კა­ნი. რის გა­მოც, ვულ­კა­ნო­ლო­გე­ბი თვლი­ან, რომ რე­გი­ონ­ში სე­ის­მუ­რი აქ­ტი­ვო­ბის ახა­ლი ერა და­ი­წყო.

წყა­რო: theguardian

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

ისლანდიაში ვულკანი კიდევ ერთხელ ამოიფრქვა - ევაკუირებულია ათასობით ადამიანი (ფოტოები)

ისლანდიაში ვულკანი კიდევ ერთხელ ამოიფრქვა - ევაკუირებულია ათასობით ადამიანი (ფოტოები)

სამხრეთ-დასავლეთ ისლანდიაში, რეიკიანესის ნახევარკუნძულზე ვულკანი ამოიფრქვა. ეს მოხდა მალევე მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ ახლომდებარე ქალაქ გრინდავიკიდან მოსახლეობის ევაკუაცია მოახდინა. ვულკანის ბოლო ამოფრქვევა აქ 16 მარტს დაიწყო და სულ რაღაც 3 კვირის წინ დასრულდა, ახლა კი პროცესი კვლავ განახლდა.

"ვულკანის ამოფრქვევა გრინდავიკის ჩრდილოეთით დაიწყო",- ნათქვამია ისლანდიის მეტეოროლოგიური ოფისის განცხადებაში. მათივე ცნობით, ვულკანის ამოფრქვევას წინ უძღოდა ძლიერი მიწისძვრა.

ხალხის ევაკუაცია განხორციელდა ასევე ახლომდებარე გეოთერმულ სპა Blue Lagoon-დანაც, რომელიც ისლანდიის ყველაზე დიდი ტურისტული ღირსშესანიშნაობაა.

დეკემბრის შემდეგ ნახევარკუნძულზე უკვე მეხუთედ ამოიფრქვა ვულკანი.

2021 წლის მარტამდე რეიკიანესის ნახევარკუნძულზე 800 წლის განმავლობაში ერთხელაც არ ამოფრქვეულა ვულკანი. რის გამოც, ვულკანოლოგები თვლიან, რომ რეგიონში სეისმური აქტივობის ახალი ერა დაიწყო.

წყარო: theguardian

მოამზადა: ანა სიბოშვილმა