საქართველოს მთავრობა ამ ნაბიჯით დაშორდა თავისუფალი და დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობას, - ამის შესახებ ამერიკელი სენატორი, ჯიმ რიში სოციალურ ქსელში წერს.
"მიუხედავად იმისა, რომ აშშ გააგრძელებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას, მათი მთავრობა აღარ უნდა სარგებლობდეს შეერთებული შტატების მხარდაჭერით“, - აცხადებს სენატორი.
აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე ბენ კარდინი საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას სოციალურ ქსელში ეხმაურება და აცხადებს, რომ სამწუხარო დღეა საქართველოსთვის.
„რუსული სტილის უცხოური აგენტების კანონის მიღება სამწუხარო დღეა საქართველოსთვის, მაგრამ ხალხმა აჩვენა, რომ უფლებას არ მისცემს ივანიშვილს, დაანგრიოს მათი დემოკრატია და წაართვას ევროპული მომავალი. ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ“, - წერს სენატორი ბენ კარდინი.
დემოკრატი სენატორი ჯინ შაჰინი:
"ჩემი [წარდგენილი] "ქართველი ხალხის აქტი" უზრუნველყოფს ანგარიშვალდებულებას მათთვის, ვინც საქართველოში დემოკრატიას საფრთხეს უქმნის და უგულებელყოფს ქართველი ხალხის უდიდეს სურვილებს", - წერს სენატორი შაჰინი პლატფორმა "X"-ზე.
პარლამენტმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. ფრაქცია “ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ და სალომე ზურაბიშვილის მიერ ვეტოდადებულ პროექტს 84 ხმით დაუჭირეს მხარი.
წაიკითხეთ ასევე: