ავტორი:

რას შეიძენთ თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე 70 ლარად?

რას შეიძენთ თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე 70 ლარად?

თბილისის წიგნის ფესტივალის დაწყებამდე 3 დღე დარჩა. 30 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, ფასდაკლებებითა და განსაკუთრებული შეთავაზებებით ისარგებლონ. შეიძლება ითქვას, რომ ფესტივალი წლის მთავარი ლიტერატურული მოვლენა, ერთგვარი შეჯამებაა, რომელიც მკითხველს შესაძლებლობას აძლევს, ავტორებისა და გამომცემლების შრომის შედეგი ერთ სივრცეში იხილონ.

თუ აპირებთ, ფესტივალს ესტუმროთ, თუმცა შესაძენი წიგნების სია ჯერ არ შეგიდგენიათ, „პალიტრა L-ი“ გთავაზობთ ფასდაკლებულ წიგნებს, რომელთაც 70-ლარიანი ბიუჯეტით შეიძენთ:

„ჯოკერის“ ოფიციალური სცენარის ავტორები ტოდ ფილიპსი, სკოტ სილვერი არიან. ის DC-ის ცნობილი სუპერ ანტაგონისტის მითოლოგიითაა გაჟღენთილი, მაგრამ, ამავე დროს, მისგან სრულიად განსხვავდება. ესაა ემოციებით სავსე პერსონაჟის კვლევა და სიგიჟის ხვეულებში ამაღელვებელი ძიება კინემატოგრაფიული გზებით. გაეცანით სცენარისტების, ტოდ ფილიპსის და სკოტ სილვერის, დაუვიწყარ ნამუშევარს - თქვენ წინაშეა „ოსკარზე" არაერთგზის ნომინირე-ბული და "საუკეთესო სცენარის" კატეგორიაში გამარჯვებული კინოსცენარის ექსკლუზიური გამოცემა

„ლურჯი ოკეანის“ ეს მსოფლიო ბესტსელერი თვითგანვითარებაში დაგეხმარებათ. მენტალური ჯანმრთელობის ცნობილი ექსპერტი პეტრა ველზებორი გვასწავლის, როგორ უნდა ვიზრუნოთ საკუთარ კეთილდღეობასა და სულიერ ჯანმრთელობაზე, რა პრიორიტეტები უნდა დავიცვათ. „დაიწყეთ საკუთარი თავით“ დაგეხმარებათ შინაგანი და გარე გავლენების გააზრების, პიროვნების განვითარების ხელშემწყობი მექანიზმების სასიცოცხლო სტრატეგიების ათვისებაში, რაც ბედნიერ ცხოვრებასა და წარმატებულ კარიერას მოგიტანთ. პეტრა ველზებორი პირად გამოცდილებას ეყრდნობა, როდესაც ტრავმებსა თუ სიძნელეებთან ჭიდილის თაობაზე საკუთარ მიგნებებს გვიზიარებს და ცხოვრებაში რთული პერიოდების გადალახვასა და დადებითი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებას გვასწავლის.

„ლურჯი ოკეანის“ კიდევ ერთი მსოფლიოში აღიარებული წიგნი, რომელიც მორალის უგულებელყოფით, მზაკვრულებით, დაუნდობლობითა და დამრიგებლური შინაარსით არის გამორჩეული, ძალაუფლების სამიათასწლიან ისტორიას მკაფიოდ ჩამოყალიბებული ორმოცდარვა კანონის სახით გვთავაზობს. დიზაინითაც და შინაარსითაც მიმზიდველი ეს თამამი წიგნი გადმოგვცემს ძალაუფლების კანონების დაუნდობელ არსს, აერთიანებს მაკიაველის, სუნ ძის, კარლ ფონ კლაუზევიცისა და სხვა დიდი მოაზროვნეების მოსაზრებებს. ზოგიერთი კანონი შეგვახსენებს წინდახედულობისა და სიფრთხილის აუცილებლობას („არასოდეს დაჩრდილოთ თქვენი ზემდგომი"), ზოგიერთი მოითხოვს საიდუმლოს დაცვას („დამალეთ თქვენი ზრახვები"), ზოგიერთი კი მოგვიწოდებს, დავივიწყოთ შებრალება და გულმოწყალება („მტერი ბოლომდე გაანადგურეთ"). მოგწონთ თუ არა, ცხოვრებაში ყველა კანონი გამოიყენება.

არ გამოტოვოთ თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი და შეავსეთ პირადი ბიბლიოთეკა საუკეთესო ფასად.

R