ავტორი:

"ყველა ვარიანტს განვიხილავთ და საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ, ევროკავშირისკენ მისწრაფებებს დაუბრუნდეს" - ურსულა ფონ დერ ლაიენი

"ყველა ვარიანტს განვიხილავთ და საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ, ევროკავშირისკენ მისწრაფებებს დაუბრუნდეს" - ურსულა ფონ დერ ლაიენი

ყველა ვარიანტს განვიხილავთ და საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ, ევროკავშირისკენ მისწრაფებებს დაუბრუნდეს - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში წერს და ეხმაურება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას და მის მიღებას.

  • მისი თქმით, კანონს უარყოფითი გავლენა აქვს საქართველოს ევროკავშირისკენ გზაზე.

"ქართველი ხალხის უდიდეს უმრავლესობას ევროკავშირში გაწევრიანება სურს. მაგრამ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონი ევროკავშირის ძირითად პრინციპებსა და ღირებულებებს ეწინააღმდეგება, უარყოფითი გავლენა აქვს საქართველოს ევროკავშირისკენ გზაზე.

ყველა ვარიანტს განვიხილავთ და [საქართველოს] მთავრობას მოვუწოდებთ ევროკავშირისკენ მისწრაფებებს დაუბრუნდეს," - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფინ დერ ლაიენი.

ცნობისთვის, პარლამენტმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. ფრაქცია “ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ და სალომე ზურაბიშვილის მიერ ვეტოდადებულ პროექტს 84- ხმით დაუჭირეს მხარი.

თავდაპირველად კენჭი სალომე ზურაბიშვილის მიერ შეთავაზებულ პროექტს ეყარა, რომლის მიხედვით, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში უნდა ემოქმედა. პრეზიდენტის პროექტი, კენჭისყრის შედეგით 0-მომხრე, 66-წინააღმდეგი, “ჩავარდა“.

ამის შემდეგ კენჭისყრაზე პარლამენტის მიერ სამი მოსმენით დამტკიცებული, ფრაქცია “ქართული ოცნების“ პროექტი დადგა, რომელსაც 84- ხმით ( 4 - წინააღმდეგი) დაუჭირეს მხარი.

წაიკითხეთ ასევე: