პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
საზოგადოება
წიგნები
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ამბობს კახა კალაძე სპეცრაზმის უფროსის დღევანდელ განცხადებაზე - "არ ვიცნობ მე ეგეთ ადამიანს"
რას ამბობს კახა კალაძე სპეცრაზმის უფროსის დღევანდელ განცხადებაზე - "არ ვიცნობ მე ეგეთ ადამიანს"

თუკი ვინ­მე და­არ­ღვევს კა­ნონს, კა­ნო­ნის ფარ­გლებ­ში მოჰ­ყვე­ბა რე­ა­გი­რე­ბა, - ამის შე­სა­ხებ დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა კახა კა­ლა­ძემ მე­დი­ის შე­კი­თხვის სა­პა­სუ­ხოდ გა­ნა­ცხა­და, რო­მე­ლიც შსს-ს გან­სა­კუთ­რე­ბულ და­ვა­ლე­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რის ზვი­ად ხა­რა­ზიშ­ვი­ლის, იგი­ვე "ხა­რე­ბას" კო­მენ­ტარს ეხე­ბო­და.

კახა კა­ლა­ძის თქმით, არ არ­სე­ბობს ფაქ­ტი, რო­დე­საც პო­ლი­ცია მშვი­დო­ბი­ან მო­მი­ტინ­გეს გა­უს­წორ­და.

"არ ვიც­ნობ მე ეგეთ ადა­მი­ანს (ზვი­ად ხა­რა­ზიშ­ვილ­ზე), ვერ მო­მიყ­ვანთ ვერ­ცერთ მა­გა­ლითს, რო­დე­საც მშვი­დო­ბი­ან მო­ქა­ლა­ქეს, მშვი­დო­ბი­ან მო­მი­ტინ­გეს პო­ლი­ცია გა­უს­წორ­და. არ არ­სე­ბობს ასე­თი ფაქ­ტი. იქ ასე­უ­ლო­ბით ადა­მი­ა­ნი იდგა, მშვი­დო­ბი­ა­ნად გა­მო­ხა­ტავ­და თა­ვის მო­საზ­რე­ბას. ეს მათი უფ­ლე­ბაა, არა­ვინ ზღუ­დავს ამა­ში. არ გვი­ნა­ხავს და არ არ­სე­ბობს, რომ პო­ლი­ცი­ის მხრი­დან ყო­ფი­ლი­ყო რა­ი­მე ქმე­დე­ბა, თუმ­ცა იყ­ვნენ ისე­თი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბიც, ვინც ის­რო­და ბოთ­ლებს, ქვებს და სი­ტყვი­ერ შე­უ­რა­ცხყო­ფას აყე­ნებ­და პო­ლი­ცი­ე­ლებს. თუკი ვინ­მე და­არ­ღვევს კა­ნონს, ამას, რა თქმა უნდა, კა­ნო­ნის ფარ­გლებ­ში ყო­ველ­თვის მოყ­ვე­ბა რე­ა­გი­რე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და თბი­ლი­სის მერ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვი­ლი და ალე­კო ელი­საშ­ვი­ლი თვი­თონ შე­ვარ­დნენ პო­ლი­ცი­ის კორ­დონ­ში.

"ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვი­ლი, ალე­კო ელი­საშ­ვი­ლი - ესე­ნი არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც პო­ლი­ცი­ის კორ­დონ­ში შე­ვარ­დნენ. მე­ტიც, გვახ­სოვს ალე­კო ელი­საშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბე­ბი, რო­გორ მო­უ­წო­დებ­და მო­ქა­ლა­ქე­ებს, შე­ვარ­დნი­ლიყ­ვნენ და იქ დესტრუქ­ცია გა­მო­ეწ­ვი­ათ. არ არის სწო­რი ამ­გვა­რი ქმე­დე­ბე­ბი. თა­ვი­სუფ­ლად აზ­რის გა­მო­ხატ­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვს ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს და ვი­მე­ო­რებ, ამას არა­ვინ ზღუ­დავს“, - გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, ზვი­ად ხა­რა­ზიშ­ვილ­მა „ტვ პირ­ველ­თან“ შემ­დე­გი კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა: „ყვე­ლა სცემს თა­ვის თავს, არა­ვინ არა­ვის არ სცემს. მე ახალ­გაზ­რდებს არ ვცემ, მე ვცემ არა­კა­ცებს", - გა­ნუ­ცხა­და ხა­რა­ზიშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლისტს და იქვე დას­ძი­ნა: "სია გვაქვს, ახლა გაჩ­ვე­ნებთ ცოტა ხან­ში".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ავტოსაგზაო შემთხვევა სამგორში - თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ მოქალაქეს დაეჯახა.
ავტორი:

რას ამბობს კახა კალაძე სპეცრაზმის უფროსის დღევანდელ განცხადებაზე - "არ ვიცნობ მე ეგეთ ადამიანს"

რას ამბობს კახა კალაძე სპეცრაზმის უფროსის დღევანდელ განცხადებაზე - "არ ვიცნობ მე ეგეთ ადამიანს"

თუკი ვინმე დაარღვევს კანონს, კანონის ფარგლებში მოჰყვება რეაგირება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის ზვიად ხარაზიშვილის, იგივე "ხარებას" კომენტარს ეხებოდა.

კახა კალაძის თქმით, არ არსებობს ფაქტი, როდესაც პოლიცია მშვიდობიან მომიტინგეს გაუსწორდა.

"არ ვიცნობ მე ეგეთ ადამიანს (ზვიად ხარაზიშვილზე), ვერ მომიყვანთ ვერცერთ მაგალითს, როდესაც მშვიდობიან მოქალაქეს, მშვიდობიან მომიტინგეს პოლიცია გაუსწორდა. არ არსებობს ასეთი ფაქტი. იქ ასეულობით ადამიანი იდგა, მშვიდობიანად გამოხატავდა თავის მოსაზრებას. ეს მათი უფლებაა, არავინ ზღუდავს ამაში. არ გვინახავს და არ არსებობს, რომ პოლიციის მხრიდან ყოფილიყო რაიმე ქმედება, თუმცა იყვნენ ისეთი მოქალაქეებიც, ვინც ისროდა ბოთლებს, ქვებს და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა პოლიციელებს. თუკი ვინმე დაარღვევს კანონს, ამას, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში ყოველთვის მოყვება რეაგირება“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, ლევან ხაბეიშვილი და ალეკო ელისაშვილი თვითონ შევარდნენ პოლიციის კორდონში.

"ლევან ხაბეიშვილი, ალეკო ელისაშვილი - ესენი არიან ადამიანები, რომლებიც პოლიციის კორდონში შევარდნენ. მეტიც, გვახსოვს ალეკო ელისაშვილის განცხადებები, როგორ მოუწოდებდა მოქალაქეებს, შევარდნილიყვნენ და იქ დესტრუქცია გამოეწვიათ. არ არის სწორი ამგვარი ქმედებები. თავისუფლად აზრის გამოხატვის შესაძლებლობა აქვს ნებისმიერ ადამიანს და ვიმეორებ, ამას არავინ ზღუდავს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, ზვიად ხარაზიშვილმა „ტვ პირველთან“ შემდეგი კომენტარი გააკეთა: „ყველა სცემს თავის თავს, არავინ არავის არ სცემს. მე ახალგაზრდებს არ ვცემ, მე ვცემ არაკაცებს", - განუცხადა ხარაზიშვილმა ჟურნალისტს და იქვე დასძინა: "სია გვაქვს, ახლა გაჩვენებთ ცოტა ხანში".