ავტორი:

"ტრამპი კლოუნია, რომელიც დიქტატორი უვადოდ გახდება, ის უნდა შევაჩეროთ" - რობერტ დე ნირო აშშ-ის ექსპრეზიდენტს უპირისპირდება

"ტრამპი კლოუნია, რომელიც დიქტატორი უვადოდ გახდება, ის უნდა შევაჩეროთ" - რობერტ დე ნირო აშშ-ის ექსპრეზიდენტს უპირისპირდება

მსახიობი რობერტ დე ნირო აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს აკრიტიკებს. დე ნირო დონალდ ტრამპს "კლოუნს" უწოდებს და აღნიშნავს, რომ ხელახლა არჩევის შემთხვევაში ის "უვადო დიქტატორი“ გახდება.

"მეორე შანსი გვაქვს. მისი შეჩერების, დროა.

"თუ მას ავირჩევთ, პირდაპირ შემიძლია გიხრათ, რომ ის აღარასდროს წავა. ეს არის ქვეყანა, რომელშიც გვინდა ვიცხოვროთ? გვინდა, რომ ის მართავდეს ამ ქვეყანას? ერთადერთი გზა, რომელიც ჩვენი თავისუფლების შენარჩუნებაში დაგვეხმარება, ჯო ბაიდენისთვის ხმის მიცემაა", - თქვა დე ნირომ დონალდ ტრამპის სასამართლო პროცესზე.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ში დონალდ ტრამპის სახელთან დაკავშირებული არაერთი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს - ყოფილ პრეზიდენტს ედავებიან 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებას.

ამ საქმეს ვაშინგტონის სასამართლო განიხილავს. ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს განხილვაშია საქმე, რომელიც დონალდ ტრამპისთვის, როგორც 45-ე პრეზიდენტისთვის იმუნიტეტის მინიჭებას ეხება.

ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტი ხშირად აკრიტიკებს ამჟამინდელ პრეზიდენტს უკრაინასთან დაკავშირებით გატარებული პოლიტიკის გამო.

წყარო