ავტორი:

"სამწუხარო დღე საქართველოსთვის, არ დანებდეთ, არჩევნები მალეა" - როგორ ეხმაურებიან ევროპელი პოლიტიკოსები კანონის მიღებას

"სამწუხარო დღე საქართველოსთვის, არ დანებდეთ, არჩევნები მალეა" - როგორ ეხმაურებიან ევროპელი პოლიტიკოსები კანონის მიღებას

"სამწუხარო დღე საქართველოსთვის და ევროპისთვის, - ამის შესახებ წერს გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ როთი სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, დგას ყველა ქართველის გვერდით და მოქალაქეებს მოუწოდებს, არ დანებდნენ.

"სამწუხარო დღე საქართველოსთვის და ევროპისთვის. საქართველოს პარლამენტმა "უცხოური აგენტების კანონზე" პრეზიდენტის ვეტო დაძლია. ყველა ქართველის გვერდით ვდგავარ, ვინც მშვიდობიანად იბრძვის თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვისა და ღირსებისთვის. არ დაივიწყოთ: "როდესაც ისინი მორალურად ეცემიან, ჩვენ ვმაღლდებით." არ დანებდეთ. არჩევნები მალეა", - წერს გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ როთი.

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა „ტვიტერის“ პირად გვერდზე წერს:

"შეშფოთებულები ვართ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით არ ისარგებლოს ისტორიული შესაძლებლობით ევროინტეგრაციის გზაზე და საკუთარი ხალხი გაფართოების მოსაცდელ ოთახში უსაზღვრო დროით დატოვოს", - წერს ცაჰკნა.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი:

"ძალიან სამწუხარო დღე საქართველოსთვის და დანარჩენი ევროპისთვის. ამ კანონის მიღება ფაქტობრივად აჩერებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას ისე, რომ არავინ არ იღებს სარგებელს. თითქმის არავინ", - წერს ლანდსბერგისი.

ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას თქმით, ევროპამ ჩვენი საკუთარი MEGOBARI აქტი უნდა მიიღოს.

"ქართული ოცნების" ხელმძღვანელობამ უნდა გადაიხადოს საფასური კრემლის სისხლიან რეჟიმთან დაახლოების პოლიტიკისთვის. ქართველი ხალხი არ უნდა დავსაჯოთ, რომელიც, რეპრესიების მიუხედავად, მამაცად იცავენ ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში გაწევრიანების თავიანთ სურვილს. მივესალმები ჰელსინკის კომისიას ქმედებას საქართველოს დემოკრატიისა და ევროპული არჩევანის დაცვისთვის. ევროპამ ჩვენი საკუთარი MEGOBARI აქტი უნდა მივიღოთ, რათა ნათელი მესიჯი გავაგზავნოთ: თვალს არ დავხუჭავთ საქართველოს რუსული გავლენის სფეროში თანდათანობით გადასვლაზე", - წერს ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა.

პარლამენტმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. ფრაქცია “ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ და სალომე ზურაბიშვილის მიერ ვეტოდადებულ პროექტს 84- ხმით დაუჭირეს მხარი.

წაიკითხეთ ასევე: