ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სახალხო დამცველს მიმართავს და მოუწოდებს, რეაგირება მოახდინოს აქციების შედეგად დაკავებული ახალგაზრდების მიმართ განხორციელებული ძალადობის გამო.
"გახსოვთ, ალბათ, ორი ბიჭის შესახებ ვწერდი. აქციების დროს დააკავეს, სახელმწიფოს 400-ლარიანი ზიანი მოაყენესო და 6-წლიანი მუხლი წაუყენეს. სახელებს და გვარებს არ ვწერ. ერთი 19 წლისაა, მეორე - 21. ორივე ბიჭი შეასახლეს პოლიტიკურად მტრულ გარემოში.
ერთმა ბრიტვის გადაყლაპვა სცადა. ფიზიკურად სცემენ საკანში, აფურთხებენ, საჭმელს არ აჭმევენ. ციხის ადმინისტრაცია ფაქტებზე არ რეაგირებს.
Levan Ioseliani გირეკავთ, არ მპასუხობთ და იქნებ შეასრულოთ თქვენი საქმე და დაიცვათ ეს ბიჭები ჯოჯოხეთისგან. ადვოკატები მზად არიან დეტალურად მოგიყვნენ მომხდარის შესახებ! გადაიყვანეთ ორივე სამარტოო საკანში", - წერს ჟორჟოლიანი.