პოლიტიკა

27

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:58-ზე, მთვარე ლომშია – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების ზრდა. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. არ არის რეკომენდებული ახალი საქმეების დაწყება. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. საკვები არ უნდა იყოს ცხიმიანი. კარგია ბოსტნეული, სალათები; დამამშვიდებელი ბალახებისგან დამზადებული მცენარეული ჩაი.
მსოფლიო
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას წერს შარლ მიშელი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღების შემდეგ?
რას წერს შარლ მიშელი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღების შემდეგ?

სა­ქარ­თვე­ლოს სა­კითხს ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს შემ­დეგ სხდო­მა­ზე გა­ნი­ხი­ლა­ვენ. ამის შე­სა­ხებ ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს პრე­ზი­დენ­ტი შარლ მი­შე­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს.

  • შარლ მი­შე­ლის თქმით, კა­ნო­ნის მი­ღე­ბა უკან გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯია და სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­კავ­ში­რის გზის­გან კი­დევ უფრო აშო­რებს.

"ევ­რო­პულ­მა საბ­ჭომ დე­კემ­ბერ­ში გა­და­წყვი­ტა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი მი­ე­ნი­ჭე­ბი­ნა იმ გა­გე­ბით, რომ სა­ქარ­თვე­ლო შე­სა­ბა­მის ნა­ბი­ჯებს გა­დად­გამ­და და სა­ჭი­რო რე­ფორ­მებს გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებ­და.

პარ­ლა­მენ­ტში "გამჭვირ­ვა­ლო­ბის კა­ნო­ნის" მი­ღე­ბა უკან გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯია და სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­კავ­ში­რის გზის­გან კი­დევ უფრო აშო­რებს.

ქარ­თველ­მა ხალ­ხმა ნათ­ლად აირ­ჩია ევ­რო­კავ­შირ­ში მო­მა­ვა­ლი და ჩვენ ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ, რათა მხა­რი და­ვუ­ჭი­როთ მათ ამ­ბი­ცი­ებს.

ამის­და გამო, სა­ქარ­თვე­ლოს [სა­კითხს] ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს შემ­დე­გი სხდო­მის დღის წეს­რიგ­ში და­ვა­მა­ტებ," - წერს ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს პრე­ზი­დენ­ტი შარლ მი­შე­ლი.

ცნო­ბის­თვის, პარ­ლა­მენ­ტმა “უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონპ­რო­ექ­ტზე პრე­ზი­დენ­ტის ვეტო დაძ­ლია. ფრაქ­ცია “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მიერ წარ­დგე­ნილ და სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის მიერ ვე­ტო­და­დე­ბულ პრო­ექტს 84- ხმით და­უ­ჭი­რეს მხა­რი.

თავ­და­პირ­ვე­ლად კენ­ჭი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის მიერ შე­თა­ვა­ზე­ბულ პრო­ექტს ეყა­რა, რომ­ლის მი­ხედ­ვით, “უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონს მხო­ლოდ ერთი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში უნდა ემოქ­მე­და. პრე­ზი­დენ­ტის პრო­ექ­ტი, კენ­ჭისყ­რის შე­დე­გით 0-მომ­ხრე, 66-წი­ნა­აღ­მდე­გი, “ჩა­ვარ­და“.

ამის შემ­დეგ კენ­ჭისყრა­ზე პარ­ლა­მენ­ტის მიერ სამი მოს­მე­ნით დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი, ფრაქ­ცია “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ პრო­ექ­ტი დად­გა, რო­მელ­საც 84- ხმით ( 4 - წი­ნა­აღ­მდე­გი) და­უ­ჭი­რეს მხა­რი.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა
ავტორი:

რას წერს შარლ მიშელი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღების შემდეგ?

რას წერს შარლ მიშელი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღების შემდეგ?

საქართველოს საკითხს ევროპული საბჭოს შემდეგ სხდომაზე განიხილავენ. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი სოციალურ ქსელში წერს.

  • შარლ მიშელის თქმით, კანონის მიღება უკან გადადგმული ნაბიჯია და საქართველოს ევროკავშირის გზისგან კიდევ უფრო აშორებს.

"ევროპულმა საბჭომ დეკემბერში გადაწყვიტა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი მიენიჭებინა იმ გაგებით, რომ საქართველო შესაბამის ნაბიჯებს გადადგამდა და საჭირო რეფორმებს განახორციელებდა.

პარლამენტში "გამჭვირვალობის კანონის" მიღება უკან გადადგმული ნაბიჯია და საქართველოს ევროკავშირის გზისგან კიდევ უფრო აშორებს.

ქართველმა ხალხმა ნათლად აირჩია ევროკავშირში მომავალი და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მხარი დავუჭიროთ მათ ამბიციებს.

ამისდა გამო, საქართველოს [საკითხს] ევროპული საბჭოს შემდეგი სხდომის დღის წესრიგში დავამატებ," - წერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი.

ცნობისთვის, პარლამენტმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. ფრაქცია “ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ და სალომე ზურაბიშვილის მიერ ვეტოდადებულ პროექტს 84- ხმით დაუჭირეს მხარი.

თავდაპირველად კენჭი სალომე ზურაბიშვილის მიერ შეთავაზებულ პროექტს ეყარა, რომლის მიხედვით, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში უნდა ემოქმედა. პრეზიდენტის პროექტი, კენჭისყრის შედეგით 0-მომხრე, 66-წინააღმდეგი, “ჩავარდა“.

ამის შემდეგ კენჭისყრაზე პარლამენტის მიერ სამი მოსმენით დამტკიცებული, ფრაქცია “ქართული ოცნების“ პროექტი დადგა, რომელსაც 84- ხმით ( 4 - წინააღმდეგი) დაუჭირეს მხარი.

წაიკითხეთ ასევე: