ავტორი:

"რუსეთი უკრაინისთვის F-16 მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდებას ბირთვულ სფეროში სიგნალად განიხილავს" - ლავროვი

"რუსეთი უკრაინისთვის F-16 მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდებას ბირთვულ სფეროში სიგნალად განიხილავს" - ლავროვი

"რუსეთი უკრაინისთვის F-16 მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდებას ბირთვულ სფეროში სიგნალად განიხილავს, ეს თვითმფრინავები განადგურდება ისევე, როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალების სხვა იარაღი და მათი გამოჩენა არ შეცვლის სიტუაციას ბრძოლის ველზე", - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

"F-16 გამანადგურებლები უკვე დიდი ხანია არის მიწოდების მთავარი საშუალება ეგრეთ წოდებული ნატო-ს ერთობლივი ბირთვული მისიების ფარგლებში, ამიტომ, ჩვენ არ შეგვიძლია არ მივიჩნიოთ ამ სისტემების მიწოდება კიევის რეჟიმისთვის, როგორც ნატო-ს მიზანმიმართული სასიგნალო ქმედება ბირთვულ სფეროში.

ცდილობენ გავიგოთ, რომ აშშ და ნატო მზად არიან ყველაფრისთვის უკრაინაში “, - განაცხადა ლავროვმა.