საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჟასმინის მკრეფავი ბავშვების მძიმე ბედი და სკანდალური გამოძიება, რომელმაც მსხვილი კოსმეტიკური ბრენდები შეაწუხა - რა გადაიღო BBC-მ ეგვიპტეში?
ჟასმინის მკრეფავი ბავშვების მძიმე ბედი და სკანდალური გამოძიება, რომელმაც მსხვილი კოსმეტიკური ბრენდები შეაწუხა - რა გადაიღო BBC-მ ეგვიპტეში?

BBC-ის გა­მო­ძი­ე­ბამ, რო­მე­ლიც პარ­ფი­უ­მე­რუ­ლი ინ­დუსტრი­ის მი­წო­დე­ბის ჯაჭვს ეხე­ბო­და, და­ად­გი­ნა, რომ ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბი, რომ­ლებ­საც მსხვი­ლი კოს­მე­ტი­კუ­რი კომ­პა­ნი­ე­ბი Lancôme და Aerin Beauty იყე­ნე­ბენ, გა­სულ ზა­ფხულს, არას­რულ­წლო­ვან­მა ბავ­შვებ­მა შე­აგ­რო­ვეს.

თუმ­ცა ყვე­ლა ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი პარ­ფი­უ­მე­რუ­ლი ბრენ­დი აცხა­დებს, რომ ისი­ნი არ და­უშ­ვე­ბენ ბავ­შვთა შრო­მის გა­მო­ყე­ნე­ბას.

  • L'Oréal-მა, რომ­ლის მფლო­ბე­ლო­ბა­შია Lancôme, გა­ნა­ცხა­და, რომ ის პა­ტივს სცემს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბებს. Estée Lauder რო­მე­ლიც ფლობს Aerin Beauty-ს, კი ამ­ბობს, რომ უკვე და­უ­კავ­შირ­და თა­ვის მომ­წო­დებ­ლებს.

გა­მო­ძი­ე­ბა­ში სა­უ­ბა­რია ჟას­მინ­ზე, რო­მე­ლიც გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ამ ორი პარ­ფი­უ­მე­რუ­ლი ბრენ­დის სუ­ნა­მო­ებ­ში. მცე­ნა­რის პლან­ტა­ცი­ე­ბი ეგ­ვიპ­ტე­შია გა­შე­ნე­ბუ­ლი და ჟას­მი­ნის მსოფ­ლიო მა­რა­გის ნა­ხე­ვა­რი, სწო­რედ ამ ქვე­ყა­ნა­ზე მო­დის.

ინ­დუსტრი­ის ინ­სა­ი­დე­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ სა­წარ­მო­ში იმ­დე­ნად და­ბა­ლი ხელ­ფა­სე­ბია, რომ ეგ­ვიპ­ტე­ლი ჟას­მი­ნის მკრე­ფა­ვე­ბი იძუ­ლე­ბუ­ლე­ბი ხდე­ბი­ან არას­რულ­წლო­ვა­ნი შვი­ლე­ბი ჩარ­თონ სა­მუ­შაო პრო­ცეს­ში.

ჰება ეგ­ვიპ­ტე­ში ჟას­მი­ნის რე­გი­ო­ნის გულ­ში, ერთ-ერთ სო­ფელ­ში ცხოვ­რობს, მისი ოჯა­ხი ღა­მის 03:00 სა­ათ­ზე იღ­ვი­ძებს და ჟას­მი­ნის საკ­რე­ფად მი­დის, სა­ნამ სი­ცხე არ და­ა­ზი­ა­ნებს მცე­ნა­რეს. ქალს პლან­ტა­ცი­ებ­ში მუ­შა­ო­ბა­ში ოთხი შვი­ლი ეხ­მა­რე­ბა. მათი ასა­კი 5-დან 15 წლამ­დეა. ეგ­ვიპ­ტე­ში ჟას­მი­ნის მკრეფ­თა უმე­ტე­სო­ბის მსგავ­სად, ისიც მცი­რე ფერ­მა­ში მუ­შა­ობს, რო­გორც „და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი მკრე­ფა­ვი“. რაც უფრო მეტ ყვა­ვილს შე­აგ­რო­ვებს ის და მისი შვი­ლე­ბი, მით მეტს გა­მო­ი­მუ­შა­ვე­ბენ.

ჰე­ბას ოჯახს ერთი ფა­ნა­რი აქვთ, რო­მე­ლიც ღა­მით ჟას­მი­ნის კრე­ფა­ში ეხ­მა­რე­ბათ

იმ ღა­მეს, რო­დე­საც "ბი­ბი­სიმ" პლან­ტა­ცი­ა­ში გა­და­ი­ღო, ჰე­ბამ და მის­მა შვი­ლებ­მა 1,5 კგ ჟას­მი­ნის ყვა­ვი­ლის შეგ­რო­ვე­ბა მო­ა­ხერ­ხეს. შეგ­რო­ვი­ლი ყვა­ვი­ლის მე­სა­მე­დი მი­წის მფლო­ბელს მის­ცეს, დარ­ჩე­ნილ ყვა­ვილ­ში 1,50 დო­ლა­რი გა­და­უ­ხა­დეს. ეს მა­შინ რო­დე­საც ეგ­ვიპ­ტე­ში ინფლა­ცია რე­კორ­დულ დო­ნე­ზეა და ხალ­ხის დიდი ნა­წი­ლი სი­ღა­რი­ბის ზღვარს ქვე­მოთ ცხოვ­რობს.

ჰე­ბას 10 წლის ქა­ლიშ­ვილს ექიმ­მა თვა­ლის სე­რი­ო­ზუ­ლი ალერ­გი­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბის დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვა და გა­აფრ­თხი­ლა, რომ ბავ­შვი თუ ჟას­მი­ნის შეგ­რო­ვე­ბას გა­აგ­რძე­ლებს, შე­საძ­ლოა მხედ­ვე­ლო­ბას საფრ­თხე და­ე­მუქ­როს.

მას შემ­დეგ, რაც ჟას­მი­ნი იკ­რი­ფე­ბა, წო­ნი­ან და შემ­დეგ ყვა­ვილს გზავ­ნი­ან ერთ-ერთ ად­გი­ლობ­რივ ქარ­ხა­ნა­ში, რო­მე­ლიც მის­გან პარ­ფი­უ­მე­რუ­ლი ბრენ­დე­ბის­თვის ყვა­ვი­ლე­ბის ზეთს ამ­ზა­დებს. არ­სე­ბუ­ლი ქარ­ხნე­ბი ად­გე­ნენ ყო­ველ­წლი­უ­რად ჟას­მი­ნის ფასს, რო­მელ­საც ჰე­ბეს მსგავ­სი ადა­მი­ა­ნე­ბი აგ­რო­ვე­ბენ.

  • რთუ­ლი სათ­ქმე­ლია ეგ­ვიპ­ტის ჟას­მი­ნის ინ­დუსტრი­ა­ში და­საქ­მე­ბულ 30 000 ადა­მი­ანს შო­რის რამ­დე­ნია ბავ­შვი. მაგ­რამ BBC-ის მიერ 2023 წლის ზა­ფხულ­ში რე­გი­ონ­ში გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი­დან ჩანს, რომ მათი რა­ო­დე­ნო­ბა დი­დია. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ჟას­მი­ნის და­ბა­ლი ფასი აი­ძუ­ლებთ, შვი­ლე­ბიც და­ა­საქ­მონ.

გა­მო­ძი­ე­ბი­სას ოთხ სხვა­დას­ხვა ად­გი­ლას გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­ებ­ზე ჩანს, რომ მკრე­ფავ­თა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი, რომ­ლე­ბიც მცი­რე ფერ­მებ­ში მუ­შა­ო­ბენ, 15 წლამ­დე ასა­კის ბავ­შვე­ბი არი­ან.

ეგ­ვიპ­ტე­ში არ­სე­ბუ­ლი კა­ნო­ნი კრძა­ლავს 15 წლამ­დე პი­რე­ბის მუ­შა­ო­ბას 19:00 სა­ა­თი­დან 07:00 სა­ა­თამ­დე.

