ავტორი:

19 წლის ამერიკელი ბიჭი, რომელიც 120 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა, "მინიმალური დაზიანებებით" გადარჩა - ფოტოები საშიში კანიონიდან

19 წლის ამერიკელი ბიჭი, რომელიც 120 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა, "მინიმალური დაზიანებებით" გადარჩა - ფოტოები საშიში კანიონიდან

აშშ-ის ვაშინგტონის შტატში, კანიონში, 19 წლის ბიჭი 120 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. მისი გადარჩენა სამაშველო ოპერაციის შედეგად შეძლეს. პოლიციის განცხადებით ბიჭს მხოლოდ "მინიმალური დაზიანებები" აღენიშნება. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

  • როგორც ამბობენ, მოზარდი, რომლის ვინაობაც არ სახელდება, ლაშქრობაში იმყოფებოდა. ადგილობრივი სამაშველო სამსახურის ცნობით, მას "წარმოუდგენლად გაუმართლა, რომ გადარჩა". მათივე თქმით, ბიჭი ციცაბო ბილიკზე სეირნობდა, რა დროსაც თავი ვერ შეიკავა და 120 მეტის სიმაღლიდან გადავარდა.

ხელისუფლებამ მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ტერიტორიაზე სეირნობისგან თავი შეიკავონ. ეს ადგილი სახიფათოა როგორც ფეხით მოსიარულეებისთვის, ასევე მაშველებისთვის. იქ ყოველწლიურად რამდენიმე ადამიანი იღუპება.

"ხალს ყოველთვის ვეუბნებით, რომ ამ ბილიკზე სეირნობისგან თავი შეიკავონ, მაგრამ ისინი გამაფრთხილებელ ნიშნებს უგულებელყოფენ“, - ამბობს პოლიციის ოფიცერი ჟურნალისტებთან საუბრისას.

წყარო: bbc