მსოფლიო

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ გეტყვით, რომ არ მოაწეროთ ხელი სამშობლოს გაყიდვას! მოაწერეთ და გვეცოდინება, ვინ ჯანდაბა ხართ ამ ქვეყანაში 84 კაცი" - თაკო ჩარკვიანი
"არ გეტყვით, რომ არ მოაწეროთ ხელი სამშობლოს გაყიდვას! მოაწერეთ და გვეცოდინება, ვინ ჯანდაბა ხართ ამ ქვეყანაში 84 კაცი" - თაკო ჩარკვიანი

"ბა­ტო­ნე­ბო, არაფ­რით არ გე­ტყვით, რომ არ მო­ა­წე­როთ ხელი სამ­შობ­ლოს გა­ყიდ­ვას! მო­ა­წე­რეთ და გვე­ცო­დი­ნე­ბა, ვინ ჯან­და­ბა ხართ ამ ქვე­ყა­ნა­ში 84 კაცი - სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ას მსგავ­სი მო­ღა­ლა­ტე­ობ­რი­ვი პარ­ლა­მენ­ტი არ ახ­სოვს!" - ასე მი­მარ­თა სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რებს ოპო­ზი­ცი­ო­ნერ­მა დე­პუ­ტატ­მა თა­მარ ჩარ­კვი­ან­მა.

ჩარ­კვი­ან­მა “უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონპ­რო­ექტს “სა­ქარ­თვე­ლოს გა­მა­ნად­გუ­რე­ბე­ლი კა­ნო­ნი“ უწო­და.

“ევ­რო­პე­ლი მე­გობ­რე­ბი - ჩვე­ნი პარტნი­ო­რე­ბი გვე­უბ­ნე­ბი­ან, რომ ამ კა­ნო­ნით ევ­რო­პის ოჯა­ხის წევ­რი ვერ გავ­ხდე­ბით. რა დარ­ჩა? - ტო­ვებთ ქვე­ყა­ნას რუ­სე­თის პი­რის­პირ და ეს ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან კარ­გად იცით!

დღეს სა­ქარ­თვე­ლოს არ­ჩე­ვა­ნი არის ნა­თე­ლი - სა­ქარ­თვე­ლო თუ ჯო­ჯო­ხე­თი, ტე­რო­რის­ტი სა­ხელ­მწი­ფო რუ­სე­თი. აქ არა­ფერ შუ­ა­ში გი­გა­უ­რი და პერ­სო­ნე­ბი არ არის - სი­სუ­ლე­ლე­ებს ნუ ლა­პა­რა­კობთ!

რა­ტომ გა­გიკ­ვირ­დათ, რომ გა­რეთ 200 000 კაცი გა­მო­ვი­და? - მე ამ დღე­ებ­ში უფრო მეტს ვე­ლო­დე­ბი, რად­გან ორ­ჯერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი რე­ფე­რენ­დუ­მი 80%-ია. დღეს ქუ­ჩა­ში ღია რე­ფე­რენ­დუ­მი ტარ­დე­ბა - სა­ქარ­თვე­ლო ქვეყ­ნის გა­და­სარ­ჩე­ნად გა­მო­ვი­და.

1978 წელს, რო­დე­საც ენას გვარ­თმევ­დნენ, კო­მუ­ნის­ტუ­რი სივ­რცის ცე­კას მდი­ვა­ნი შე­ვარ­დნა­ძე გა­მო­ვი­და და დე­პუ­ტა­ცია ხალ­ხს შე­უ­რია: - გა­რეთ ჩვე­ნი შვი­ლე­ბი გვე­ლო­დე­ბი­ა­ნო. მა­შინ სა­ქარ­თვე­ლო ერთი მთლი­ა­ნი იყო და ეს 1978 წელს კომ­პარ­ტი­ი­დან წა­მო­სულ­მა კაც­მა გა­ა­კე­თა.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა პრე­ზი­დენტს მი­ზა­ნი ჰქონ­და - იქ­ნე­ბო­და ეს ეროვ­ნუ­ლი სივ­რცი­დან წა­მო­სუ­ლი თუ კო­მუ­ნის­ტუ­რი პარ­ტი­ი­დან წა­მო­სუ­ლი პრე­ზი­დენ­ტი. უფრო ლო­ი­ა­ლუ­რი თუ იყო შე­ვარ­დნა­ძე, რუ­სეთ­მა აფხა­ზე­თი მის დროს წაგ­ვარ­თვა, მაგ­რამ ის კაცი არ იყო დამ­ნა­შა­ვე. იმ კაც­მა რომ მო­ინ­დო­მა და სა­ქარ­თვე­ლოს ნავ­თობ­სა­დე­ნი გა­უ­კე­თა, დი­ლის 06:00 სა­ათ­ზე აა­ფეთ­ქეს.

რუ­სე­თის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ბა არას­დროს არ ჰქონ­და კომ­პარ­ტი­ი­დან იყა­ვი, თუ ეროვ­ნუ­ლი მოძ­რა­ო­ბი­დან - მთა­ვა­რი იყო სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ეროვ­ნუ­ლი საქ­მე არ გა­გე­კე­თე­ბი­ნა“, - გა­ნა­ცხა­და ჩარ­კვი­ან­მა “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ წევ­რე­ბის მი­სა­მარ­თით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

"არ გეტყვით, რომ არ მოაწეროთ ხელი სამშობლოს გაყიდვას! მოაწერეთ და გვეცოდინება, ვინ ჯანდაბა ხართ ამ ქვეყანაში 84 კაცი" - თაკო ჩარკვიანი

"არ გეტყვით, რომ არ მოაწეროთ ხელი სამშობლოს გაყიდვას! მოაწერეთ და გვეცოდინება, ვინ ჯანდაბა ხართ ამ ქვეყანაში 84 კაცი" - თაკო ჩარკვიანი

"ბატონებო, არაფრით არ გეტყვით, რომ არ მოაწეროთ ხელი სამშობლოს გაყიდვას! მოაწერეთ და გვეცოდინება, ვინ ჯანდაბა ხართ ამ ქვეყანაში 84 კაცი - საქართველოს ისტორიას მსგავსი მოღალატეობრივი პარლამენტი არ ახსოვს!" - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ ჩარკვიანმა.

ჩარკვიანმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს “საქართველოს გამანადგურებელი კანონი“ უწოდა.

“ევროპელი მეგობრები - ჩვენი პარტნიორები გვეუბნებიან, რომ ამ კანონით ევროპის ოჯახის წევრი ვერ გავხდებით. რა დარჩა? - ტოვებთ ქვეყანას რუსეთის პირისპირ და ეს ყველაფერი ძალიან კარგად იცით!

დღეს საქართველოს არჩევანი არის ნათელი - საქართველო თუ ჯოჯოხეთი, ტერორისტი სახელმწიფო რუსეთი. აქ არაფერ შუაში გიგაური და პერსონები არ არის - სისულელეებს ნუ ლაპარაკობთ!

რატომ გაგიკვირდათ, რომ გარეთ 200 000 კაცი გამოვიდა? - მე ამ დღეებში უფრო მეტს ველოდები, რადგან ორჯერ ჩატარებული რეფერენდუმი 80%-ია. დღეს ქუჩაში ღია რეფერენდუმი ტარდება - საქართველო ქვეყნის გადასარჩენად გამოვიდა.

1978 წელს, როდესაც ენას გვართმევდნენ, კომუნისტური სივრცის ცეკას მდივანი შევარდნაძე გამოვიდა და დეპუტაცია ხალხს შეურია: - გარეთ ჩვენი შვილები გველოდებიანო. მაშინ საქართველო ერთი მთლიანი იყო და ეს 1978 წელს კომპარტიიდან წამოსულმა კაცმა გააკეთა.

საქართველოში ყველა პრეზიდენტს მიზანი ჰქონდა - იქნებოდა ეს ეროვნული სივრციდან წამოსული თუ კომუნისტური პარტიიდან წამოსული პრეზიდენტი. უფრო ლოიალური თუ იყო შევარდნაძე, რუსეთმა აფხაზეთი მის დროს წაგვართვა, მაგრამ ის კაცი არ იყო დამნაშავე. იმ კაცმა რომ მოინდომა და საქართველოს ნავთობსადენი გაუკეთა, დილის 06:00 საათზე ააფეთქეს.

რუსეთისთვის მნიშვნელობა არასდროს არ ჰქონდა კომპარტიიდან იყავი, თუ ეროვნული მოძრაობიდან - მთავარი იყო საქართველოსთვის ეროვნული საქმე არ გაგეკეთებინა“, - განაცხადა ჩარკვიანმა “ქართული ოცნების“ წევრების მისამართით.