ად­გი­ლობ­რი­ვი კომ­პა­ნი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ზეთს აწარ­მო­ე­ბენ, ამ­ბო­ბენ, რომ ეგ­ვიპ­ტუ­რი სტან­დარ­ტე­ბით, ჟას­მი­ნის კრე­ფის­თვის საკ­მა­ოდ კარ­გად იხ­დი­ან. მათი თქმით, ისი­ნი არ ასაქ­მე­ბენ 18 წლამ­დე ასა­კის მკრე­ფა­ვებს და ბოლო ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ი­ზარ­და ჟას­მი­ნის კრე­ფის სა­ფა­სუ­რი და წელ­საც იმა­ვეს აპი­რე­ბენ.

მას შემ­დეგ, რაც BBC-მ გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გე­ბი პარ­ფი­უ­მე­რულ კომ­პა­ნი­ებს გა­უ­ზი­ა­რა, L'Oréal-მა გა­ნა­ცხა­და, რომ „ისი­ნი მტკი­ცედ არი­ან მო­წო­დე­ბუ­ლე­ბი და­იც­ვან ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა სა­ერ­თა­შო­რი­სოდ აღი­ა­რე­ბუ­ლი უმაღ­ლე­სი სტან­დარ­ტე­ბი.“

გან­ცხა­დე­ბა­ში ასე­ვე ნათ­ქვა­მია:"რო­დე­საც რა­ი­მე პრობ­ლე­მა ჩნდე­ბა, L’Oréal პრაქ­ტი­კუ­ლად მუ­შა­ობს პრობ­ლე­მის მი­ზე­ზე­ბი­სა და გა­დაჭ­რის გზე­ბის და­სად­გე­ნად. 2024 წლის იან­ვარ­ში ჩვენ­მა პარტნი­ორ­მა შე­ის­წავ­ლა ად­გილ­ზე ადა­მი­ა­ნე­ბის სა­მუ­შაო პრო­ცე­სი, რათა პო­ტენ­ცი­უ­რი დარ­ღვე­ვე­ბი გა­მო­ევ­ლი­ნა, მათი პრე­ვენ­ცი­ი­სა და შერ­ბი­ლე­ბის გზე­ბის მო­სა­ძებ­ნად, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აქ­ცენ­ტია ბავ­შვთა შრო­მის რის­კებ­ზე.“

Estée Lauder-ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში ვკი­თხუ­ლობთ: "ჩვენ გვჯე­რა, რომ ბავ­შვე­ბის უფ­ლე­ბე­ბი და­ცუ­ლი უნდა იყოს. ჩვენ და­ვუ­კავ­შირ­დით მომ­წო­დებ­ლებს ამ ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი სა­კი­თხის გა­მო­სა­ძი­ებ­ლად. ვა­ღი­ა­რებთ რთულ სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კურ გა­რე­მოს, რო­მელ­შიც ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს ჟას­მი­ნის მი­წო­დე­ბის ად­გი­ლობ­რი­ვი ჯაჭ­ვი და ვი­ღებთ ზო­მებს მეტი გამჭვირ­ვა­ლო­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად.

ჟას­მი­ნის მკრე­ფა­ვი ჰებე შო­კი­რე­ბუ­ლი იყო, რო­დე­საც ბი­ბი­სის­გან გა­ი­გო, რამ­დე­ნად იყი­დე­ბა სუ­ნა­მო სა­ერ­თა­შო­რი­სო ბა­ზარ­ზე.

”აქ ხალ­ხი უსარ­გებ­ლოა”, - ამ­ბობს ქალი. „მე არ ვარ წი­ნა­აღ­მდე­გი ადა­მი­ა­ნებ­მა სუ­ნა­მო გა­მო­ი­ყე­ნონ, მაგ­რამ ვინც ამ სუ­ნა­მოს ის­ხამს, მინ­და მას­ში ბავ­შვე­ბის ტან­ჯვა და­ი­ნა­ხოს. და ხალ­ხმა ისა­უბ­როს ამა­ზე.“

ად­ვო­კა­ტი სარა და­დუ­ში ამ­ბობს, რომ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მომ­ხმა­რე­ბელს არ ეკის­რე­ბა: „ეს არ არის პრობ­ლე­მა, რო­მე­ლიც ჩვენ უნდა გა­დავ­ჭრათ. ჩვენ გვჭირ­დე­ბა კა­ნო­ნი... გვჭირ­დე­ბა კორ­პო­რა­ცი­უ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და ეს არ შე­იძ­ლე­ბა მხო­ლოდ მომ­ხმა­რებ­ლის­თვის დავ­ტო­ვოთ“.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

ჟასმინის მკრეფავი ბავშვების მძიმე ბედი და სკანდალური გამოძიება, რომელმაც მსხვილი კოსმეტიკური ბრენდები შეაწუხა - რა გადაიღო BBC-მ ეგვიპტეში?

