ავტორი:

"მე და ეკა 11 წელი ვიყავით ერთად... 30 წლის შვილი გვყავს, ამიტომ ის ოჯახი ჩემთვის დღემდე ფასეულია" - გიორგი ნაკაშიძე ყოფილ მეუღლეზე, რომელიც მისი კოლეგაა

"მე და ეკა 11 წელი ვიყავით ერთად... 30 წლის შვილი გვყავს, ამიტომ ის ოჯახი ჩემთვის დღემდე ფასეულია" - გიორგი ნაკაშიძე ყოფილ მეუღლეზე, რომელიც მისი კოლეგაა

გიორგი ნაკაშიძე გადაცემა "ნიკოლოზის კითხვებს" სტუმრობდა. მსახიობმა ისაუბრა ყოფილ მეუღლე ეკა ანდრონიკაშვილთან მეგობრობაზე, რომელთანაც 30 წლის საერთო შვილი ჰყავს. ოჯახი 21 წლის ასაკში შექმნა, ამბობს, რომ ორი მსახიობი ოჯახში რთულია...

- 21 წლის ვიყავი, როდესაც დავოჯახდი. მე და ეკა ერთად ვსწავლობდით, მაგრამ ერთი ჯგუფით ქვევით იყო. სამი წლის განმავლობაში ვიცნობდი ადამიანს, მაგრამ გრძნობა მის მიმართ არ მქონდა. დღემდე ულამაზესია ეს ადამიანი, ჩვენს შორის გრძნობა მეოთხე კურსზე გაჩნდა… კუპიდონმა მაშინ ჩაიქროლა და ისარი მესროლა.

სანამ ჩამოყალიბდება ადამიანი რთულია იმაზე ფიქრი, რომ ცოლი უნდა მოიყვანო, ამას თავისი ვალდებულებები აქვს. მითუმეტეს 90-იან წლებში, მაგრამ ჩვენმა სიყვარულმა ყველაფერს აჯობა. ერთმანეთი დიდი სიყვარულით მივიღეთ და დღემდე ასე გრძელდება. 30 წლის შვილი გვყავს, ლევან ნაკაშიძე, ამიტომ ის ოჯახი ჩემთვის დღემდე ფასეულია, ურთიერთობაც მაქვს და სხვათა შორის, კოლეგები ვართ და დღემდე ერთ თეატრში ვმუშაობთ…

გიორგი ნაკაშიძე და ეკა ანდრონიკაშვილი შვილთან ერთად

ხელი რიტუალების სასახლეში მოვაწერეთ. ხალხი მოვიდა, უნდა შევიდეთ და ხელი მოვაწეროთ და გამახსენდა ბეჭედი დამრჩა სახლში, რომელიც ეკას უნდა გავუკეთო. დედაჩემის ძმა ცოცხალი იყო და თავისი მანქანით არეულ თბილისში გაიქცა და სახლიდან წამოიღო ბეჭედი. ეს ის პერიოდია, როდესაც სამოქალაქო ომი იყო, დაძაბული სიტუაცია თბილისში…

ოჯახში პროფესიას მნიშვნელობა აქვს, მსახიობობა რთულია თავისი ემოციებით, დაკავებულობით, ხასიათით. ორი მსახიობი მართლა რთულია. ალბათ, ამ ხასიათებმა შეგვიშალა ხელი, რომ სრულფასოვანი ყოფილიყო ყველაფერი.

მე და ეკა 11 წელი ვიყავით ერთად. ჩვენ ყოველთვის კარგი ურთიერთობა გვქონდა და დღემდე ასე გვაქვს. ათასი რაღაც ხდება, მაგრამ თუ იმის ძალას პოულობ საკუთარ თავში, რომ მეგობრებად დარჩეთ. ჩვენ დღეს გაცილებით დიდი რაღაც გვაკავშირებს ერთმანეთთან, ვიდრე რაღაც პატარა კინკლაობები. შვილი ყველაზე დიდი მონაპოვარია, რომელიც შეიძლება ადამიანს ჰქონდეს. ბავშვი ამ დროს ალბათ 9-10 წლის იქნებოდა. მაგ პერიოდში ადამიანს არ ესმის ასეთი რაღაცები და კარგიც არის, რომ ახსნა არ მომიწია.