კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დისკის თიაქარი და მისი მკურნალობის გზები - ნეიროქირურგი არჩილ ერისთავი
დისკის თიაქარი და მისი მკურნალობის გზები - ნეიროქირურგი არჩილ ერისთავი

წე­ლის და კის­რის პრობ­ლე­მე­ბი საკ­მა­ოდ ხში­რია. ჩვენ გარ­შე­მო ხში­რად ვხვდე­ბით ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც ცხოვ­რო­ბენ წე­ლის და/ან კის­რის ტკი­ვი­ლით. ტკი­ვი­ლი ხში­რად გა­და­ე­ცე­მა ხელ­ში ან ფეხ­ში. რო­გორც გა­მოც­დი­ლე­ბა აჩ­ვე­ნებს, ბევრ შემ­თხვე­ვა­ში მსგავს ტკი­ვილს იწ­ვევს ხერ­ხემ­ლის მალ­თა­შუა დის­კის თი­ა­ქა­რი.

სწო­რედ ამი­ტომ, დღე­ვან­დელ სტა­ტი­ა­ში, ბრი­ტა­ნე­თი­დან ახ­ლა­ხანს დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლი ნე­ი­რო­ქი­რურ­გი არ­ჩილ ერის­თა­ვი გაგ­ვი­ზი­ა­რებს ინ­ფორ­მა­ცი­ას ხერ­ხემ­ლის დის­კის თი­აქ­რის, მისი სიმპტო­მე­ბი­სა და მკურ­ნა­ლო­ბის გზე­ბის შე­სა­ხებ.

რა არის ხერ­ხემ­ლის დის­კის თი­ა­ქა­რი?

თქვე­ნი ხერ­ხე­მა­ლი შედ­გე­ბა მა­ლე­ბის­გან (ძვლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რა), რომ­ლე­ბიც ერ­თმა­ნეთ­თან (გარ­და კის­რის I-II მა­ლის) და­კავ­ში­რე­ბუ­ლია მალ­თა­შო­რი­სი დის­კე­ბით და ფა­სე­ტუ­რი სახ­სრებთ. დის­კე­ბი შედ­გე­ბა ორი ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლის­გან - პულ­პო­ზუ­რი რგი­ლის­გან და ბირ­თვის­გან (სურ. 1).

მალ­თა­შო­რი­სი დის­კე­ბი მოქ­მე­დებს რო­გორც ბა­ლი­შე­ბი. მათ აქვთ რბი­ლი ჟე­ლეს მსგავ­სი ცენ­ტრი ან ბირ­თვი, რო­მე­ლიც მოქ­ცე­უ­ლია უფრო მყა­რი პულ­პო­ზუ­რი რგო­ლის შიგ­ნით. დის­კის თი­აქ­რის შემ­თხვე­ვა­ში, დის­კის რბი­ლი ნა­წი­ლი (ბირ­თვი) არ­ღვევს მყარ რგოლს და გა­მო­დის მის გა­რეთ. დის­კის ამ ტი­პის და­ზი­ა­ნე­ბამ შე­იძ­ლე­ბა ზე­წო­ლის ხარ­ჯზე გა­ა­ღი­ზი­ა­ნოს ახ­ლომ­დე­ბა­რე ნერ­ვე­ბი და გა­მო­იწ­ვი­ოს ტკი­ვი­ლი, და­ბუ­ჟე­ბა ან სი­სუს­ტე ზედა ან ქვე­და კი­დურ­ში (სურ. 2). დის­კის თი­აქ­რის მქო­ნე ბევრ ადა­მი­ანს არ აქვს სიმპტო­მე­ბი და ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვას არ სა­ჭი­რო­ებს.

რა იწ­ვევს დის­კის თი­ა­ქარს? / რისკ ფაქ­ტო­რე­ბი

უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში დის­კის თი­აქ­რი ჩნდე­ბა ასა­კობ­რი­ვი ცვე­თის გამო, რაც ცნო­ბი­ლია, რო­გორც დის­კის დე­გე­ნე­რა­ცია. თქვე­ნი დის­კე­ბი ხდე­ბა ნაკ­ლე­ბად ელას­ტი­უ­რი და უფრო მიდ­რე­კი­ლი და­ზი­ა­ნე­ბის­კენ. თუმ­ცა, არის სხვა ფაქ­ტო­რე­ბი, რომ­ლებ­მაც, ასა­კის მი­უ­ხე­და­ვად, შე­იძ­ლე­ბა გა­ზარ­დონ დის­კის თი­აქ­რის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. მა­გა­ლი­თად:

  1. ჭარ­ბი წონა, რო­მე­ლიც ზრდის წე­ლის მა­ლებ­ზე და დის­კებ­ზე დატ­ვირ­თვას, რა­მაც დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში შე­საძ­ლოა გა­მო­იწ­ვი­ოს დის­კის თი­ა­ქა­რი.
  2. ფე­ხის კუნ­თე­ბის ნაც­ვლად ზურ­გის კუნ­თე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბამ მძი­მე საგ­ნე­ბის აწე­ვი­სას.
  3. წე­ლის უხერ­ხულ­მა მოძ­რა­ო­ბამ/მოტ­რი­ა­ლე­ბამ.
  4. მო­წე­ვამ შე­იძ­ლე­ბა შე­ამ­ცი­როს ჟანგბა­დის მი­წო­დე­ბა მალ­თა­შო­რის დის­კებ­ში, რაც თა­ვისმხრივ იწ­ვევს მათ უფრო სწრაფ დე­გე­ნე­რა­ცი­ას.
  5. ასე­ვე, ზო­გი­ერთ ადა­მი­ანს შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს გე­ნე­ტი­კუ­რი მიდ­რე­კი­ლე­ბა დის­კის გა­მო­ვარ­დნის­კეს/გას­კდო­მის­კენ.

ხერ­ხემ­ლის დის­კის თი­აქ­რის სიმპტო­მე­ბი

შე­საძ­ლე­ბე­ლია, პა­ცი­ენტს ჰქონ­დეს დის­კის თი­ა­ქა­რი სიმპტო­მე­ბის გა­რე­შე. ეს საკ­მა­ოდ ხში­რია და ამ დროს თი­აქ­რის აღ­მო­ჩე­ნა ხდე­ბა ხოლ­მე სხვა მიზ­ნით და­ნიშ­ნუ­ლი კვლე­ვის დროს. ხერ­ხემ­ლის დის­კის თი­ა­ქარ­მა შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს რამ­დე­ნი­მე ზო­გა­დი სიმპტო­მი - წე­ლის ან კის­რის ტკი­ვი­ლი, რო­მე­ლიც შე­საძ­ლოა გა­და­დი­ო­დეს მკლავ­ში ან ფეხ­ში (პა­ცი­ენ­ტე­ბი ხში­რად აღ­წე­რენ რო­გორც მწვა­ვე, ჩხვლე­ტი­სებრ ტკი­ვილს), და­ბუ­ჟე­ბა და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ნერ­ვე­ბის გას­წვრივ კი­დუ­რებ­ში (სურ.3). ზუს­ტი სიმპტო­მე­ბი და­მო­კი­დე­ბუ­ლია იმა­ზე, თუ სად მდე­ბა­რე­ობს თი­ა­ქა­რი. ასეთ დროს, აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ პა­ცი­ენ­ტმა მი­მარ­თოს ნევ­რო­ლოგს ან ნე­ი­რო­ი­რურგს, რათა გა­ე­სა­უბ­როს მისი მდგო­მა­რე­ო­ბის და მომ­დევ­ნო ნა­ბი­ჯე­ბის შე­სა­ხებ.

რო­გორ სვა­მენ დის­კის თი­აქ­რის დი­აგ­ნოზს?

თქვე­ნი სა­მე­დი­ცი­ნო ის­ტო­რი­ის მოს­მე­ნის და ნევ­რო­ლო­გი­უ­რი გა­მოკ­ვლე­ვის შემ­დეგ თქვე­ნი ექი­მი უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში შეძ­ლებს გი­თხრათ, გაქვთ თუ არა დის­კის თი­ა­ქა­რი. ხოლო დი­აგ­ნო­ზის და­სა­ზუს­ტებ­ლად, რო­გორც წესი, გა­მო­ი­ყე­ნე­ბა მაგ­ნი­ტურ რე­ზო­ნან­სუ­ლი (მრტ) ან კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი (კტ) ტო­მოგ­რა­ფია, ასე­ვე, ხერ­ხემ­ლის რენტგე­ნი. ნერ­ვის გამ­ტა­რო­ბის კვლე­ვა შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ყე­ნე­ბულ იქ­ნას ნერ­ვის და­ზი­ა­ნე­ბის ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბის გან­სა­სა­ზღვრად.

კონ­სერ­ვა­ტუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა

ხში­რად მკურ­ნა­ლო­ბა მო­ი­ცავს თქვე­ნი ამა თუ იმ მოძ­რა­ო­ბის შე­ზღუდ­ვას/გას­წო­რე­ბას, ან­თე­ბის­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო არას­ტე­რო­ი­დუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბას. თუ ტკი­ვი­ლი ძლი­ე­რია, ექიმ­მა შე­იძ­ლე­ბა გირ­ჩი­ოთ კა­უ­და­ლუ­რი ეპი­დუ­რუ­ლი ინექ­ცია ან კონ­კრე­ტუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ნერ­ვის გარ­შე­მო ინექ­ცია ტკი­ვი­ლის კუ­პი­რე­ბის­თვის. ასე­ვე, შე­საძ­ლოა ფი­ზი­ო­თე­რა­პია და­გეხ­მა­როთ ტკი­ვი­ლის მარ­თვა­ში.

ქი­რურ­გი­უ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა

ხერ­ხემ­ლის თი­ა­ქა­რის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტე­ბის მხო­ლოდ ნა­წილს ესა­ჭი­რო­ე­ბა ოპე­რა­ცია - დის­კექ­ტო­მია. დის­კის თი­აქ­რის ოპე­რა­ცია შე­იძ­ლე­ბა გა­კეთ­დეს რო­გორც ღია გზით, ასე­ვე, უფრო თა­ნა­მედ­რო­ვე - მი­ნი­მა­ლუ­რად ინ­ვა­ზი­უ­რი გზით . ოპე­რა­ცი­ის დროს ნე­ი­რო­ქი­რურ­გი იღებს დის­კის ამო­ბურ­ცულ ნა­წილს რო­მე­ლიც აწ­ვე­ბა ნერ­ვულ ქსო­ვილს (სურ. 4).

ზოგ­ჯერ, ხერ­ხემ­ლის არას­ტა­ბი­ლუ­რო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, სა­ჭი­როა ხერ­ხემ­ლის ფიქ­სა­ცია სპე­ცი­ა­ლუ­რი ჭან­ჭი­კე­ბით და სა­მაგ­რე­ბით.

ასე­ვე, გარ­კვე­ულ შემ­თხვე­ვებ­ში, ნე­ი­რო­ქი­რურ­გი ანაც­ვლებს და­ზი­ა­ნე­ბულ დისკს ხე­ლოვ­ნუ­რი დის­კით.

ზურ­გის/წე­ლის და კის­რის პრობ­ლე­მე­ბი ძა­ლი­ან ხში­რია.

სა­ბედ­ნი­ე­როდ, ჩვენ შეგ­ვიძ­ლია და­ვეხ­მა­როთ პა­ცი­ენ­ტრბის უმე­ტე­სო­ბას ტკი­ვი­ლის კუ­პი­რე­ბა­ში, მის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ში და უმოკ­ლეს დრო­ში ნორ­მა­ლურ ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბას­თან დაბ­რუ­ნე­ბა­ში.

თუ ფიქ­რობთ, რომ დის­კის თი­ა­ქა­რი გაქვთ, აუ­ცი­ლებ­ლად, სა­წყის ეტაპ­ზე­ვე გა­ე­სა­უბ­რეთ ექიმს.

ნე­ი­რო­ქურ­გი არ­ჩილ ერის­თავ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ის­თვის, და­უ­კავ­შირ­დით:

Tel: +995 599820404

Email: contact@neurosurgeon.ge

არ­ჩილ ერის­თა­ვი - ბრი­ტა­ნეთ­ში მოღ­ვა­წე ქარ­თვე­ლი ნე­ი­რო­ქი­რურ­გი არ­ჩილ ერის­თა­ვი 22 წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბით; მისი სპე­ცი­ა­ლი­ზა­ცია მო­ი­ცავს თა­ვის ტვი­ნის, ზურ­გის ტვი­ნის, ხერ­ხემ­ლის და პე­რი­ფე­რი­უ­ლი ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მის მკურ­ნა­ლო­ბას, რო­გო­რიც არის ცენ­ტრა­ლუ­რი ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მის ონ­კო­ლო­გია, სის­ხლძარ­ღვო­ვა­ნი პა­თო­ლო­გი­ე­ბი, ხერ­ხემ­ლის დე­გე­ნე­რა­ცი­უ­ლი და პე­რი­ფე­რი­უ­ლი ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მის სხვა და­ზი­ა­ნე­ბე­ბი. ჩა­ტა­რე­ბუ­ლი აქვს 1500-ზე მეტი ოპე­რა­ცია, მათ შო­რის, თა­ვის ტვი­ნის ოპე­რა­ცია გაღ­ვი­ძე­ბულ პა­ცი­ენტზე ანუ ცნო­ბი­ე­რი კრა­ნი­ო­ტო­მია სა­ქარ­თვე­ლო­ში.

NS

ავტორი:

დისკის თიაქარი და მისი მკურნალობის გზები - ნეიროქირურგი არჩილ ერისთავი

დისკის თიაქარი და მისი მკურნალობის გზები - ნეიროქირურგი არჩილ ერისთავი

წელის და კისრის პრობლემები საკმაოდ ხშირია. ჩვენ გარშემო ხშირად ვხვდებით ადამიანებს, რომლებიც ცხოვრობენ წელის და/ან კისრის ტკივილით. ტკივილი ხშირად გადაეცემა ხელში ან ფეხში. როგორც გამოცდილება აჩვენებს, ბევრ შემთხვევაში მსგავს ტკივილს იწვევს ხერხემლის მალთაშუა დისკის თიაქარი.

სწორედ ამიტომ, დღევანდელ სტატიაში, ბრიტანეთიდან ახლახანს დაბრუნებული ქართველი ნეიროქირურგი არჩილ ერისთავი გაგვიზიარებს ინფორმაციას ხერხემლის დისკის თიაქრის, მისი სიმპტომებისა და მკურნალობის გზების შესახებ.

რა არის ხერხემლის დისკის თიაქარი?

თქვენი ხერხემალი შედგება მალებისგან (ძვლოვანი სტრუქტურა), რომლებიც ერთმანეთთან (გარდა კისრის I-II მალის) დაკავშირებულია მალთაშორისი დისკებით და ფასეტური სახსრებთ. დისკები შედგება ორი ძირითადი ნაწილისგან - პულპოზური რგილისგან და ბირთვისგან (სურ. 1).

მალთაშორისი დისკები მოქმედებს როგორც ბალიშები. მათ აქვთ რბილი ჟელეს მსგავსი ცენტრი ან ბირთვი, რომელიც მოქცეულია უფრო მყარი პულპოზური რგოლის შიგნით. დისკის თიაქრის შემთხვევაში, დისკის რბილი ნაწილი (ბირთვი) არღვევს მყარ რგოლს და გამოდის მის გარეთ. დისკის ამ ტიპის დაზიანებამ შეიძლება ზეწოლის ხარჯზე გააღიზიანოს ახლომდებარე ნერვები და გამოიწვიოს ტკივილი, დაბუჟება ან სისუსტე ზედა ან ქვედა კიდურში (სურ. 2). დისკის თიაქრის მქონე ბევრ ადამიანს არ აქვს სიმპტომები და ქირურგიული ჩარევას არ საჭიროებს.

რა იწვევს დისკის თიაქარს? / რისკ ფაქტორები

უმეტეს შემთხვევაში დისკის თიაქრი ჩნდება ასაკობრივი ცვეთის გამო, რაც ცნობილია, როგორც დისკის დეგენერაცია. თქვენი დისკები ხდება ნაკლებად ელასტიური და უფრო მიდრეკილი დაზიანებისკენ. თუმცა, არის სხვა ფაქტორები, რომლებმაც, ასაკის მიუხედავად, შეიძლება გაზარდონ დისკის თიაქრის ჩამოყალიბების შესაძლებლობა. მაგალითად:

  1. ჭარბი წონა, რომელიც ზრდის წელის მალებზე და დისკებზე დატვირთვას, რამაც დროთა განმავლობაში შესაძლოა გამოიწვიოს დისკის თიაქარი.
  2. ფეხის კუნთების ნაცვლად ზურგის კუნთების გამოყენებამ მძიმე საგნების აწევისას.
  3. წელის უხერხულმა მოძრაობამ/მოტრიალებამ.
  4. მოწევამ შეიძლება შეამციროს ჟანგბადის მიწოდება მალთაშორის დისკებში, რაც თავისმხრივ იწვევს მათ უფრო სწრაფ დეგენერაციას.
  5. ასევე, ზოგიერთ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს გენეტიკური მიდრეკილება დისკის გამოვარდნისკეს/გასკდომისკენ.

ხერხემლის დისკის თიაქრის სიმპტომები

შესაძლებელია, პაციენტს ჰქონდეს დისკის თიაქარი სიმპტომების გარეშე. ეს საკმაოდ ხშირია და ამ დროს თიაქრის აღმოჩენა ხდება ხოლმე სხვა მიზნით დანიშნული კვლევის დროს. ხერხემლის დისკის თიაქარმა შეიძლება გამოიწვიოს რამდენიმე ზოგადი სიმპტომი - წელის ან კისრის ტკივილი, რომელიც შესაძლოა გადადიოდეს მკლავში ან ფეხში (პაციენტები ხშირად აღწერენ როგორც მწვავე, ჩხვლეტისებრ ტკივილს), დაბუჟება დაზიანებული ნერვების გასწვრივ კიდურებში (სურ.3). ზუსტი სიმპტომები დამოკიდებულია იმაზე, თუ სად მდებარეობს თიაქარი. ასეთ დროს, აუცილებელია, რომ პაციენტმა მიმართოს ნევროლოგს ან ნეიროირურგს, რათა გაესაუბროს მისი მდგომარეობის და მომდევნო ნაბიჯების შესახებ.

როგორ სვამენ დისკის თიაქრის დიაგნოზს?

თქვენი სამედიცინო ისტორიის მოსმენის და ნევროლოგიური გამოკვლევის შემდეგ თქვენი ექიმი უმეტეს შემთხვევაში შეძლებს გითხრათ, გაქვთ თუ არა დისკის თიაქარი. ხოლო დიაგნოზის დასაზუსტებლად, როგორც წესი, გამოიყენება მაგნიტურ რეზონანსული (მრტ) ან კომპიუტერული (კტ) ტომოგრაფია, ასევე, ხერხემლის რენტგენი. ნერვის გამტარობის კვლევა შეიძლება გამოყენებულ იქნას ნერვის დაზიანების ადგილმდებარეობის განსასაზღვრად.

კონსერვატული მკურნალობა

ხშირად მკურნალობა მოიცავს თქვენი ამა თუ იმ მოძრაობის შეზღუდვას/გასწორებას, ანთებისსაწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების მიღებას. თუ ტკივილი ძლიერია, ექიმმა შეიძლება გირჩიოთ კაუდალური ეპიდურული ინექცია ან კონკრეტული დაზიანებული ნერვის გარშემო ინექცია ტკივილის კუპირებისთვის. ასევე, შესაძლოა ფიზიოთერაპია დაგეხმაროთ ტკივილის მართვაში.

ქირურგიული მკურნალობა

ხერხემლის თიაქარის მქონე პაციენტების მხოლოდ ნაწილს ესაჭიროება ოპერაცია - დისკექტომია. დისკის თიაქრის ოპერაცია შეიძლება გაკეთდეს როგორც ღია გზით, ასევე, უფრო თანამედროვე - მინიმალურად ინვაზიური გზით . ოპერაციის დროს ნეიროქირურგი იღებს დისკის ამობურცულ ნაწილს რომელიც აწვება ნერვულ ქსოვილს (სურ. 4).

ზოგჯერ, ხერხემლის არასტაბილურობის შემთხვევაში, საჭიროა ხერხემლის ფიქსაცია სპეციალური ჭანჭიკებით და სამაგრებით.

ასევე, გარკვეულ შემთხვევებში, ნეიროქირურგი ანაცვლებს დაზიანებულ დისკს ხელოვნური დისკით.

ზურგის/წელის და კისრის პრობლემები ძალიან ხშირია.

საბედნიეროდ, ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ პაციენტრბის უმეტესობას ტკივილის კუპირებაში, მისგან გათავისუფლებაში და უმოკლეს დროში ნორმალურ ყოველდღიურ ცხოვრებასთან დაბრუნებაში.

თუ ფიქრობთ, რომ დისკის თიაქარი გაქვთ, აუცილებლად, საწყის ეტაპზევე გაესაუბრეთ ექიმს.

ნეიროქურგი არჩილ ერისთავთან კონსულტაციისთვის, დაუკავშირდით:

Tel: +995 599820404

Email: contact@neurosurgeon.ge

არჩილ ერისთავი - ბრიტანეთში მოღვაწე ქართველი ნეიროქირურგი არჩილ ერისთავი 22 წლიანი გამოცდილებით; მისი სპეციალიზაცია მოიცავს თავის ტვინის, ზურგის ტვინის, ხერხემლის და პერიფერიული ნერვული სისტემის მკურნალობას, როგორიც არის ცენტრალური ნერვული სისტემის ონკოლოგია, სისხლძარღვოვანი პათოლოგიები, ხერხემლის დეგენერაციული და პერიფერიული ნერვული სისტემის სხვა დაზიანებები. ჩატარებული აქვს 1500-ზე მეტი ოპერაცია, მათ შორის, თავის ტვინის ოპერაცია გაღვიძებულ პაციენტზე ანუ ცნობიერი კრანიოტომია საქართველოში.

NS