ავტორი:

"დაიწყეს ჩვენი ოჯახის გაშავება… რეალურად უკიდურეს გაჭირვებაში ვცხოვრობთ" - რას წერს მირანდა ჯობავა?

"დაიწყეს ჩვენი ოჯახის გაშავება… რეალურად უკიდურეს გაჭირვებაში ვცხოვრობთ" - რას წერს მირანდა ჯობავა?

გუშინ ქიქოძის ქუჩის ერთ-ერთი მარკეტიდან გავრცელებულმა ვიდეომ სოციალურ ქსელი მოიცვა. კადრებზე ცოლ-ქმრისა და დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძის კამათი იყო აღბეჭდილი, ე.წ. "აგენტების კანონთან" დაკავშირებით.

  • დეპუტატმა თქვა, რომ ვიტალი გუგუჩიას და მირანდა ჯობავას მაღაზიაში ბოდიშის მოსახდელად მივიდა, რადგან წინა დღეს მათი ხილის დახლიდან ფორთოხალი აიღო და მოქალაქეს ესროლა.

"ბოდიშის მოსახდელად მოვიდა ხალხო, თქვენი ფორთოხალი ვისროლე და უნდა გადავიხადოო რა ფორთოხალი, თქვენ ჩემს ოთხ შვილს მომავალი წაართვით-მეთქი…რა წავართვიო???- მართლა არ მოელოდა ამ პასუხს რამდენიმე წუთი ვილაპარაკეთ, მერე ვიტამაც მომისწრო და რაღაც მომენტში, ვიდეოს გადაღებაც მომაფიქრდა…." - დაწერა ვიდეოს ავტორმა.

ამის შემდეგ სოციალურ ქსელში "ხალხის ძალის" წევრმა ზურაბ ქადაგიძემ გუგუჩიას შესახებ დაწერა, რომ ის მეგის ქარდავას "ხელდასმული გამომძიებელი იყო ნაცრეჟიმის დროს".

მირანდა ჯობავა ამბობს, რომ გუშინდელის შემდეგ მათი ოჯახის გაშავება დაიწყეს.

"ერთადერთი რამის თქმა მინდა მოკლედ, რადგან ისევ დაიწყეს ჩვენი ოჯახის გაშავება… ვიტა არის უძლიერესი იურისტი და ამავე დროს, უძლიერესი ადამიანი, ყველაზე მაღალი ზნეობის და ღირსების მქონე. თუ ვიღაც ტყუილს დაწერს შეგნებულად და "ტროლაობის" გამო და ვინმე მხარს აუბამს უბრალოდ გაშავების მიზნით და გაუვრცელებს ჭორს, - არ გაიხაროს თავის სიცოცხლეში არასდროს! (მარტო წყევლის ეშინიათ ამ სულელებს)!

ანდა, თუკი ვიტას რაიმე მორალური, ან კანონიერი გადაცდომა ჰქონია მთელი თავისი ცხოვრების და მუშაობის განმავლობაში, - არ გაიხაროს ჩვენმა ოჯახმა! დიახ, ვიმეორებ: თუკი ვინმე თუნდაც ერთ ტყუილს დაწერს ბოროტი მიზნით, ამოუწყდეს ოჯახი!!აბა ეგრე!! და კიდევ, ჩვენს და ქოცებს შორის ვისაც ფული, ან რაიმე აუღია ვინმესგან (მაგალითად, კომენტარების წერაში, მოკვდეს და დასამარდეს!!

პ.ს. უკიდურეს გაჭირვებაში ვცხოვრობთ რეალურად, იმის გამო, რომ რუსქოცებს არ გავურიგდით არასდროს!!!!" - წერს ჯობავა.

წაიკითხეთ ასევე: