ავტორი:

"ამ პოსტის დადებიდან ზუსტად 3 საათში დამიბარეს... მანამდე უკმაყოფილება გამოვთქვი, მერია და ქალაქის მერი მოვნიშნე... მაშინაც დამირეკეს" - რას ჰყვება POSTV-დან გათავისუფლებული ანა ამილახვარი?

"ამ პოსტის დადებიდან ზუსტად 3 საათში დამიბარეს...  მანამდე უკმაყოფილება გამოვთქვი, მერია და ქალაქის მერი მოვნიშნე... მაშინაც დამირეკეს" - რას ჰყვება POSTV-დან გათავისუფლებული ანა ამილახვარი?

ჩემი შრომით ვუვლი თავს, შვილს და არ მიმაჩნია სწორად, ვინმემ იმის გამო გამაკრიტიკოს, რომ გასართობი გადაცემა მიმყავდა", - ამბობს მსახიობი ანა ამილახვარი. ცნობილია, რომ ის მოქალაქეობრივი პოზიციის გამო, არხის ხელმძღვანელობამ ტელეკომპანია POSTV-დან გაათავისუფლა.

- მე ვარ არტისტი, ხელოვანი, მაგრამ პირველ რიგში - ჩემი ქვეყნის მოქალაქე. ასეთი დამოკიდებულება მაქვს, არასდროს არც ერთ პარტიას არ უნდა მივეკუთვნებოდე, რადგან ხელოვანისთვის ეს ძალიან უხერხულია. რეალურად ხელოვნება ხომ იმას ემსახურება, ამხილოს ყველაფერი, რაც არასწორია. შესაბამისად, ყოველთვის ვიდექი იქ, სადაც საჭიროდ ვთვლიდი, რომ უნდა ვყოფილიყავი, პოზიცია ახლა არ შემიცვლია. ის, რომ POSTV-ში ვმუშაობდი, არ ნიშნავდა იმას, რომ ამ ხელისუფლების მომხრე ან მოწინააღმდეგე ვიყავი. ყოველთვის ვაფიქსირებდი იმას, რაც არ მომწონდა. ამ კანონის გამო, აქციებზე შარშანაც დავდიოდი. წელს, როგორც კი ხელახლა შემოიტანეს, იმ დღესვე აქციაზე გავედი.

თეატრში შემოსავალი არ შეესაბამება იმ ეკონომიკურ რეალობას, რომელიც ქვეყანაში გვაქვს (გაძვირებული პროდუქტები და ა.შ.), ხელოვნება კი უზარმაზარ ენერგიას და დროს მოითხოვს, განსაკუთრებით - თეატრი. ჩვენ შიდა განაწესი გვაქვს, რაც იმას გულისხმობს, რომ შენ ეკუთვნი თეატრს ყველაფრით. არ არის კონკრეტული დრო მოცემული. რეპეტიციები 24 საათის განმავლობაში შეიძლება გაგრძელდეს ან სულ არ გქონდეს, მაგრამ ელი, სულ ელი შენს დროს. ძალიან რთულია, იყო წარმატებული თეატრში და პარალელურად შეუთავსო სამსახური, რომელიც მატერიალურად მოგაძლიერებს და ხელსაც არ შეუშლის შემოქმედებით პროცესს. ამიტომ რთულია, ასეთი სტაბილური სამსახურის მოძებნა და დაკარგვაც. მოგეხსენებათ, ყველანი მიბმული ვართ ბანკებზე და მილიონი პასუხისმგებლობა გვაქვს. სამწუხაროდ, ჯერჯერობით ვერ მოვიწყვე ცხოვრება ისე, რომ არავისზე არ ვიყო დამოკიდებული (ვგულისხმობ ოჯახს) და ეს ჩვენი პოლიტიკის შედეგი მგონია, რადგან ჩემი მხრიდან ცდა არ დამიკლია.

ყველა ბიზნესმენი ვერ იქნება. ამ მიზეზების გამო მაშინვე არ დამიწერია განცხადება წამოსვლაზე. ვიფიქრე, რაღაც შეთანხმება მოხდებოდა, დათმობაზე წავიდოდნენ, რამეს ჩაანაცვლებდნენ, მაგრამ სამწუხაროდ, ძალადობას ძალადობა დღითი დღე ემატება. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, აქედანაც გასაგებია, რას ემსახურება ეს კანონი. ამ თემაზე საუბარი ღიად, დაუფარავად დავიწყე. იქ, სადაც ვმუშაობდი, ჩემი პოზიცია ყველასთვის უკვე ცხადი იყო. მერე ჩემს სოციალურ ქსელში, საჯაროდ დავწერე, კანონში შემავალ პუნქტებს რომ თავი დავანებოთ, როცა საზოგადოებაში ასეთი განხეთქილებას იწვევს, ეს კანონი უკვე დასაგმობია, არ ვეთანხმები-მეთქი. ამ პოსტის დადებიდან ზუსტად 3 საათში დამიბარეს და ძალიან კორექტულად, მეგობრულად ამიხსნეს, რომ ჩვენ ერთმანეთს არაფერში ვეთანხმებით. თურმე უნდა დაარბიო, სახელმწიფომ თავისი ვალდებულება უნდა შეასრულოს, რომ ყველა განვითარებულ ქვეყანაში ასეა და მე რატომ მიკვირს, დღეს რომ ასე ხდება?

- ანა, ეს დიალოგი ვისთან გქონდათ?

- ამის თქმა არ მინდა, არ დავაკონკრეტებ, მაგრამ ზუსტად ვიცოდი, რომ ასე მოხდებოდა. მანამდე მქონდა შემთხვევა, სოციალურ ქსელში პოსტი დავდე და იმ ეკონომიკური თუ ეკოლოგიური პრობლემების გამო, რომელიც პირდაპირ მეხებოდა, უკმაყოფილება გამოვთქვი, მერია და ქალაქის მერი მოვნიშნე. ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქე ვარ, არანაირი "პატრონი" და მფარველი არ მყავს, ის მაწუხებს, რაც ყველა მოქალაქეს. მაშინაც დამირეკეს POSTV-დან, ძალიან მეგობრულად მელაპარაკნენ, მითხრეს, - გვიყვარხარ, მაგრამ ჩვენთან ასეთი ამბები არ მოსულა, შენ მაინც ჩვენი სახე ხარ, ჩვენ ამ ხელისუფლების მომხრე ვართ და არ არის ლამაზი, გთხოვთ, გაგვითვალისწინეო. იმდენად მეგობრული ურთიერთობა მაქვს ყველასთან, ამ ზარის ავტორს ანგარიში გავუწიე და პოსტი ავიღე. ამ პოსტს დიდი გამოხმაურებაც არ ჰქონია. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ ჩემი პრობლემა იყო ამ ქვეყანაში. დღეს საქართველოში რაც ხდება, ეს ჩვენი ბრალია. ხმას არ ვიღებთ, სანამ უკიდურესობამდე არ მივალთ. ცხოვრება ძალიან გაძვირებულია, მაღაზიებში კატასტროფული ფასებია. ნეტავ ეს მარტო მე მაწუხებს? მგონი, ყველას აწუხებს.

- ამ პრობლემაზე აქციები არასდროს გამართულა.

- ხმას არავინ იღებს, მე ამ აქციებს ძალიან ველოდები, მაინტერესებს, ვინ მოვა.

- 1 წლის წინ, ამავე კანონის გასაპროტესტებლად, აქციებზე რომ დადიოდით, მაშინაც POSTV -ის თანამშრომელი იყავით?

- არა. მე ვარ რუსთაველის ეროვნული თეატრის მსახიობი, დამოუკიდებელი ადამიანი და არ მიმაჩნია სწორად, ხალხმა ვინმეს "მიმაკეროს", თუნდაც ბატონ რუბერტ სტურუას მოსაზრებებს. ეს არ არის დემოკრატიული პროცესი. ამ ქვეყანაში ბევრი ძალადობა ხდება, ყველა მხრიდან ისმის: ამას რატომ არ ამბობ, იმას რატომ არ ამბობ, აბა, სამსახური დატოვე... ეს დემოკრატიაა?

- ეს რუსთაველის ეროვნულ თეატრში ხდება?

- ეს არ ეხება მხოლოდ რუსთაველის თეატრს, ყოველთვის განსხვავებული განწყობა ჰქონდათ თეატრებს, რაც ჩემთვის საკმაოდ უხერხულია.

- ადამიანი, რომელიც რუსთაველის ეროვნულ თეატრს ხელმძღვანელობს, "ქართული ოცნების" პოლიტიკას მხარდაჭერას ღიად უცხადებს. რობერტ სტურუასთან ამ თემაზე ლაპარაკი გქონდათ?

- ვცდილობ, ამ თემაზე თეატრში არ ვისაუბრო. არ მინდა, ამ ნიშნით ვინმესთან კონფლიქტი მქონდეს. თანაც აშკარა უმცირესობაში ვარ, თუმცა ეს ვერ გადამიწყვეტს მათ სიყვარულს. ჩვენ ერთად უნდა ვიდგეთ სცენაზე და ჩვენ შორის თუ არ იარსებებს კვეთის წერტილი, რომელიც გაგვაერთიანებს, ვერ ვითამაშებთ. ზუსტად იმავე სცენაზე დგას დღეს ჩვენი საზოგადოება....წაიკითხეთ სრულად

წაიკითხეთ ასევე: