ავტორი:

რა ხდება პარლამენტთან მას შემდეგ, რაც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი მიიღეს

რა ხდება პარლამენტთან მას შემდეგ, რაც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი მიიღეს

აქციის მონაწილეები პარლამენტის მიერ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას საპროტესტო შეძახილებით შეხვდნენ. კერძოდ, ისმოდა შეძახილები: “მონებო”, “მოღალატეებო”, “სირცხვილია”.

აქციის მონაწილეები ასავე სკანდირებდნენ: "საქართველო”, საქართველოს გაუმარჯოს”.

პარლამენტის შესასვლელებთან და მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცავების რაოდენობა გაზარდეს.

  • სამართალდამცავები დააყენეს ჩიტაძის ქუჩაზე მდებარე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან, ასევე, პარლამენტის უკანა და ჭიჭინაძის ქუჩის მხრიდან შესასვლელებთან.

მოქალაქეები, რომლებიც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს დილიდან აპროტესტებენ, ამ წუთებში დგანან, როგორც პარლამენტის უკან, ასევე წინაც.

ისმის შეძახილები “მონებო”, “რუსებო”.

შსს-ს სხვადასხვა დანაყოფები იმყოფებიან ასევე მთავრობის ადმინისტრაციის ეზოშიც.

ცნობისთვის, პარლამენტმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. ფრაქცია “ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ და სალომე ზურაბიშვილის მიერ ვეტოდადებულ პროექტს 84- ხმით დაუჭირეს მხარი.

თავდაპირველად კენჭი სალომე ზურაბიშვილის მიერ შეთავაზებულ პროექტს ეყარა, რომლის მიხედვით, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში უნდა ემოქმედა. პრეზიდენტის პროექტი, კენჭისყრის შედეგით 0-მომხრე, 66-წინააღმდეგი, “ჩავარდა“.

წაიკითხეთ ასევე: