მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთში საჰაერო ბურთებით ნაგავი გაგზავნა - "ვაფრთხილებთ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ეს არაადამიანური და უაზრო ქმედება"
ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთში საჰაერო ბურთებით ნაგავი გაგზავნა -  "ვაფრთხილებთ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ეს არაადამიანური და უაზრო ქმედება"

ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ამ სამ­ხრეთ კო­რე­ა­ში მი­ნი­მუმ 150 სა­ჰა­ე­რო ბურ­თი გა­უშ­ვა, რომ­ლებ­შიც პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი ბრო­შუ­რე­ბი და სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ნარ­ჩე­ნე­ბი იყო მო­თავ­სე­ბუ­ლი. ამის გამო, სამ­ხრეთ კო­რე­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მო­სახ­ლე­ო­ბას შე­ნო­ბებ­ში დარ­ჩე­ნის­კენ მო­უ­წო­და.

სამ­ხრეთ კო­რე­ის სამ­ხედ­რო­ებ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბა გა­აფრ­თხი­ლეს, რომ არც თეთრ ბურ­თებს და არც მათ­ზე მი­მაგ­რე­ბულ პარ­კებს არ შე­ხე­ბოდ­ნენ, რად­გან "მათ­ში ბინ­ძუ­რი ნარ­ჩე­ნე­ბი და ნა­გა­ვი იყო მო­თავ­სე­ბუ­ლი".

  • ასე­თი ბურ­თე­ბი სამ­ხრეთ კო­რე­ის ცხრა პრო­ვინ­ცი­ი­დან რვა­ში აღ­მო­ა­ჩი­ნეს და ახლა მომ­ხდარს შე­სა­ბა­მი­სი ორ­გა­ნო­ე­ბი აა­ნა­ლი­ზე­ბენ. რო­გორც სამ­ხრეთ კო­რე­ის სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო Yonhap იტყო­ბი­ნე­ბა, ზო­გი­ერთ ბურთში, სა­ვა­რა­უ­დოდ, ფე­კა­ლი­ე­ბიც კი იყო მო­თავ­სე­ბუ­ლი...

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ 1950-იანი წლე­ბის კო­რე­ის ომის შემ­დეგ ჩრდი­ლო­ეთ და სამ­ხრეთ კო­რე­ას თა­ვი­ანთ პრო­პა­გან­დის­ტულ კამ­პა­ნი­ებ­ში მსგავ­სი ბურ­თე­ბი არა­ერ­თხელ გა­მო­უ­ყე­ნე­ბი­ათ. ჩრდი­ლო­ეთ­მა ბურ­თე­ბის გაგ­ზავ­ნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მას შემ­დეგ მი­ი­ღო, რაც სამ­ხრეთ კო­რე­ელ­მა აქ­ტი­ვის­ტებ­მა სა­სა­ზღვრო რა­ი­ო­ნებ­ში ან­ტი­ფხე­ნი­ა­ნუ­რი ბრო­შუ­რე­ბი, მეხ­სი­ე­რე­ბის ბა­რა­თებ­ზე ჩა­წე­რი­ლი კო­რე­უ­ლი მუ­სი­კა და ვი­დეო კლი­პე­ბი მსგავ­სი ბურ­თე­ბით გაგ­ზავ­ნეს.

სე­უ­ლის ჩრდი­ლო­ე­თით და სა­სა­ზღვრო რე­გი­ო­ნებ­ში მცხოვ­რებ­ლებ­მა თა­ვი­ან­თი პრო­ვინ­ცი­უ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან შე­ტყო­ბი­ნე­ბა მი­ი­ღეს, რო­მელ­შიც მათ სთხოვ­დნენ, გარე აქ­ტი­ვო­ბე­ბის­გან თავი შე­ე­კა­ვე­ბი­ნათ და უცხო ობი­ექ­ტის შემ­ჩნე­ვის შემ­თხვე­ვა­ში, უახ­ლო­ეს სამ­ხედ­რო ბა­ზა­ზე ან პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში გან­ცხა­დე­ბა და­ე­წე­რათ.

ქვეყ­ნის სამ­ხედ­რო­ებ­მა ეს ქმე­დე­ბა დაგ­მეს და შე­ა­ფა­სეს, რო­გორც სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის აშ­კა­რა დარ­ღვე­ვა:

"ჩვენ მკაც­რად ვაფრ­თხი­ლებთ ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ას, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ შე­წყვი­ტოს ეს არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი და უაზ­რო ქმე­დე­ბა", - გა­ნა­ცხა­დეს მათ.

წყა­რო:bbc

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთში საჰაერო ბურთებით ნაგავი გაგზავნა - "ვაფრთხილებთ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ეს არაადამიანური და უაზრო ქმედება"

ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთში საჰაერო ბურთებით ნაგავი გაგზავნა -  "ვაფრთხილებთ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ეს არაადამიანური და უაზრო ქმედება"

ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთ კორეაში მინიმუმ 150 საჰაერო ბურთი გაუშვა, რომლებშიც პროპაგანდისტული ბროშურები და საყოფაცხოვრებო ნარჩენები იყო მოთავსებული. ამის გამო, სამხრეთ კორეის ხელისუფლებამ მოსახლეობას შენობებში დარჩენისკენ მოუწოდა.

სამხრეთ კორეის სამხედროებმა საზოგადოება გააფრთხილეს, რომ არც თეთრ ბურთებს და არც მათზე მიმაგრებულ პარკებს არ შეხებოდნენ, რადგან "მათში ბინძური ნარჩენები და ნაგავი იყო მოთავსებული".

  • ასეთი ბურთები სამხრეთ კორეის ცხრა პროვინციიდან რვაში აღმოაჩინეს და ახლა მომხდარს შესაბამისი ორგანოები აანალიზებენ. როგორც სამხრეთ კორეის საინფორმაციო სააგენტო Yonhap იტყობინება, ზოგიერთ ბურთში, სავარაუდოდ, ფეკალიებიც კი იყო მოთავსებული...

აღსანიშნავია, რომ 1950-იანი წლების კორეის ომის შემდეგ ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას თავიანთ პროპაგანდისტულ კამპანიებში მსგავსი ბურთები არაერთხელ გამოუყენებიათ. ჩრდილოეთმა ბურთების გაგზავნის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც სამხრეთ კორეელმა აქტივისტებმა სასაზღვრო რაიონებში ანტიფხენიანური ბროშურები, მეხსიერების ბარათებზე ჩაწერილი კორეული მუსიკა და ვიდეო კლიპები მსგავსი ბურთებით გაგზავნეს.

სეულის ჩრდილოეთით და სასაზღვრო რეგიონებში მცხოვრებლებმა თავიანთი პროვინციული ხელისუფლებისგან შეტყობინება მიიღეს, რომელშიც მათ სთხოვდნენ, გარე აქტივობებისგან თავი შეეკავებინათ და უცხო ობიექტის შემჩნევის შემთხვევაში, უახლოეს სამხედრო ბაზაზე ან პოლიციის განყოფილებაში განცხადება დაეწერათ.

ქვეყნის სამხედროებმა ეს ქმედება დაგმეს და შეაფასეს, როგორც საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევა:

"ჩვენ მკაცრად ვაფრთხილებთ ჩრდილოეთ კორეას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ეს არაადამიანური და უაზრო ქმედება", - განაცხადეს მათ.

წყარო:bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა