სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ტარდება რეფერენდუმი, ვის არ აქვს მასში მონაწილეობის უფლება და როგორია ხელმოწერების შეგროვების წესი?
როგორ ტარდება რეფერენდუმი, ვის არ აქვს მასში მონაწილეობის უფლება და როგორია ხელმოწერების შეგროვების წესი?

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბას რე­ფე­რენ­დუმს სთა­ვა­ზობს.

  • რო­გორც სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ" კა­ნო­ნის მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბი­სად­მი მი­მარ­თვა­ში გა­ნა­ცხა­და, რე­ფე­რენ­დუ­მი იქ­ნე­ბა იმის თა­ო­ბა­ზე, თუ რა უნდა სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბას - ევ­რო­პუ­ლი მო­მა­ვა­ლი, თუ რუ­სუ­ლი მო­ნო­ბა.

"მე ამ სა­ღა­მოს თქვენ­თან ვარ, 84 შუ­ა­ლა­ვე­რე­ლი, თუ 84 ორ­ჯო­ნი­კი­ძე ვე­რა­ფერს შე­უც­ვლის ამ ქვეყ­ნის მო­მა­ვალს, ეს მო­მა­ვა­ლი ჩვე­ნია. გაბ­რა­ზე­ბუ­ლე­ბი ხართ დღეს, ხომ? - გაბ­რაზ­დით, მაგ­რამ და­ვი­წყოთ საქ­მე. საქ­მე არის ის, რომ უნდა მო­ვამ­ზა­დოთ ნამ­დვი­ლი რე­ფე­რენ­დუ­მი. ენერ­გია, რაც დღეს თქვენ­შია, იმას უნდა მოხ­მარ­დეს, რომ ხელ­მო­წე­რე­ბი მო­აგ­რო­ვოთ და მო­ი­ტა­ნოთ ჩემ­თან. მო­ვა­წერ ხელს რე­ფე­რენ­დუმს - გვინ­და ევ­რო­პუ­ლი მო­მა­ვა­ლი, თუ რუ­სუ­ლი მო­ნო­ბა. 84 კაცი ამას ვერ გა­და­წყვეტს. ჩვენ გა­დავ­წყვეტთ, ყვე­ლა ერ­თად. 84 კაცი არა­ვი­ნაა იმას­თან შე­და­რე­ბით, დღეს ვინც ხართ აქ, ახა­ლი სა­ქარ­თვე­ლო, მო­მავ­ლის სა­ქარ­თვე­ლო" - გა­ნა­ცხა­და პრე­ზი­დენ­ტმა.

რე­ფე­რენ­დუ­მის შე­სა­ხებ

  • რე­ფე­რენ­დუ­მი არის სა­ერ­თო-სა­ხალ­ხო გა­მო­კი­თხვა კენ­ჭისყ­რით, გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი სა­კი­თხე­ბის სა­ბო­ლო­ოდ გა­და­სა­წყვე­ტად.
  • რე­ფე­რენ­დუ­მი იმარ­თე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მთელ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე.
  • რე­ფე­რენ­დუ­მი ეწყო­ბა სა­ყო­ველ­თაო, თა­ნას­წო­რი და ნე­ბის პირ­და­პი­რი გა­მოვ­ლე­ნის მიზ­ნით, ფა­რუ­ლი კენ­ჭისყ­რით.
  • მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი რე­ფე­რენ­დუმ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ უშუ­ა­ლოდ და პი­რა­დად. რე­ფე­რენ­დუ­მის ყო­ველ მო­ნა­წი­ლეს აქვს ერთი ხმა.
  • რე­ფე­რენ­დუმ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლია, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ნება-სურ­ვი­ლის გა­მოვ­ლი­ნე­ბი­სად­მი კონ­ტრო­ლი და­უშ­ვე­ბე­ლია.
  • რე­ფე­რენ­დუ­მი მზად­დე­ბა და იმარ­თე­ბა ღიად და სა­ჯა­როდ.

ვის აქვს ან არ აქვს რე­ფე­რენ­დუმ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის უფ­ლე­ბა?

რე­ფე­რენ­დუმ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის უფ­ლე­ბა აქვს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეს, რო­მელ­საც რე­ფე­რენ­დუ­მის გა­მარ­თვის დღი­სათ­ვის შე­უს­რულ­და 18 წელი, გა­ნურ­ჩევ­ლად რა­სი­სა, კა­ნის ფე­რი­სა, ენი­სა, სქე­სი­სა, რე­ლი­გი­ი­სა, პო­ლი­ტი­კუ­რი და სხვა შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი­სა, ეროვ­ნუ­ლი, ეთ­ნი­კუ­რი და სო­ცი­ა­ლუ­რი კუთ­ვნი­ლე­ბი­სა, წარ­მო­შო­ბი­სა, ქო­ნებ­რი­ვი და წო­დებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბი­სა, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლი­სა.

რე­ფე­რენ­დუმ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის უფ­ლე­ბა არა აქვს მო­ქა­ლა­ქეს, რო­მე­ლიც:

ა) სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით ცნო­ბი­ლია მხარ­და­ჭე­რის მიმ­ღე­ბად და მო­თავ­სე­ბუ­ლია შე­სა­ბა­მის სტა­ცი­ო­ნა­რულ სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში;

ბ) სა­სა­მარ­თლოს გა­ნა­ჩე­ნით გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის­თვის იმ­ყო­ფე­ბა სას­ჯე­ლის აღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში.

რო­გო­რია რე­ფე­რენ­დუ­მის გა­მო­ცხა­დე­ბის პრო­ცე­დუ­რა?

"სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლია სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ან არა­ნაკ­ლებ 200 000 ამომ­რჩევ­ლის მო­თხოვ­ნით და­ნიშ­ნოს რე­ფე­რენ­დუ­მი მისი და­ნიშ­ვნის მო­თხოვ­ნის მი­ღე­ბი­დან 30 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში. რე­ფე­რენ­დუ­მის გა­მარ­თვა არ შე­იძ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ზე შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი თავ­დას­ხმის შემ­თხვე­ვა­ში, ასე­ვე ქვეყ­ნის სა­ო­მარ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ყოფ­ნი­სას; ასე­ვე მა­სობ­რი­ვი არე­უ­ლო­ბის, სამ­ხედ­რო გა­დატ­რი­ა­ლე­ბის, შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ამ­ბო­ხე­ბის, ეკო­ლო­გი­უ­რი კა­ტას­ტრო­ფე­ბის და ეპი­დე­მი­ე­ბის დროს ან სხვა შემ­თხვე­ვებ­ში, როცა სა­ხელ­მწი­ფო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ორ­გა­ნო­ე­ბი მოკ­ლე­ბულ­ნი არი­ან კონ­სტი­ტუ­ცი­ურ უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა­თა ნორ­მა­ლუ­რი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას. ერ­თსა და იმა­ვე სა­კი­თხზე რე­ფე­რენ­დუ­მის და­ნიშ­ვნა არ შე­იძ­ლე­ბა ერთ წლის მან­ძილ­ზე იმ დღი­დან, რო­დე­საც ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­მოქ­ვეყ­ნდა ამ სა­კი­თხზე გა­მარ­თუ­ლი რე­ფე­რენ­დუ­მის შე­დე­გე­ბი" - ნათ­ქვა­მია ონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ რე­ფე­რენ­დუმს ნიშ­ნავს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი ბრძა­ნე­ბუ­ლე­ბით, რო­მე­ლიც სა­ჭი­რო­ებს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის თა­ნა­ხელ­მო­წე­რას, გარ­და იმ შემ­თხვე­ვი­სა, რო­დე­საც რე­ფე­რენ­დუ­მი ინიშ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის მო­თხოვ­ნით.

რო­გო­რია ხელ­მო­წე­რე­ბის შეგ­რო­ვე­ბის წესი და ვა­დე­ბი?

1 სა­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვო ჯგუ­ფი ხელ­მო­წე­რე­ბის შეგ­რო­ვე­ბას იწყებს რე­გის­ტრა­ცი­ის მოწ­მო­ბის მი­ღე­ბის დღი­დან.

2. ხელ­მო­წე­რე­ბი უნდა შეგ­როვ­დეს სა­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვო ჯგუფ­თან შე­თან­ხმე­ბუ­ლი და ცენ­ტრა­ლუ­რი სა­რ­ე­ფე­რენ­დუ­მო კო­მი­სი­ის მიერ დად­გე­ნი­ლი ნი­მუ­შის ფურ­ცელ­ზე. ყო­ველ ასეთ ფურ­ცელ­ზე ხელი უნდა მო­ა­წე­როს არა­უ­მე­ტეს 50-მა მო­ქა­ლა­ქემ, რომ­ლებ­მაც თა­ვად უნდა ჩა­წე­რონ სა­ხე­ლი, გვა­რი, და­ბა­დე­ბის წელი, პი­რა­დო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი მოწ­მო­ბის ნო­მე­რი, მი­სა­მარ­თი და ხელ­მო­წე­რის თა­რი­ღი. ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით შევ­სე­ბულ ყო­ველ ფურ­ცელს, თა­ვი­სი მი­სა­მარ­თის მი­თი­თე­ბით, ხელს აწერს ხელ­მო­წე­რე­ბის შეგ­რო­ვე­ბა­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი პირი და მისი ხელ­მო­წე­რა უნდა და­მოწ­მდეს სა­ნო­ტა­რო ბი­უ­რო­ში...წყა­რო

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

როგორ ტარდება რეფერენდუმი, ვის არ აქვს მასში მონაწილეობის უფლება და როგორია ხელმოწერების შეგროვების წესი?

როგორ ტარდება რეფერენდუმი, ვის არ აქვს მასში მონაწილეობის უფლება და როგორია ხელმოწერების შეგროვების წესი?

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას რეფერენდუმს სთავაზობს.

  • როგორც სალომე ზურაბიშვილმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მოწინააღმდეგეებისადმი მიმართვაში განაცხადა, რეფერენდუმი იქნება იმის თაობაზე, თუ რა უნდა საქართველოს მოსახლეობას - ევროპული მომავალი, თუ რუსული მონობა.

"მე ამ საღამოს თქვენთან ვარ, 84 შუალავერელი, თუ 84 ორჯონიკიძე ვერაფერს შეუცვლის ამ ქვეყნის მომავალს, ეს მომავალი ჩვენია. გაბრაზებულები ხართ დღეს, ხომ? - გაბრაზდით, მაგრამ დავიწყოთ საქმე. საქმე არის ის, რომ უნდა მოვამზადოთ ნამდვილი რეფერენდუმი. ენერგია, რაც დღეს თქვენშია, იმას უნდა მოხმარდეს, რომ ხელმოწერები მოაგროვოთ და მოიტანოთ ჩემთან. მოვაწერ ხელს რეფერენდუმს - გვინდა ევროპული მომავალი, თუ რუსული მონობა. 84 კაცი ამას ვერ გადაწყვეტს. ჩვენ გადავწყვეტთ, ყველა ერთად. 84 კაცი არავინაა იმასთან შედარებით, დღეს ვინც ხართ აქ, ახალი საქართველო, მომავლის საქართველო" - განაცხადა პრეზიდენტმა.

რეფერენდუმის შესახებ

  • რეფერენდუმი არის საერთო-სახალხო გამოკითხვა კენჭისყრით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი საკითხების საბოლოოდ გადასაწყვეტად.
  • რეფერენდუმი იმართება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.
  • რეფერენდუმი ეწყობა საყოველთაო, თანასწორი და ნების პირდაპირი გამოვლენის მიზნით, ფარული კენჭისყრით.
  • მოქალაქეები რეფერენდუმში მონაწილეობენ უშუალოდ და პირადად. რეფერენდუმის ყოველ მონაწილეს აქვს ერთი ხმა.
  • რეფერენდუმში მონაწილეობა თავისუფალია, მოქალაქეების ნება-სურვილის გამოვლინებისადმი კონტროლი დაუშვებელია.
  • რეფერენდუმი მზადდება და იმართება ღიად და საჯაროდ.

ვის აქვს ან არ აქვს რეფერენდუმში მონაწილეობის უფლება?

რეფერენდუმში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც რეფერენდუმის გამართვის დღისათვის შეუსრულდა 18 წელი, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა.

რეფერენდუმში მონაწილეობის უფლება არა აქვს მოქალაქეს, რომელიც:

ა) სასამართლოს გადაწყვეტილებით ცნობილია მხარდაჭერის მიმღებად და მოთავსებულია შესაბამის სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში;

ბ) სასამართლოს განაჩენით განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის იმყოფება სასჯელის აღსრულების დაწესებულებაში.

როგორია რეფერენდუმის გამოცხადების პროცედურა?

"საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის ან არანაკლებ 200 000 ამომრჩევლის მოთხოვნით დანიშნოს რეფერენდუმი მისი დანიშვნის მოთხოვნის მიღებიდან 30 დღის განმავლობაში. რეფერენდუმის გამართვა არ შეიძლება საქართველოზე შეიარაღებული თავდასხმის შემთხვევაში, ასევე ქვეყნის საომარ მდგომარეობაში ყოფნისას; ასევე მასობრივი არეულობის, სამხედრო გადატრიალების, შეიარაღებული ამბოხების, ეკოლოგიური კატასტროფების და ეპიდემიების დროს ან სხვა შემთხვევებში, როცა სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები მოკლებულნი არიან კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა ნორმალური განხორციელების შესაძლებლობას. ერთსა და იმავე საკითხზე რეფერენდუმის დანიშვნა არ შეიძლება ერთ წლის მანძილზე იმ დღიდან, როდესაც ოფიციალურად გამოქვეყნდა ამ საკითხზე გამართული რეფერენდუმის შედეგები" - ნათქვამია ონსტიტუციაში.

აღსანიშნავია, რომ რეფერენდუმს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი ბრძანებულებით, რომელიც საჭიროებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც რეფერენდუმი ინიშნება საქართველოს მთავრობის მოთხოვნით.

როგორია ხელმოწერების შეგროვების წესი და ვადები?

1 საინიციატივო ჯგუფი ხელმოწერების შეგროვებას იწყებს რეგისტრაციის მოწმობის მიღების დღიდან.

2. ხელმოწერები უნდა შეგროვდეს საინიციატივო ჯგუფთან შეთანხმებული და ცენტრალური სარეფერენდუმო კომისიის მიერ დადგენილი ნიმუშის ფურცელზე. ყოველ ასეთ ფურცელზე ხელი უნდა მოაწეროს არაუმეტეს 50-მა მოქალაქემ, რომლებმაც თავად უნდა ჩაწერონ სახელი, გვარი, დაბადების წელი, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ნომერი, მისამართი და ხელმოწერის თარიღი. ზემოაღნიშნული მონაცემებით შევსებულ ყოველ ფურცელს, თავისი მისამართის მითითებით, ხელს აწერს ხელმოწერების შეგროვებაზე პასუხისმგებელი პირი და მისი ხელმოწერა უნდა დამოწმდეს სანოტარო ბიუროში...წყარო

წაიკითხეთ ასევე: