ქანიე უესტისა და მისი ცოლის, ბიანკა ცენსორის სკანდალები საზოგადოებას უკვე აღარ აკვირვებს. გასულ წელს იტალიაში მოგზაურობის დროს, წყვილი გააკრიტიკეს ჩაცმის სტილისა და "საჯარო სივრცეში უხამსი ქცევის" გამო. უფრო მეტიც, პოლიციამ მათ წინააღმდეგ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ბრალდებით, გამოძიებაც კი დაიწყო.
როგორც ჩანს, ეს ქანიესა და ბიანკას ვერ აშინებს, რადგან ამჯერად ფლორენციაში გამოჩნდნენ სკანდალური იმიჯით.
ამჯერადაც ყველას ყურადღება ბიანკას ჩაცმულობამ მიიქცია.
გარდა ამისა, მედია წერს ბიანკას საკუთარ ოჯახთან დაპირისპირებაზე.
გასულ წელს MailOnline-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში, ბიანკას ბიძაშვილმა ფაბიოლა ცენსორმა განაცხადა, რომ ბიანკასთან ურთიერთობა არ ჰქონდა:
"ბიანკას არასდროს შევხვედრივარ, მაგრამ დიდი სიამოვნებით გავიცნობდი - სამწუხაროა, რადგან როცა იტალიაში იმყოფებოდა, ჩვენი ნახვა არ ისურვა. ვაჩვენებდით, სად იზრდებოდნენ მისი მამა, ძმები, ბებია-ბაბუა", - ამბობდა ფაბიოლა.
ბიანკა ავსტრალიაში გაიზარდა და როგორც მედია წერს, მისი გვარი საკმაოდ ცნობილია. ცენსორის ოჯახის ყველა მამაკაცი დაკავშირებულია ადგილობრივ მაფიასთან.
ბიანკას მამამ, ლეომ აკრძალული ნივთიერების, იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვისთვის ხუთწლიანი პატიმრობა მოიხადა. ბიძას კი, რომელსაც "მელბურნის ალ კაპონეს" უწოდებდნენ, მკვლელობისთვის სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.
ქანიე უესტის მეუღლის კიდევ ერთი ბიძა სათამაშო აპარატების ბიზნესში იყო ჩართული და ნასამართლევი იყო ქურდობის, მუქარისა და პოლიციელზე თავდასხმისთვის.