ჟასმინის მკრეფავი ბავშვების მძიმე ბედი და სკანდალური გამოძიება, რომელმაც მსხვილი კოსმეტიკური ბრენდები შეაწუხა - რა გადაიღო BBC-მ ეგვიპტეში?

BBC-ის გამოძიებამ, რომელიც პარფიუმერული ინდუსტრიის მიწოდების ჯაჭვს ეხებოდა, დაადგინა, რომ ინგრედიენტები, რომლებსაც მსხვილი კოსმეტიკური კომპანიები Lancôme და Aerin Beauty იყენებენ, გასულ ზაფხულს, არასრულწლოვანმა ბავშვებმა შეაგროვეს.

თუმცა ყველა ძვირადღირებული პარფიუმერული ბრენდი აცხადებს, რომ ისინი არ დაუშვებენ ბავშვთა შრომის გამოყენებას.

  • L'Oréal-მა, რომლის მფლობელობაშია Lancôme, განაცხადა, რომ ის პატივს სცემს ადამიანის უფლებებს. Estée Lauder რომელიც ფლობს Aerin Beauty-ს, კი ამბობს, რომ უკვე დაუკავშირდა თავის მომწოდებლებს.

გამოძიებაში საუბარია ჟასმინზე, რომელიც გამოიყენება ამ ორი პარფიუმერული ბრენდის სუნამოებში. მცენარის პლანტაციები ეგვიპტეშია გაშენებული და ჟასმინის მსოფლიო მარაგის ნახევარი, სწორედ ამ ქვეყანაზე მოდის.

ინდუსტრიის ინსაიდერები ამბობენ, რომ საწარმოში იმდენად დაბალი ხელფასებია, რომ ეგვიპტელი ჟასმინის მკრეფავები იძულებულები ხდებიან არასრულწლოვანი შვილები ჩართონ სამუშაო პროცესში.

ჰება ეგვიპტეში ჟასმინის რეგიონის გულში, ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობს, მისი ოჯახი ღამის 03:00 საათზე იღვიძებს და ჟასმინის საკრეფად მიდის, სანამ სიცხე არ დააზიანებს მცენარეს. ქალს პლანტაციებში მუშაობაში ოთხი შვილი ეხმარება. მათი ასაკი 5-დან 15 წლამდეა. ეგვიპტეში ჟასმინის მკრეფთა უმეტესობის მსგავსად, ისიც მცირე ფერმაში მუშაობს, როგორც „დამოუკიდებელი მკრეფავი“. რაც უფრო მეტ ყვავილს შეაგროვებს ის და მისი შვილები, მით მეტს გამოიმუშავებენ.

ჰებას ოჯახს ერთი ფანარი აქვთ, რომელიც ღამით ჟასმინის კრეფაში ეხმარებათ

იმ ღამეს, როდესაც "ბიბისიმ" პლანტაციაში გადაიღო, ჰებამ და მისმა შვილებმა 1,5 კგ ჟასმინის ყვავილის შეგროვება მოახერხეს. შეგროვილი ყვავილის მესამედი მიწის მფლობელს მისცეს, დარჩენილ ყვავილში 1,50 დოლარი გადაუხადეს. ეს მაშინ როდესაც ეგვიპტეში ინფლაცია რეკორდულ დონეზეა და ხალხის დიდი ნაწილი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს.

ჰებას 10 წლის ქალიშვილს ექიმმა თვალის სერიოზული ალერგიული დაავადების დიაგნოზი დაუსვა და გააფრთხილა, რომ ბავშვი თუ ჟასმინის შეგროვებას გააგრძელებს, შესაძლოა მხედველობას საფრთხე დაემუქროს.

მას შემდეგ, რაც ჟასმინი იკრიფება, წონიან და შემდეგ ყვავილს გზავნიან ერთ-ერთ ადგილობრივ ქარხანაში, რომელიც მისგან პარფიუმერული ბრენდებისთვის ყვავილების ზეთს ამზადებს. არსებული ქარხნები ადგენენ ყოველწლიურად ჟასმინის ფასს, რომელსაც ჰებეს მსგავსი ადამიანები აგროვებენ.

  • რთული სათქმელია ეგვიპტის ჟასმინის ინდუსტრიაში დასაქმებულ 30 000 ადამიანს შორის რამდენია ბავშვი. მაგრამ BBC-ის მიერ 2023 წლის ზაფხულში რეგიონში გადაღებული ფოტოებიდან ჩანს, რომ მათი რაოდენობა დიდია. ადგილობრივები ამბობენ, რომ ჟასმინის დაბალი ფასი აიძულებთ, შვილებიც დაასაქმონ.

გამოძიებისას ოთხ სხვადასხვა ადგილას გადაღებულ ფოტოებზე ჩანს, რომ მკრეფავთა მნიშვნელოვანი ნაწილი, რომლებიც მცირე ფერმებში მუშაობენ, 15 წლამდე ასაკის ბავშვები არიან.

ეგვიპტეში არსებული კანონი კრძალავს 15 წლამდე პირების მუშაობას 19:00 საათიდან 07:00 საათამდე.

ადგილობრივი კომპანიები, რომლებიც ზეთს აწარმოებენ, ამბობენ, რომ ეგვიპტური სტანდარტებით, ჟასმინის კრეფისთვის საკმაოდ კარგად იხდიან. მათი თქმით, ისინი არ ასაქმებენ 18 წლამდე ასაკის მკრეფავებს და ბოლო ორი წლის განმავლობაში გაიზარდა ჟასმინის კრეფის საფასური და წელსაც იმავეს აპირებენ.

მას შემდეგ, რაც BBC-მ გამოძიების შედეგები პარფიუმერულ კომპანიებს გაუზიარა, L'Oréal-მა განაცხადა, რომ „ისინი მტკიცედ არიან მოწოდებულები დაიცვან ადამიანის უფლებათა საერთაშორისოდ აღიარებული უმაღლესი სტანდარტები.“

განცხადებაში ასევე ნათქვამია:"როდესაც რაიმე პრობლემა ჩნდება, L’Oréal პრაქტიკულად მუშაობს პრობლემის მიზეზებისა და გადაჭრის გზების დასადგენად. 2024 წლის იანვარში ჩვენმა პარტნიორმა შეისწავლა ადგილზე ადამიანების სამუშაო პროცესი, რათა პოტენციური დარღვევები გამოევლინა, მათი პრევენციისა და შერბილების გზების მოსაძებნად, განსაკუთრებული აქცენტია ბავშვთა შრომის რისკებზე.“

Estée Lauder-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ: "ჩვენ გვჯერა, რომ ბავშვების უფლებები დაცული უნდა იყოს. ჩვენ დავუკავშირდით მომწოდებლებს ამ ძალიან სერიოზული საკითხის გამოსაძიებლად. ვაღიარებთ რთულ სოციალურ-ეკონომიკურ გარემოს, რომელშიც ფუნქციონირებს ჟასმინის მიწოდების ადგილობრივი ჯაჭვი და ვიღებთ ზომებს მეტი გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად.

ჟასმინის მკრეფავი ჰებე შოკირებული იყო, როდესაც ბიბისისგან გაიგო, რამდენად იყიდება სუნამო საერთაშორისო ბაზარზე.

”აქ ხალხი უსარგებლოა”, - ამბობს ქალი. „მე არ ვარ წინააღმდეგი ადამიანებმა სუნამო გამოიყენონ, მაგრამ ვინც ამ სუნამოს ისხამს, მინდა მასში ბავშვების ტანჯვა დაინახოს. და ხალხმა ისაუბროს ამაზე.“

ადვოკატი სარა დადუში ამბობს, რომ პასუხისმგებლობა მომხმარებელს არ ეკისრება: „ეს არ არის პრობლემა, რომელიც ჩვენ უნდა გადავჭრათ. ჩვენ გვჭირდება კანონი... გვჭირდება კორპორაციული პასუხისმგებლობა და ეს არ შეიძლება მხოლოდ მომხმარებლისთვის დავტოვოთ“.