პოლიტიკა
საზოგადოება

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი ვაშაძეს სიტყვით გამოსვლისას ირმა ზავრადაშვილმა წყალი შეასხა
გიორგი ვაშაძეს სიტყვით გამოსვლისას ირმა ზავრადაშვილმა წყალი შეასხა

"სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის“ თავ­მჯდო­მა­რეს, გი­ორ­გი ვა­შა­ძეს პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დე­პუ­ტატ­მა, ირმა ზავ­რა­დაშ­ვილ­მა წყა­ლი შე­ას­ხა, რა­საც ვა­შა­ძე ტა­შით შეხ­ვდა.

"ყო­ჩაღ, აი, ეგ ხართ. აი, ეგ ხართ“, - მი­მარ­თა ვა­შა­ძემ ზავ­რა­დაშ­ვილს.

გი­ორ­გი ვა­შა­ძის შე­ფა­სე­ბით, ეს არის უღირ­სო­ბის პირ­ვე­ლი მა­გა­ლი­თი და „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ გა­ნა­ჩენს ქარ­თვე­ლი ხალ­ხი 26 ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნებ­ზე გა­მო­უ­ტანს.

"მერ­წმუ­ნეთ, ეს წყა­ლი მე და არც ქარ­თველ ხალ­ხს არა­ფერს უზამს. ეს თქვენს მიერ არ­ჩე­უ­ლი ღა­ლა­ტის გზაა. იმი­ტომ,რომ ერ­თი­ან და ძლი­ერ სა­ქარ­თვე­ლოს ვე­რას­დროს და­ა­ჩო­ქებს ვერ­ცერ­თი ბო­რო­ტი ადა­მი­ა­ნი, რაც არ უნდა მდი­და­რი იყოს. მერ­წმუ­ნეთ, რომ ქარ­თვე­ლი ხალ­ხი გა­ი­მარ­ჯვებს იმი­ტომ,რომ ეროვ­ნუ­ლი ერ­თო­ბა,რო­მე­ლიც დღეს არის, თქვენ ამას ვერ­ცერთ შემ­თხვე­ვა­ში ვერ წა­აქ­ცევთ. დღეს მთე­ლი ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი სამ­ყა­რო უყუ­რებს ქარ­თველ ახალ­გაზ­რდებს და სწო­რედ მათ მა­გა­ლი­თებს უყ­ვე­ბი­ან სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნა­ში ახალ­გაზ­რდებს. არა უშავს, და­წყნარ­დით, აი, ეს არის უღირ­სო­ბის პირ­ვე­ლი მა­გა­ლი­თი.

თქვენ გგო­ნი­ათ ხალ­ხო, რომ ეს გა­გი­ვათ. ძა­ლი­ან ხში­რად სა­უბ­რობთ ხოლ­მე უსამ­შობ­ლო­ებ­ზე. თქვენ ხართ უსამ­შობ­ლო­ე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა, რომ­ლე­ბიც ღა­ლა­ტის გზას ად­გა­ხართ. თქვენ 26 ოქ­ტომ­ბერს ქარ­თვე­ლი ხალ­ხი სა­ბო­ლოო გა­ნა­ჩენს გა­მო­გი­ტანთ. სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში ქარ­თვე­ლი ახალ­გაზ­რდე­ბის სა­ხე­ლი ოქ­როს ასო­ე­ბით ჩა­ი­წე­რე­ბა, ხოლო თქვე­ნი სა­ხე­ლი შავი ასო­ე­ბით ჩა­ი­წე­რე­ბა. იმ მო­ღა­ლა­ტე­თა სი­ა­ში იქ­ნე­ბით, რო­მელ­საც ხში­რად ჩვე­ნი ის­ტო­რი­ის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბით გვას­წავ­ლი­ან, რომ მათ არ უნდა და­ემ­სგავ­სოთ“,-მი­მარ­თა ვა­შა­ძემ უმ­რავ­ლე­სო­ბას. მისი სი­ტყვით გა­მოს­ვლა ხმა­უ­რის ფონ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.

შემ­თხვე­ვა იმ დროს, მოხ­და, რო­დე­საც ვა­შა­ძე ტრი­ბუ­ნას­თან სი­ტყვით გა­მო­დი­ო­და.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
ავტორი:

გიორგი ვაშაძეს სიტყვით გამოსვლისას ირმა ზავრადაშვილმა წყალი შეასხა

გიორგი ვაშაძეს სიტყვით გამოსვლისას ირმა ზავრადაშვილმა წყალი შეასხა

"სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარეს, გიორგი ვაშაძეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირმა ზავრადაშვილმა წყალი შეასხა, რასაც ვაშაძე ტაშით შეხვდა.

"ყოჩაღ, აი, ეგ ხართ. აი, ეგ ხართ“, - მიმართა ვაშაძემ ზავრადაშვილს.

გიორგი ვაშაძის შეფასებით, ეს არის უღირსობის პირველი მაგალითი და „ქართულ ოცნებას“ განაჩენს ქართველი ხალხი 26 ოქტომბრის არჩევნებზე გამოუტანს.

"მერწმუნეთ, ეს წყალი მე და არც ქართველ ხალხს არაფერს უზამს. ეს თქვენს მიერ არჩეული ღალატის გზაა. იმიტომ,რომ ერთიან და ძლიერ საქართველოს ვერასდროს დააჩოქებს ვერცერთი ბოროტი ადამიანი, რაც არ უნდა მდიდარი იყოს. მერწმუნეთ, რომ ქართველი ხალხი გაიმარჯვებს იმიტომ,რომ ეროვნული ერთობა,რომელიც დღეს არის, თქვენ ამას ვერცერთ შემთხვევაში ვერ წააქცევთ. დღეს მთელი ცივილიზებული სამყარო უყურებს ქართველ ახალგაზრდებს და სწორედ მათ მაგალითებს უყვებიან საკუთარ ქვეყანაში ახალგაზრდებს. არა უშავს, დაწყნარდით, აი, ეს არის უღირსობის პირველი მაგალითი.

თქვენ გგონიათ ხალხო, რომ ეს გაგივათ. ძალიან ხშირად საუბრობთ ხოლმე უსამშობლოებზე. თქვენ ხართ უსამშობლოების გაერთიანება, რომლებიც ღალატის გზას ადგახართ. თქვენ 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი საბოლოო განაჩენს გამოგიტანთ. საქართველოს ისტორიაში ქართველი ახალგაზრდების სახელი ოქროს ასოებით ჩაიწერება, ხოლო თქვენი სახელი შავი ასოებით ჩაიწერება. იმ მოღალატეთა სიაში იქნებით, რომელსაც ხშირად ჩვენი ისტორიის სახელმძღვანელოებით გვასწავლიან, რომ მათ არ უნდა დაემსგავსოთ“,-მიმართა ვაშაძემ უმრავლესობას. მისი სიტყვით გამოსვლა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.

შემთხვევა იმ დროს, მოხდა, როდესაც ვაშაძე ტრიბუნასთან სიტყვით გამოდიოდა.

წაიკითხეთ ასევე: